ირაკლი კობახიძე- "ნაციონალური მოძრაობისგან“ პროვოკაციებია მოსალოდენელი
პარტია ”ქართული ოცნება” ”ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს,
"თავი შეიკავოს პროვოკაციებისა და კონტრაქციების მოწყობისგან“.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ბოლო დღებში განვითარებულმა მოვლენებმა
ცხადყო, რომ ”ნაციონალური მოძრაობისგან” პროვოკაციები რეალურად არის
მოსალოდნელი.
- "განსაკუთრებული კონცენტრაცია პროვოკაციების კუთხით
შეინიშნება ორ რეგიონში, ეს არის სამეგრელოს რეგიონი, კონკრეტულად
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და ასევე, აჭარის რეგიონი, სადაც რამდენიმე,
საკმაოდ მძიმე პროვოკაციას ჰქონდა ადგილი ჩვენი აქტივისტების მიმართ
ამ ბოლო დღეების განმავლობაში. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. პირველ
რიგში, მაგალითად ვიტყვი, რომ 3 სექტემბერს ჩვენს კანდიდატს, მერაბ
ქვარაიას, ქალაქ ზუგდიდში ჰქონდა შეხვედრა აქტივისტებთან სადგურის
დასახლების მაცხოვრებლებთან, სადაც მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“
სიის მე-13 ნომრის, ქებურიას დედა მზია გახარია თავის აქტივისტებთან
ერთად და იქ მოაწყვეს პროვოკაცია, რაც გამოიხატებოდა ლანძღვაში,
გამომწვევ მოქმედებაში და ა.შ. 6 სექტემბერს ასევე ზუგდიდში, ზუგდიდის
მეორე კანდიდატს, ედიშერ თოლორაიას, შეხვედრა ჰქონდა სოფელ ანაკლიაში,
სადაც ჟანა ცხადაია, ერთ-ერთი გამორჩეული აქტივისტი ზუგდიდის
„ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის და მისი თანხმლები
აქტივისტები, მივიდნენ შეხვედრაზე. ისინიც გამოირჩეოდნენ ლანძღვითა და
სხვა პროვოკაციული მოქმედებებით. ეს არის ორი მაგალითი, რომელიც
ზუგდიდის შემთხვევაში შეგვიძლია მოვიყვანოთ“
ირაკლი კობახიძისვე თქმით, მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი
ბათუმში. პარტიის ორ კანდიდატს, ფატი ხალვაშსა და ვახტანგ წულაძეს
ჰქონდა შეხვედრა ამომრჩეველთან ბარცხანაში, სადაც მივიდნენ
”ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოს ყოფილი წევრი ნაზი ფუტკარაძე და
ვინმე ივანიძე, რომელიც ერთ-ერთი ყოფილი რწმუნებულის ქალიშვილია.
”მათ ადგილზე მოაწყვეს პროვოკაცია. ჩვენ შეგვიძლია გადმოგცეთ
ამის ამსახველი ვიდეოკადრები. იქ გაისმა ერთ-ერთი ფრაზა, ივანიძემ
დასძინა, რომ კონკრეტული ადამიანები ღირსები იყვნენ ცოცხების და
„დუბინკების“. იქ გაისმა ასეთი მძიმე ფრაზა, ამას მოჰყვა ჩვენი
აქტივისტების მხრიდან რეაქცია, თუმცა ეს იყო ღირსეული. მე მინდა მათ
მადლობა გადავუხადო ამისთვის, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს და ღირსეული
პასუხით შემოიფარგლნენ. ვიდრე სანდრა რულოვსის პირით ”ნაციონალური
მოძრაობის” წევრები ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ „დუბინკები“ და
ცოცხები აღარ იქნება, მათი თანაპარტიელები ამის საპირისპიროში
გვარწმუნებენ და გუშინდელი ფრაზაც ამის დასტურია”, - განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.
პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მოუწოდა ”ნაციონალურ
მოძრაობას”, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და კონტრაქციების
მოწყობისგან.
”ჩვენ არც ერთი კონტრაქცია არ
მოგვიწყვია არც ერთი ოპონენტის წინააღმდეგ და იმავესკენ მოვუწოდებთ
ოპონენტებს”, - განაცხადა მან და
"ქართული ოცნების” აქტივისტებს მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა.
მასალის გამოყენების პირობები