იორმუღანლოს თემის სოფლებში მოსახლეობას წყლის პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას ამ საკითხის მოგვარებას ხშირად სთხოვდნენ. დაახლოებით ორი წლის წინ სოფლებში საუბნო ონკანები დააყენეს, თუმცა წყალი არასოდეს მოდიდოა. ადგილობრივები "სპექტრთან" არაეთხელ აღნიშნავდნენ ამის შესახებ და წუხდნენ, რომ ონკანები თავის ფუნქციას არ ასრულებდა.
გაუმართავი წყალგაყვანილობა განსაკუთრებით ქალბატონებს აწუხებდათ, მათ წყლის ასავსებად შორ მანძილებზე უწევდათ სიარული.
რამდენიმე კვირაა, რაც იორმუღანლოს სოფლებში საუბნო ონკანზე წყალი მოდის. გასულ კვირას საგარეჯოს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერ ჰუსეინი და "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი-ს" გენერალური დირექტორი მაირ მამედოვი, რომლებიც გამგებელ გიორგი ლოლაძესთან ერთად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში: იორმუღანლოსა და ბადიაურში სასმელი წყლის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ.
-"მიხარია, რომ ეს პრობლემა მოგვიგვარეს, ახლა სახლთან ახლოს მაქვს წყალი და ეს ჩემთვის შეღავათია. როგორც ვიცი, გრაფიკით უნდა გვქონდეს. წინა კვირასაც მოდიოდა ორი დღე. ამ კვირაშიც გამოუშვეს," _ გვითხრა ფაიზა მამედოვამ.
"აქამდე ეს "კრანები" გამოუსადეგარი იყო. თითქმის ორი წელი უშედეგოდ ველოდით როდის წამოვოდა აქედან წყალი. ნამდვილად კარგია, რომ ეხლა ეს პრობლემა მოგვარდა," _ გვითხრა ქამალად მანსულოღლიმ.
"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმ-სა" და საგარეჯოს მუნიციპალიტეტს შორის ხელშეკრულება სასმელი წყლის გაყვანის თაობაზე გასულ წელს დაიდო. "ამ სოფლებში წყლის გაყვანის ორგანიზატორია "სოკარი." მოსახლეობა გახარებულია ამ ფაქტით," _ განაცხადა "სოკარის" წარმომადგენელმა.
ადგილობრივები იმედს გამოთქვამენ, რომ ეს პრობლემა სამუდამოდ გადაწყდა და ონკანებში წყალი აღარ შეწყდება.
ლანა გულოშვილი
მასალის გამოყენების პირობები