დავით სონღულაშვილმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მორიგი
შეხვედრები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში კოლაგსა და ვეჯინში
გამართა. შეხვედრის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობისათვის საარჩევნო
პროგრამის გაცნობა იყო.
პირველი შეხვედრა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა
კოლაგის მოსახლეობასთან გამართა. მან ადგილობრივ მოსახლეობას
საარჩევნო პროგრამა წარუდგნა და მათი შეფასებაც მოისმინა. საარჩევნო
პროგრამაში აქცენტები დასმულია სოფლის მეურნეობის გაძლიერებაზე, გზის,
წყლის, გაზისა და დენის პრობლემების აღმოფხვრაზე, ახალგაზრდებისთვის
პირობების გაუმჯობესებაზე, ხელმისაწვდომ განათლებასა და უმუშევრობის
დაძლევაზე.
"ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ ძლიერი სოფელი. უნდა შევქმნათ სამუშაო
ადგილები, რათა თითოეულმა ადამიანმა შეძლოს თვითრეალიზაცია. სოფელში
აღარ უნდა იყოს ელემენტარული პირობები მოუწესრიგებელი, როგორიცაა გზა,
წყალი და გაზი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ერთად დგომით ბევრ
სარგებელს მოვუტანთ სოფელსაც და ქვეყანასაც". - განაცხადა დავით
სონღულაშვილმა.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ქართული ოცნების კანდიდატის პროგრამა
რეალურ საფუძველზეა შექმნილი და კარგად იგრძნობა ის, რაც თითოეულ
სოფელს და ადამიანს აწუხებს.
მეორე შეხვედრა ვეჯინის მოსახლეობასთან გაიმართა. დავით სონღულაშვილმა
ადგილობრივებთან ერთად საარჩევნო პროგრამასა და სამუშაო გეგმების
შესახებ ისაუბრა. მოსახლეობის აზრით, ქართული ოცნების კანდიდატს
სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი ხედვა აქვს, სადაც ნათლად არის
გაანალიზებული მუნიციპალიტეტში არსებული ყველა პრობლემა. შეხვედრამ
საინტერესოდ და დადებითი შეფასებების ფონზე ჩაიარა.
ხვალ, დავით სონღულაშვილი საარჩევნო პროგრამას ძირკოკის, ჭანდარის,
სოფელ გურჯაანის მოსახლეობას და ქალაქ გურჯაანის მუსიკალური სკოლის
პედაგოოგებს გააცნობს.
[R]
მასალის გამოყენების პირობები