სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
ნაგავსაყრელად ქცეული ხევი
მარინა ბეროშვილი DSC_4857საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს ხევი წლებია უკვე დაბინძურებულია. როგორც ადგილობრივი ამზარ ბაირამოვი ამბობს, იმის გამო, რომ სოფელში არც კანონიერი ნაგავსაყრელია და არც ნაგის მანქანა დადის, იძულებულები არიან ნარჩენები ხევში ჩაყარონ. `სოფელში ნაგავსაყრელი არ გვაქვს და არც მანქანა დადის. ამიტომ ხალხი ნარჩენებს ხევში ყრის. ზაფხულში ისეთი სუნი დგას, რომ გაჩერება არ შეიძლება. თან მღრღნელებიც გაჩნდნენ და შესაძლებელია რაიმე დაავადება გავრცელდეს. მე არ ვიცი ეს ამბავი ვის ეხება, მაგრამ პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს,~ _ გვითხრა მან. DSCN0836თავის გულისტკივილს გამოთქვამს იდგარ გულიევიც. `ხევში ნაგავს ადგილობრივი მოსახლეობა ყრის. აბა რა ქნან, ნარჩენები სად წაიღონ? მანქანა არ დადის და სხვა ადგილიც არსად არის გამოყოფილი სპეციალურად, რომ იქ დაყარონ. მარტო ეხლა კი არა, უკვე წლები აქ ეს ამბავია,~ _ გვითხრა მან ამასთან დაკავშირებით სოფელ ლამბალოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ალახიარ აბდულაევს დავუკავშირდით, რომელმაც ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა: `მოსახლეობა ბევრჯერ გავაფრთხილე, რომ ხევში ნაგავი აღარ ჩაეყარათ. ამაზე ჯარიმებიც დავაწესე და რამდენიმე ადამიანიც დავაჯარიმეთ, მაგრამ უშედეგოდ. სოფლიდან მოშორებით არის კარიერი, ორმოებია ამოთხრილი და შეუძლიათ ნაგავი წაიღონ და იქ ჩაყარონ. ამის შესახებ ხალხი რამდენჯერმე გავაფრთხილე, მაგრამ წასვლა ეზარებათ და ამიტომ ხელის ურიკებით მიაქვთ და პირდაპირ ხევში ყრიან. ბიუჯეტში არ გვაქვს იმის საშუალება, რომ სპეციალური ნაგავსაყრელი გავაკეთოთ ან კიდევ მანქანამ იაროს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, რომ ხევის დაბინძურებისგან თავი შეიკავო,~ _ გვითხრა ალახიარ აბდულაევმა. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორს ნუგზარ კევლიშვილს დავუკავშირდით. " ამ საკითხზე კონკრეტულად მე ჯერჯერობით ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამჟამად მუშავდება გეგმა, რომელიც კონკრეტულად ნაგავსაყრელებს შეეხება და ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება. ეს საკმაოდ რთული საკითხია და მისი ასე ადვილად გადაჭრა შეუძლებელია."-გვითხრა მან.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 7 / 19 °C
img
საგარეჯო 6 / 12 °C
img
დ.წყარო 5 / 14 °C
img
სიღნაღი 5 / 15 °C
img
ლაგოდეხი 6 / 14 °C
img
ყვარელი 7 / 19 °C
img
თელავი 6 / 13 °C
img
ახმეტა 6 / 13 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.