აზერბაიჯანელი საესტრადო მომღერალი აიგუნ კაზიმოვა 1971 წლის 26 იანვარს ბაქოში დაიბადა. ის ოჯახში მესამე ბავშვი იყო. მამა ალექსანდრე კაზიმოვა რკინიგზელი იყო, დედა, ფიზზა კაზომოვა კი _ დიასახლისი. აიგუნმა სკოლა1988 წელს დაამთავრა და სწავლა გააგრძელა კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტში. 1989 წელს ის გახდა სოლისტი პოპულარული ჯგუფისა `გალა~, რომელიც 1991 წელს დატოვა იმის გამო, რომ გათხოვდა და გოგონა შეეძინა.
1993 წელს დედა დაეღუპა და რამდენიმე თვეში ქმარსაც დაეყარა. 1994 წელს ის სცენაზე დაბრუნდა, როგორც პროფესიონალი მომღერალი. აიგუნ კაზიმოვა ერთ-ერთი გამოჩენილი მომღერალია აზერბაიჯანული პოპ-მუსიკის ისტორიაში. ის ითვლება ყველაზე წარმატეულ მომღერლად სინგლების სიმრავლითა და წარმატებული ალბომებითა თუ კლიპებით. მისი წარმატება დაიწყო 1988 წელს ფესტივალით `ბაქოს შემოდგომა~. შემდეგ იყო სხვა არაერთი ფესტივალი, მათ შორის იურმალა. 1996 წელს გახდა საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი, რომელიც გაიმართა თურქეთში. 1997 წელს გამოუშვა პირველი სოლო ალბომი. 1998-99 წლებში გამოვიდა მისი რამდენიმე წარმატებული სინგლი, რომელმაც მისი პოპულარობა და ავტორიტეტი კიდევ უფრო გაამყარა.
2000 წელს აიგუნ კაზიმოვამ მიიღო 3 პრემია `გრანდი~, იგივე პრემია მან 2001 წელსაც დაიმსახურა. ამის პარალელურად გამოვიდა მისი არაერთი წარმატებული ალბომი. რამდენიმე სიმღერაზე გადაიღეს კლიპებიც, რომელიც გადაიცემოდა აზერბაიჯანისა და თურქეთის ტელევიზიით. ამავე პერიოდში მომღერალი გამოდიოდა კონკურსზე `ბესტ მოდელ 2001~, რომელიც ტარდებოდა ჩრდილოეთ კვიპროსზე. სამწლიანი პაუზის შემდეგ 2004 წელს გამოვიდა აიგუნ კაზიმოვას კიდევ ერთი წარმატებული ალბომი `ბოლო სიტყვა~. ამავე სათაურის კლიპმა, რომელიც შეიქმნა ჰუსეინ აბდულაევის მუსიკაზე და გადაღებები მიმდინარეობდა თბილისში, დაიკავა პირველი ადგილი აზერბაიჯანის ტელევიზიის ყველა მუსიკალურ გადაცემაში. აიგუნ კაზიმოვამ 2005 წლს შეასრულა მთავარი როლი ერთ-ერთ მიუზიკლში. მან წამყვანობაც მოსინჯა, თუმცა მისი ტელეპროექტები დიდი პოპულარობით არ გამოირჩეოდა. ამავე წელს გამოვიდა კიდევ ერთი მუსიკალური დისკი, თუმცა, სხვებთან შედარებით ის ნკლებ წარმატებული აღმოჩნდა. ასევე ნაკლებ წარმატებული აღმოჩნდა მომდევნო სინგლებიც. გარდა ამისა, აიგუნ კაზიმოვას გამოსვლები აკრძალეს ATV-ს არხზე და მისი რეიტინგი დაეცა.
2006 წელს კი კვლავ გამოუშვა წარმატებული სინგლი, რომელმაც ძველი პოპულარობა დაუბრუნა. 2008 წლის 17 სექტემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც აიგუნ კაზიმოვას მიენიჭა აზერბაიჯანის სახალხო არტისტის წოდება. 2011 წელს მან კიდევ რამდენიმე წარმატებული სინგლი გამოუშვა. 2012 წელს კი გადაიღო კლიპი სიმღერაზე `ფეხბურთი~ რომელიც მიეძღვნა მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში 17 წლამდელ ქალთა შორის. ამ გზით მან მხარი დაუჭირა აზერბაიჯანულ ნაკრებს.
"მე ვალდებული ვიყავი ამ ტიპის პროექტი განმეხორციელებინა, რადგან სპორტსმენებისთვის საჭიროა რწმენა და ხალხის მხარდაჭერა. ეს მათ მოგებისკენ უბიძგებს", _ განცხადა მან.
რაც შეეხება კოლეგებს, აიგუნ კაზიმოვას მათთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს. ბოლო წლებში მუდმივად უწყობს სკანდალს ახალგაზრდა მომღერლებს. 2006 წლიდან მას დაძაბული ურთიერთობა აქვს ახალგაზრდა მოღერალ როიო აიხანთან, რომელიც 2005 წლიდან წარმატებით იკავებს ლიდერის პოზიციას აზერბაიჯანულ ესტრადაზე. მას ასევე სკანდალურის დამოკიდებულება აქვს სევდა ალეკპერზადესთან, ნური სურთან, ნატავან ხაბიბისთან და სხვებთან. როგორც მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, მან დეპრესიის დროს არაერთხელ სცადა თვითმკვლელობა.
"ასეთ მდგომარეობაში მაშინ ვვარდები, როდესაც წარუმატებლობას ვაწყდები. მაგალითად, როდესაც ჩავწერ სიმღერას, რომელშიც მთელი ემოცია და ენერგია ჩავდე და შედეგი არ არის შესაბამისი. მაგრამ უნდა გაექცე ამ მდგომარეობას. როდესაც ყველაფერს გადავლახავ, მე პირადად ამ ყველაფერზე მეცინება ხოლმე."
აიგუნ კაზიმოვას ჩატარებული აქვს რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია, რომელსაც იმ მიზნით მიმართა, რომ მუდმივად ფორმაში იყოს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ANS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თავადაც განაცხადა. "
ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ოპერაცია 6 საათს გაგრძელდა. ვიტყვი, რომ ძალიან ვღელავდი. წინ კიდევ 2 ოპერაცია მელოდება, რომელიც აუცილებლად დროის გარკვეული მონაკვეთის შემდეგ უნდა ჩატარდეს. ღმერთმა ქნას ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და ამის შემდეგ იდეალურ ფორმაში ვიქნები," _ განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები