სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
ქართული ენის სახლი იორმუღანლოში და ბილინგური სწავლება სკოლებში
ლანა გულოშვილი IMG_3818ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ იორმუღანლოს თემში `ქართული ენის სახლი~ 2012 წლის 9 მარტს დაარსდა, რომელმაც მუშაობა 23 აპრილიდან დაიწყო. `ენის სახლი~ ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის დაქვემდებარებაშია და ხელს უწყობს ეთნიკურ აზერბაიჯანელებში ქართული ენის შესწავლას. სკოლამ უკვე გამოუშვა პირველი ნაკადი, რომელთა უმრავლესობაც იორმუღანლოს სოფლების საჯარო სკოლების პედაგოგები არიან. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. `ქართული ენის სახლმა~ ექვსთვიანი მუშაობის დასრულების შემდეგ საზოგადოებას ის შედეგები აჩვენა, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში მიაღწია. 13 დეკემბერს იორმუღანლოს `ენის სახლის~ ადმინისტრაციამ მასწავლებლებს, რომლებმაც ქართული ენა შეისწავლეს, სერტიფიკატები გადასცა. IMG_3797`2012 წლის 23 აპრილიდან დავიწყეთ სახელმწიფო ენის შესწავლის მსურველთა ჩაწერა. სულ 86 მსმენელი გვყავდა. ამათგან 70 _ ლამბალოს, კაზლარის, დუზაგრამის და იორმუღანლოს მასწავლებლები არიან. ასევე გვაქვს მოსახლეობის ჯგუფიც. სწავლება ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. კვირაში ორჯერ ტრენინგებს ატარებდნენ პროექტის _`ქართული, როგორც მეორე ენა~ მასწავლებლები. ესენი არიან დალი ოსეფაშვილი და ქეთევან ჯანელიძე. ასევე მსმენელებს დამატებით ვამეცადინებდით მე და პროექტის _ `ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის~ მოხალისე მასწავლებლები. ამ საქმიანობის მიზანია, სკოლებში დაინერგოს ბილინგური (ორენოვანი) სწავლება. ამის შემდეგ გადამზადებული მასწავლებლები შეძლებენ გაკვეთილი ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩაატარონ. დღეს პედაგოგებს, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 43 ქულა, გადაეცათ სერტიფიკატები. ამ ეტაპზე დარჩენილია, მხოლოდ მოსწავლეების ჯგუფი. იანვრიდან ველოდებით სიახლეებს. აქვე განვმარტავ იმასაც, რომ სწავლება უფასოა,~ _ გვითხრა იორმუღანლოს `ქართული ენის სახლის~ ადმინისტრატორმა ეთერ პატარკაციშვილმა. IMG_3815სახელმწიფო ენის შესწავლის აუცილებლობაზე `სპექტრთან~ სახლის პედაგოგებმა დალი ოსეფაშვილმა და ქეთევან ჯანელიძემაც ისაუბრეს. `ბედნიერი ვარ, რომ ეს ხალხი გავიცანი. სწავლების ძალიან დიდი მოტივაცია ჰქონდათ. გარდა იმისა, რომ ენის შესწავლა სურდათ, გამოცდის წარმატებით ჩაბარების ჩემთხვევაში, ისინი მიიღებენ სახელფასო დანამატს. ჩვენ გადავამზადეთ დაწყებითი კლასის პედაგოგები. მივიღეთ არაჩვეულებრივი შედეგი. უმრავლესობამ საგამოცდო ბარიერი გადალახა,~ _ ამბობს ის. `მრავალი საუკუნეა, რაც ეს ხალხი საქართველოში ცხოვრობს, თუმცა ქართულ ენაზე საუბარი უჭირთ, რის გამოც პრობლემები ექმნებათ. ამიტომ ასეთი პროექტები მნიშვნელოვანია. ჩვენი `მოსწავლეები~ სიამაყით ამბობენ, რომ ისინი უკვე თავისუფლად საუბრობენ ქართულად და საგარეჯოში ან დედაქალაქში წასვლისას აღარც თარჯიმანი სჭირდებათ, ~-გვითხრა ქეთევან ჯანელიძემ. IMG_3800სოფელ კაზლარის შვიდკლასიანი სკოლის პედაგოგი ზიაფად კასუმოვა ერთ–ერთი მათგანია, ვინც ქართულს `ენის სახლში~ დაეუფლა. 6-თვიანი მონდომება და მოტივირებული სწავლა, მან გამოცდაზე მიღებული მაქსიმალური 80 ქულით დაამტკიცა. `მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, სახლის ადმინისტრაციას, მასწავლებლებს. ბედნიერი ვარ გაწეული შრომა ასე რომ დამიფასდა და 80 ქულა მივიღე. დღეს სერტიფიკატი გადმომცეს. აქ ნასწავლი ნამდვილად მეხმარება ბილინგური სწავლების პროცესში,~ _ ამბობს ზიაფადი. "აქ ბევრი რამ ვისწავლეთ. ქართული მეტ-ნაკლებად მანამდეც ვიცოდით, თუმცა არა ასე საფუძვლიანად. "ენის სახლში" უამრავი სიახლე მოვისმინეთ. ნასწავლს უკვე ვიყენებ გაკვეთილებზე, ჩემს მოსწავლეებთან. განსაკუთრებით მომწონს ბავშვების ჯგუფური მეცადინეობა," _ ამბობს კიდევ ერთი კურსდამთავრებული, ლამბალოს დაწყებითები კლასების მასწავლებელი სადაიგად მამედოვა. "გრამატიკა არ ვიცოდი, აქ სიარული ძალიან დამეხმარა. სკოლებში ინერგება ბილინგური სწავლება, რაც ამ ჯგუფში გაერთიანებულ მასწავლებლებს მუშაობას გაგვიადვილებს. დიდი მადლობა `ენის სახლის~ წარმომადგენლობას, ძალიან სასიამოვნო გარემო იყო~-ამბობს დუზაგრამის დაწყებითი კლასების პედაგოგი. IMG_3807ფიზული შამანოვი ლამბალოს სკოლის, ისტორიის ახალგაზრდა მასწავლებელია. სერტიფიკატი მანაც მიიღო. საკუთარი შთაბეჭდილება კი `სპექტრთან~ გამოხატა. `მიხარია, რომ დღეს აქ ვარ. ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ ენის სახლში და იმედია, ეს პროექტი კიდევ გაგრძელდება.~ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები იორმუღანლოს `ქართული ენის სახლის~ მეგობარმა და საპატიო სტუმარმა არჩილ ჯაბადარმა გადასცათ. მათ `სპექტრთან~ აღნიშნული სახლის მნიშვნელობაზე ისაუბრა: `ამ პროექტით სერიოზულად არის დაინტერესებული განათლების სამინისტრო. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მსგავსი სახის ღონისძიებების განხორციელება და ქართული ენის შესწავლა 1999 წლიდან დაიწყო. თუმცაღა, `ენის სახლის~ გახსნა უკვე მასშტაბური პროექტია და ერთ-ერთი სერიოზული წარმატებაა. მოგეხსენებათ, სკოლებში იწყება ბილინგური სწავლება, ამიტომ ამ კუთხით პედაგოგების გადამზადება მნიშვნელოვანი იყო. ეს დიდ შედეგს გამოიღებს. მოხდება აზერბაიჯანელების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება,~ _ აღნიშნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის უფროსმა საჯარო მოხელემ, განათლოების საკითხებში არჩილ ჯაბადარმა. დაჯილდიოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, შეკრება არაოფიციალური ნაწილით _ ფურშეტით და თბილი საუბრებით გაგრძელდა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 19 °C
img
საგარეჯო 6 / 17 °C
img
დ.წყარო 4 / 15 °C
img
სიღნაღი 5 / 21 °C
img
ლაგოდეხი 8 / 14 °C
img
ყვარელი 6 / 19 °C
img
თელავი 6 / 18 °C
img
ახმეტა 6 / 18 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.