მარინა ბეროშვილი
საგარეჯოს რაიონის სოფელ დუზაგრამაში მცხოვრები ჯაფარ ახმედიევი დუზაგრამის საჯარო სკოლის მე-6 კლასში სწავლობს. სწავლასთან ერთად ის კარგადაც ხატავს. როგორც მან გვითხრა, ხატვა ჯერ კიდევ მე-3 კლასიდან დაიწყო და საკმაოდ ბევრი ნამუშევარიც აქვს.
`ეს ნიჭი ჩემში მე-3 კლასიდან აღმოვაჩინე. თუ რამე მომეწონა, ყველაფერს ვხატავ. ჩემი ნამუშევრები სკოლაშიც ინახება. ოჯახში ხატვა მხოლოდ მე შემიძლია. როდესაც კი თავისუფალ დროს ვიპოვი, მაშინვე ქაღალდს და ფანქარს ვიღებ ხელში,~ _ გვითხრა ჯაფარ ახმედიევმა.
ხატვის ნიჭით არის დაჯილდოებული ამავე სკოლის 11-ე კლასის მოსწავლე სამირ გაჯიევიც.
`ხატვის სურვილი მე-7 კლასიდან გამიჩნდა. ყველაფერს ვხატავ: ადამიანებს, სახლებს, მთებს, ხეებს და ა.შ. ძალიან ბევრი ნამუშევარიც მაქვს. რომ დავამთავრებ, შეიძლება სამხატვრო სკოლაშიც ჩავაბარო. ჩემი პირველი შემფასებელი სახლში მამაჩემია, რომელიც ასევე კარგად ხატავს. მართალია, პროფესიონალი არ არის, მაგრამ ძალიან ლამაზი ნამუშევრები აქვს. როდესაც ხატვას ვიწყებ, ჯერ ფანქრით ვმუშაობ, შემდეგ კი საღებავებით ვაგრძელებ,~ _ გვითხრა მან თურჯან აბუჯაროვა მე-10 კლასში სწავლობს და კარგად მღერის.
როგორც ის ჩვენთან საუბარში ამბობს, მართალია, მუსიკაზე არ დადის, მაგრამ სიმღერა ისე ძალიან უყვარს, რომ სოფელში გამართულ ღონისძიებებში ყოველთვის მონაწილეობს.
`პირველად მე-7 კლასში ვიყავი, როდესაც სიმღერის სურვილი გამიჩნდა. ჩვენთან სახლში დედაც კარგად მღერის და ალბათ იმის ნიჭი გამომყვა. სიმღერა ძალიან მიყვარს და ამიტომ თუკი სადმე კონცერტი იმართება, მონაწილეობას მეც აუცილებლად ვღებულობ. მომავალში ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი გავყვები ამ გზას თუ არა,~ _ გვითხრა მან.
დუზაგრამის საჯარო სკოლაში ჩვენი სტუმრობის დროს, კიდევ ერთი ნიჭიერი მომღერალი გოგონა აღმოვაჩინეთ. ხალილა ისმაილოვა მე-7 კლასის მოსწავლეა. მან შესანიშნავად შეასრულა რამდენიმე ქართული სიმღერა, რამაც ჩვენში დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც პატარა მომღერალმა გვითხრა, სიმღერა მისთვის ყველაფერია.
"უკვე ორი წელია, რაც ვმღერივარ. როდესაც სკოლაში ღონისძიებები იმართება, მეც ვმონაწილეობ, ლამბალოს სკოლაში გამართულ კონცერტზეც რამდენჯერმე გამოვედი. სახლში მე და დედა ერთადაც ვმღერივართ ხოლმე," _ გვითხრა მან.
მასალის გამოყენების პირობები