დავით სონღულაშვილი - მნიშვნელოვანია განათლებისა და კულტურული ცხოვრების სწრაფი განვითარება
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა მორიგი
შეხვედრები ქალაქ გურჯაანის ავთანდილ გურგენიძის სახელობის
ქორეოგრაფიული სასწავლებლისა და კაჭრეთში მდებარე პროფესიული კოლეჯი
„აისის“ პერსონალთან გამართა.
დეპუტატობის კანდიდატმა მათ „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა გააცნო
და კითხვებს უპასუხა.
პირველი შეხვედრა გურგენიძის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელში
გაიმართა. დავით სონღულაშვილმა მომუშავე პერსონალს საკუთარი ხედვები
გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა. სასწავლებელში ძირითადი
პრობლემებია სასცენო კოსტუმების უქონლობა და დაფინანსების გაზრდა. მათ
ასევე სურთ სახელმწიფო სტატუსის აღდგენაც, რომელიც რამდენიმე წლის წინ
ჩამოართვეს. ქართული ოცნების კანდიდატმა შეხვედრის დასასრულს,
სასწავლებლის შენობა დაათვალიერა და იქ არსებულ სპეციალურ სამსახსოვრო
წიგნში თავისი ჩანაწერიც გააკეთა.
მეორე შეხვედრა კაჭრეთში მდებარე პროფესიული კოლეჯი „აისის“
პერსონალთან გაიმართა. სონღულაშვილი მათაც საარჩევნო პროგრამით
გათვალისწინებულ საკითხებზე ესაუბრა და შეკითხვებსაც უპასუხა.
შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. კოლეჯის პედაგოგებმა
ძირითად საკითხად, განათლების ხარისხის გაზრდა და კაჭრეთში მდებარე
პურკომბინატის ამუშავება დაასახელეს. მათი თქმით, ასევე
მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში განვითარდეს საოჯახო მარნების
ბიზნესი.
- „ძალიან მნიშვნელოვანია განათლებისა და კულტურული ცხოვრების
განვითარება. ადამიანი სულიერი და გონებრივი საზრდოს გარეშე არაფერს
წარმოადგენს. მე მაქსიმალურად ვეცდები, გურჯაანში იყოს თითოეული
ადამიანისთვის შესაფერისი გარემო, მათი სწრაფი განვითარებისთვის.
მუნიციპალიტეტს სჭირდება ასეთი სასწავლებლების სიმრავლე და მე
გპირდებით, მაქსიმალურად დაგიდგებით გვერდში, როგორც დეპუტატი,“ -
განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
[R]
მასალის გამოყენების პირობები