საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც C ჰეპატიტის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად ფარავს
გურჯაანში C ჰეპატიტზე უფასო გამოკვლევები დაიწყო. აქცია ჯანდაცვის
სამინისტროს ეგიდით ტარდება და მისი მიზანია, ადგილობრივი მოსახლეობის
გამოკვლევა და დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, C ჰეპატიტის
ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა.
გამოკვლევები ქართულ-ფრანგულ კლინიკა „კახეთი-იონში“ მიმდინარეობს და
მოსახლეობის მხრიდან დიდი ინტერესიც შეიმჩნევა. გურჯაანელები დილიდან
აქტიურად არიან ჩაბმულნი პროცესში.
„კახეთი-იონს“ სტუმრობდა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით
სონღულაშვილიც. ის მიმდინარე პროცესებს გაეცნო და თავადაც ჩაიტარა
გამოკვლევა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის აქციების ჩატარება რეგიონში
მცხოვრები მოსახლეობისათვის. როგორც იცით გამოკვლევების ჩატარება
საკმაოდ ძვირი ჯდება და უმეტესობას არ აქვს ამის საშუალება. გურჯაანში
უახლოეს პერიოდში მოხდება C ჰეპატიტის ელიმინაცია. მადლობა მინდა
გადავუხადო აშშ-სა და გალიარდს ამ პროექტისთვის, რომლის ღირებულებაც
20 მილიარდზე მეტია და რომელსაც ჩვენ ვიღებთ საჩუქრად. განსაკუთრებული
მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს,
რომლის დამსახურებაცაა ამ პროექტის განხორციელება,“ - განაცხადა დავით
სონღულაშვილმა.
მალე გურჯაანში, კლინიკა „კახეთი-იონში“ გაიხსნება C ჰეპატიტის
სამკურნალო და სადიაგნოსტიკო ცენტრი. სადაც, მოქალაქეებს შეეძლებათ
ანალიზების აღება და დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში უფასო
მკურნალობის მიღება. მომავალში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში
დაგეგმილია წამლების დაფინანსების კომპონენტის დამატებაც. აგრეთვე 300
სახის მედიკამენტზე დაწესდება ზღვრული ფასები, რაც უფრო ხელმისაწვდომს
გახდის მკურნალობას. აღსანიშნავია, რომ საქართველო არის ერთადერთი
ქვეყანა, რომელიც C ჰეპატიტის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად
ფარავს.
უახლოეს პერიოდში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გურჯაანის
მუნიციპალიტეტს ეწვევა. ის სამედიცინო დაწესებულებებს მოინახულებს და
საზოგადოებასთანაც გამართავს შეხვედრებს.
[R]
მასალის გამოყენების პირობები