სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
იორმუღანლოში სასოფლო-სამეურნეო ბარათების განაღდება დაიწყო
etnikuri azerbaijanelebi sasoflo-sameurneo baratebze saubrobenიორმუღანლოს თემში სასოფლო-სამეურნეო ბარათების განაღდება მიმდინარეობს. მოსახლეობა ბარათების სანაცვლოდ სურვილისამებრ უკვე იღებს სამეურნეო ინვენტარს. -"ბარათი მოვიტანე და მის ნაცვლად 180-ლარიანი "დრუჟბა" მომცეს. დიდი მადლობა ამისთვის. სხვა დროს არასოდეს დაგვხმარებიან ასე. მოდის ხალხი _ ზოგს ბარი უნდა, ზოგს ჩექმა. მოაქვთ ბარათები და მათთვის სასურველ ნივთებს აძლევენ," _ გვითხრა მუღანლოელმა მამედ ჯივიროვმა. ჯაფარ ჯაფაროვი კი შხამქიმიკატების შეძენას აპირებს. -"60 წლის კაცი ვარ, დღემდე მთავრობის მხრიდან მსგავსი პატივისცემა არ მახსოვს. აი, ახლა პირველად ვნახე ასეთი რამ. მოგვაქვს ხალხს ბარათები და სასოფლო-სამეურნეო ინვენტარს, რასაც მოვითხოვთ, გვაძლევენ. მაგალითად, მე შხამქიმიკატები მინდა ავიღო. ხეხილის ბაღი მაქვს და იმისთვის მჭირდება. წავალ საგარეჯოში, მაღაზიაში და იქ მომცემენ," _ ამბობს ჯაფარ ჯაფაროვი. ეს ადამიანები სოფლის ცენტრში ჩავწერეთ. ე.წ. "ბირჟაზე" "ფორდის" ტიპის ავტომობილი იდგა, საიდანაც პასუხისმგებელი პირები გლეხებს, მათთვის სასურველ ინვენტარს ურიგებდნენ. "ინვენტარი ყველა ფერმერისთვის არ მიგვიტანია. მაღაზიაში საქონელი შემოსატანი გვქონდა და იმიტომ. როგორც ჩემი კომპანიის ხელმძღვანელობამ მითხრა, დამატებით კიდევ მომაწვდიან და ამ სოფლებში სასოფლო-სამეურნეო ინვენტარს კვლავ დავარიგებთ." _ განაცხადა "სპექტრთან" კომენტარში შპს "ბორან სოფქიმიას" ხელმძღვანელმა ფრიდონ დიღმელაშვილმა. თუმცა სოფლის ცენტში შეკრებილებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო ბარათები ჯერ არ მიუღიათ. -"ჯერჯერობით ბარათი არ მაქვს. ველოდებით, მაგრამ როდემდე და სადამდე. სამუშაოების ჩატარება უკვე გვიანდება. ბარათები ნახევარმა სოფელმა მიიღო, ნახევარმა _ არა," _ გულისწყრომით ამბობს უმუდ გულიევი. მის ნათქვამს იქვე მდგომი ელმან გუსეინოვიც დაეთანხმა. -"ბარათები ჯერ ნახევარ სოფლესაც კი არ აუღია, დანარჩენებს როდის უნდა მოგვცენ?" _კითხულობს ის. -"კი გვპირდებიან, რომ თქვენც მალე დაგირიგებთო, მაგრამ ეს მალე როდის დადგება, არ ვიცით," _ გვითხრა დურსუნ გუსეინოვმა. ის ნაწილი კი, ვინც ბარათები უკვე მიიღო, ამბობს, რომ სოფელში ტექნიკაცაა შემოტანილი. -"დიდი მადლობა მთავრობას. უკვე ტრაქტორებიც შემოიტანეს და ნაკვეთებსაც ხნავენ." ერთ-ერთ უბანში "სპექტრმა" მომუშავე ტრაქტორიც შეამჩნია, რომელსაც ნაკვეთის ნაწილი დამუშავებული ჰქონდა. -"ყველაფერს უფასოდ აკეთებენ, არც საწვავში გადამიხდია ფული, არც ამ მექანიზატორს უნდა გადავუხადო. გასულ წლებში ეს ყველაფერი ფინანსებთან იყო დაკავშირებული," _ აღნიშნა ბაქირ ყუბანოვმა. როგორც საგარეჯოს მუნიციპლაიტეტის გამგებელმა გიორგი ლოლაძემ განმარტა, დახმარების გარეშე არავინ დარჩება. მათ, ვისაც სასოფლო-სამეურნეო ბარათები ჯერ არ აუღია, უახლოეს მომავალში მიიღებს, რადგან სიები ეტაპობრივად იგზავნება. ლანა გულოშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 4 / 15 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.