სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
იორმუღანლოში ბაგა-ბაღები გაიხსნება
იორმუღანლოს თემის სოფლებში, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, საბავშვო ბაღი არასოდეს ჰქონიათ. მათ წლების წინ ამის შესახებ საგარეჯოს გამგეობას რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. სათავეში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მოსახლეობას იმედი გაუჩნდა, რომ მათი მოთხოვნა ამჯერად მაინც დაკმაყოფილდება. -"ჩვენ სოფელში საბავშვო ბაღი არასოდეს ყოფილა. ბავშვები სახლებიდან პირდაპირ სკოლაში მიდიან. ადრე წლების წინ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ უნდა აეშენებინათ, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა, არავის არაფერი გაუკეთებია. ჩვენი სოფლები უპატრონოდაა მიგდებული, არც სკოლა გვაქვს ნორმალური და არც ბაღი და ამბულატორია. პატრონი არავინ გვყავს. თუ ამჟამინდელი მთავრობა მაინც მოგვაქცევს ყურადღებას და ჩვენს სოფლებში ბაღს ააშენებს, მადლობლები ვიქნებით. ეს მომავალი თაობისათვის აუცილებელია," _ გვითხრა მახმად დეიხანოვმა. iormuganlo, bagiროგორც დუზაგრამის მკვიდრმა შაფიგა მამედოვამ აღნიშნა, სოფელში ბაღი აუცილებელია. -"რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ბაღი აშენდეს, არც ერთ სოფელში არასოდეს ყოფილა. ბავშვებს ყოველთვის სახლში ვზრდით. თუკი ამის საშუალება იქნება და გააკეთებენ, ძალიან კარგია." როგორც ჩვენთან საუბარში საგარეჯოს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების უფროსმა ელზა გილაშვილმა აღნიშნა, იორმუღანლოს თემში დაახლოებით 2 კვირაა, რაც ორი ჯგუფი ფუნქციონირებს. -"ამჟამად იორმურანლოს თემის სოფლებში: ლამბალოსა და მუღანლოში არასამთავრობო ორგანიზაცია "კივიტას გეორგიკას" ინიციატივით ორი ალტერნატიული ჯგუფი გაიხსნა და 6 თვის განმავლობაში იფუნქციონირებს. ბავშვები სულ 4-5 საათით მიდიან ბაღში, ჰყავთ ერთი აღმზრდელი. ინვენტარი თვითონ არასამთავრობო ორგანიზაციამ შეიტანა, ხოლო ქირას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა იხდის. ეს ჩვენი დეპუტატის ქალბატონ თინა ხიდაშელის ინიციატივით მოხდა, რომელიც ძალიანაა მოწადინებული, რომ იორმურანლოს თემის ყველა სოფელში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები გაიხსნას. მომავალი წლიდან ვაპირებთ შევაკეთოთ სოფლებში არსებული შენობები და გავხსნათ ბაგა-ბაღები. " _ აღნიშნა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების უფროსმა. მისივე თქმით, სოფლის მოსახლეობისაგან საგარეჯოს გამგეობაში უკვე შევიდა წერილი საბავშვო ბაღების გახსნის თაობაზე, რომელსაც ხელს 100-მდე ადამიანი აწერს. ელზა გილაშვილის განმარტებით, ისინი ყველანაირად ცდილობენ პრობლემა უახლოეს მომავალში გადაიჭრას. მარინა ბეროშვილი [caption id="attachment_6116" align="aligncenter" width="610"]საგარეჯოს გამგეობის ფოტო
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 10 / 21 °C
img
საგარეჯო 9 / 18 °C
img
დ.წყარო 8 / 16 °C
img
სიღნაღი 9 / 22 °C
img
ლაგოდეხი 8 / 16 °C
img
ყვარელი 10 / 21 °C
img
თელავი 11 / 19 °C
img
ახმეტა 9 / 19 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.