დავით სონღულაშვილი-ხარისხიანი განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს
„ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, წინასაარჩევნო კამპანიის
ფარგლებში, მორიგი შეხვედრები გამართა.
12 სექტემბერს, დავით სონღულაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის
სკოლების პედაგოგებსა და სოფელ ჩუმლაყის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრის მიზანი „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმის გაცნობა და
ამომრჩევლების პრობლემების მოსმენა იყო.
პირველი შეხვედრა პედაგოგებთან, გურჯაანის სამუსიკო სკოლის დარბაზში
გაიმართა. დავით სონღულაშვილმა, საკუთარი ხედვები წარუდგინა და
სკოლებში არსებული პრობლემებიც მოისმინა.
-„ხარისხიანი განათლების მიღება ყველას უნდა შეეძლოს. ჩემი სურვილია,
მუნიციპალიტეტში შეიქმნას პროფესიული სასწავლებელები, სადაც
ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა მათთვის სასურველ
პროფესიას დაეუფლოს. მე ყველანაირად შევეცდები განვავითარო ეს
მიმართულება, რადგან განათლებულ ადამიანებს ყველაფერი შეუძლიათ,“ -
განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მეორე შეხვედრა სოფელ ჩუმლაყში გაიმართა. მიზანი, ადგილობრივი
მოსახლეობისთვის საარჩევნო პროგრამის საკითხებზე საუბარი და
პრობლემების მოსმენა იყო. სონღულაშვილმა, ჩუმლაყელებს თავისი ხედვები
გააცნო და მათ შეკითხვებსაც უპასუხა. ჩუმლაყელებისთვის პრიორიტეტს
ფერმერული პროდუქციის გაყიდვა და ახალი ბაზრების მოძიება
წარმოადგენს.
-„ჩვენი სოფელი, ძირითადად სოფლის მეურნეობას მისდევს და საკმაოდ
წარმატებითაც. გვჭირდება დახმარება ახალი ბაზრების მოძიებაში, რომ
ჩვენი პროდუქცია გავყიდოთ. ძალიან მომეწონა, რომ დეპუტატობის
კანდიდატის პროგრამაში, ძირითადი აქცენტები ამ პრობლემის მოგვარებაზეა
დასმული,“ - განაცხადა ზაქარია რუაძემ.
[R]
მასალის გამოყენების პირობები