პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა მორიგი
შეხვედრები ჯიმითის, არაშენდის, შ.პ.ს „მექანიზატორის“
თანამშრომლებთან და ჩალაუბნის მოსახლეობასთან გამართა.
შეხვედრებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. კანდიდატმა ამომრჩეველს
„ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა გააცნო.
„გურჯაანში კონკრეტული რეფორმებია გასატრებელი ყველა მიმართულებით.
ჩვენ უნდა გავაძლიეროთ რაიონი. ჩემი მიზანია, შევქმნა შესაძლებლობები,
რომ ნებისმიერმა მონდომებულმა ადამიანმა თავისი საქმის კეთება
შეძლოს. წარმატების მიღწევას მხოლოდ მაქსიმალური შრომით
შევძლებთ,“- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ჯიმითის მოსახლეობის მთავარი პრობლემა ნახევარი სოფლის გაზიფიცირებაა.
მათი თქმით, გაზიფიცირების სამუშაოები ნელი ტემპით, თუმცა
მიმდინარეობს და ეს არის მნიშვნელოვანი.
არაშენდელების მთავარი პრობლემა სანიაღვრე არხების მოწესრიგება და
არასამართლიანად მოხსნილი სოციალური დახმარებაა. მათი თქმით, ამ
პრობლემების მოგვარება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
შ.პ.ს. „მექანიზატორის“ თანამშრომლებმა ძირითად პრობლემად სოფლის
მეურნეობის განვითარება დაასახელეს. მათი აზრით, საჭიროა საგადასახადო
კოდექსი უფრო ლიბერალური გახდეს, რათა უფრო სწრაფად განვითარდეს
კომპანია და მოსახლეობისთვისაც უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მათი
სერვისები.
- „ჩვენ აგრარული ქვეყანა ვართ და სახელმწფომაც ამ მიმართულების
განვითარებას მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი. მნიშვნელოვანია ძირეული
ცვლილებები მოხდეს ამ სფეროში. აგრეთვე, საჭიროა საგადასახადო
კოდექსის ლიბერალიზაციაც, რათა ხარისხიანი მომსახურების
ხელმისაწვდომობა გაიზარდოს,“ - განაცხადა გელა ლოლაძემ, შ.პ.ს.
„მექანიზატორის“ გენერალურმა დირექტორმა.
დავით სონღულაშვილი, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით,
ოთარ ჭილაშვილის სახელობის გურჯაანის №4 საჯარო სკოლასაც სტუმრობდა.
მან მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
[R]
მასალის გამოყენების პირობები