სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
კაზლარის ამინი პასუხის მოლოდინში
ყოველდღე, შუადღის პირველ საათზე მუსლუმ ახმედოვი კაზლარელებს აუწყებს, რომ რწმენა და უფლის დიდება კაცობრიობისთვის აუცილებლია. ის უკვე ორი წელია, რაც ამინია და თანასოფლელების რწმენაში განმტკიცება ევალება. ამბობს, რომ ამ საქმეს სიამოვნებით ემსახურება, მეჩეთშიც შეგვიყვანა და იმ წესების შესახებ გვესაუბრა, რომელიც მისი ყოვედღიური ჩვეულებაა. kazlari2-"ეს მეჩეთი ხალხმა ააშენა, აქ რომ ხალიჩებს ხედავთ, ესენიც მორწმუნეებმა მოიტანეს. ყოველთვის შუადღეს პირველ საათზე მოვდივარ. ვლოცულობთ, ღმერთს ვევედრებით, რომ სიკეთე და ბედნიერება იყოს ქვეყანაზე," _ გვითხრა მან. შემდეგ კარადიდან საგულდაგულოდ შენახული ყურანი გამოიღო დამის არრსა და დანიშნულებაზე გაამახვილა ყურადღება. -"ეს არის წიგნი, რომელშიც სიბრძნე და ჭეეშმარიტება წერია. ძალიან ბევრ ისეთ რამეს მოგვითხრობს, რაც თქვენ ბიბლიიდან იცით. პირველად იყო იესო ქრისტე. მას მერე უკვე 2013 წელია გასული. 1438 წელია რაც ჩვენი სარწმუნოება არსებობს. მთავარი არის ის, რომ მუსულმანობაც, ქრისტიანობაც სიყვარულს ქადაგებს." მისივე თქმით, ალაჰი მოუწოდებს მის მიმდევრებს, პატივი სცენ ერთმანეთს, შვილმა დაუჯეროს მშობლებს, არ იქურდოს, არ შეშურდეს მეზობლის, დაეხმაროს გაჭირვებულს. -"ხალხმა ერთმანეთის სიყვარულით და პატივისცემით უნდა იცხოვროს, ეს არის მნიშვნელოვანი. ამას გვეუბნება ღმერთი." მუსლუმ ახმედოვმა გვითხრა, რომ სოფელში მის სიტყვას ენდობიან და აფასებენ. -"როდესაც ერთმანეთში რაიმე გაუგებრობა მოსდით, სანამ პოლიციაში წავლენ, საქმის გასარკვევად ჩემთან მოდიან და მეუბნებიან მტყუან-მართალი გავარჩიო. ეს ასეც უნდა იყოს. ჩემი ვალია, ისინი სწორ გზაზე დავაყენო და დავის მშვიდად გადაჭრაში დავეხმარო," _ გვითხრა მან. დასასრულს კი ყოფით პრობლემასაც შეეხო. -"მეჩეთში აუცილებელია, რომ დენი მქონდეს. როდესაც ლოცვას ვიწყებ, სოფელს მიკროფნით უნდა გავაგებინო. დაახლოებით ორი თვის წინ ენერგოდისტრიბუციიდან რომ მოვიდნენ, მითხრეს აბონიმენტი უნდა გაიხსნასო. როგორც ამიხსნეს, ამისთვის ოთხასი ლარი იყო საჭირო. ვინ უნდა გადაიხადოს ეს ოთხასი ლარი? ამას მოსახლეობას ვერ მოვთხოვ. ამის შესახებ ადგილობრივ ხელმძღავნელობასაც ვესაუბრე. ჯერჯერობით გადაწყვეტით არ ვიცი რა იქნება. დენი სულ რაღაც ათი წუთით მჭირდება და ამისთვის ოთხასი ლარი უნდა გადავიხადო?" _ აღნიშნა მან. ამ კითხვით "სპექტრმა" კაზლარის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულ ზაურ ალიევს მიმართა. ალიევის განმარტებით, მეჩეთსა და სოფლის ჭაბურღილს ერთ ხაზზე ჩართავენ, სააბონენტოს თანხას კი მუნიციპალიტეტის გამგეობა დაფარავს. ლანა გულოშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 14 °C
img
საგარეჯო 5 / 9 °C
img
დ.წყარო 4 / 11 °C
img
სიღნაღი 5 / 12 °C
img
ლაგოდეხი 6 / 11 °C
img
ყვარელი 6 / 14 °C
img
თელავი 6 / 10 °C
img
ახმეტა 5 / 9 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.