საფურა ალიზადე 1992 წლის 20 სექტემბერს დაიბადა ბაქოში. მომღერლის მამა-პროფესიით მხატვარია, დედა –პიანისტი და მოდელიორი. საფურამ სიმღერა 3 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო 6 წლისა პირველად გამოვიდა სცენაზე. ამის შემდეგ კი პრაქტიკულად მუდმივად მონაწილეობს აზერბაიჯანში გამართულ მუსიკალურ კონკურსებში. ის არის სატელევიზიო მუსიკალური პროექტის `ახალი ვარსკვლავის~ გამარჯვებული.
მონაწილეობდა `ევროვიზია 2010~-ში, სადაც მეხუთე ადგილი დაიკავა. მღეროდა საბავშვო ანსამბლ `აღმოსავლეთის ვარსკვლავებში~ და ანსამბლ `ბულბულებში~. მან მუსიკალურ სკოლაში ვიოლინოს კლასი დაამთავრა, მაგრამ ყოველთვის ოცნებობდა დაეკრა საქსოფონზეც, მან ეს ნატვრაც აისრულა.
საქსოფონის და ვიოლინოს გარდა ის ფორტეპიანპოზეც უკრავს. სკოლის დამთავრების შემდეგ, საფურა შვეციაში გადავიდა, სადაც სადებიუტო ალბომი გამოუშვა. მან ასევე მიიღო უმაღლესი განათლება სტოკჰოლმში. იცის: აზერბაიჯანული, რუსული და ინგლისური ენა. საფურა ალიზადე პოპულარული წიგნის `ბინდის~ დიდი თაყვანისმცემელია და წაკითხული აქვს სტეფან მაიერის თითქმის ყველა რომანი. მისი საყვარელი მსახიობია-რობერტ პატტინსონი, რომელიც `ბინდში~ ვამპირ ედვარდის როლს თამაშობს. მომღერალი ბავშვობაში დიდ ინტერესსს ამჟღავნებდა მოდის სფეროს მიმართ, ის თავის სასცენო კოსტიუმებს დედასთან ერთად ქმნიდა. მისი საყვარელი დიზაინერები არიან: დომენიკო დოლჩე, სტეფანო გაბანა, ჟან-პოლ გოტიე და მარკ ჯეიკობსი. თავისუფალ დროს ცდილობს არ ჩამორჩეს მოდის სამყაროს, უსმენს მუსიკას, უყურებს ფილმებს და ძალიან უყვარს ხატვა. მას აგრეთვე ძალიან უყვარს შინაური ცხოველები. სახლში ჰყავს პატარა ძაღლი, შავი პუდელი, რომელსაც დენნი ჰქვია. საფაურა ბავშვობაში რასაც დაისახავდა მიზნად, ყველაფერს აღწევდა და უფრო მეტის მიღწევას ცდილობდა. ცდილობს ყველაფერი მოასწროს-იმღეროს, იცეკვოს, ისწავლოს და იოცნებოს. ის თავის კარიერის გაგრძელებას მომავალშიც აპირებს. გეგმავს ჩაწეროს ალბომები და გადაიღოს კლიპები.
მასალის გამოყენების პირობები