ლანა გულოშვილი
ტრადიციების, წინაპრების მიერ დაწერილი ადათ-წესების დაცვას ყველა ერისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ასეა ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვისაც. რამდენიმე კვირის წინ, ნოემბერში ბაირამობა დაიწყო. შახშეი-ბახშეი სოფელ დუზაგრამაშიც აღნიშნეს, რომლის შესახებ თავად რიტუალის მონაწილეებმა გვიამბეს. ილიასოვ კასუმ ამზალი ოღლი სოფლის მოლაა, რელიგიური ტრადიციების აღსრულება მისი ყოველდღიური საქმეა. ასე იყო ამ შემთხვევაშიც.
"შახშეი-ბახშეი, როგორც ყოველთვის, ათ დღეს გაგრძელდა. საუკუნეების წინ მოკლეს მუჰამედის შვილიშვილი და კიდევ სხვები, ვინც ჩვენს სარწმუნოებას იცავდნენ, 82 კაცი, მათ თავი მოჰკვეთეს. სწორედ მათ მოსახსენებლად და სადიდებლად ვაწყობთ ბაირამობას, რომელიც სულ 40 დღის განმავლობაში გრძელდება, თუმცა ყოველ მეათე დღეს ერთი ეპიზოდი მთავრდება. ასე იყო ახლაც. 10 დღის მანძილზე მორწმუნეები ვიკრიბებოდით და ვლოცულობდით. მეათე დღეს კი წესჩვეულების თანახმად მონაწილეები სხეულზე მათრახს ირტყამენ და კანს იჭრიან. მეტნაკლებად ჩვენც ასე მოვიქეცით. ვისაც სურვილი გვაქვს, ორმოცი დღის განმავლობაში წვერს ვიზრდით. სასმელის დალევა არ შეიძლება. ტრადიციების დაცვა აუცილებელია, რათა ახალგაზრდებს გადავცე|თ ძველი ადათები, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი მყოფადობის შესანარჩუნებლად," _ გვითხრა მან.
ბაირამობაზე რამდენიმე სიტყვით ზაქილ მირზაევიც გვესაუბრა.
`ეს არის მაჰმადის შვილიშვილის ხსენების დღე. ეს ამბავი მრავალი წლის წინ მოხდა, მაგრამ ჩვენი წმინდანების დავიწყების უფლება არ გვაქვს. მეჩეთში ვიკრიბებით, მოლასთან ერთად ვლოცულობთ, ვსაუბრობთ და წმინდანებს ვიხსენებთ.~ მსგავსი სულისკვეთება აქვს ქაზუმოვ ზიადისაც.
"შახშეი-ბახშეი რამდენიმე დღის წინ დასრულდა, თუმცა ეს ტრადიცია ორმოც დღემდე მაინც გრძელდება. პირველი 10 დღე უკვე გავიდა. ამ წესის თანახმად 82 წმინდანს ვიხსენებთ, რომლებსაც მტრებმა სასმელი წყალი არ მისცეს, მოგვიანებით კი თავები მოაჭრეს. ამ ათი დღის განმავლობაში დავდიოდოთ მეჩეთში, მოლას და ფეიქანდარს მოვახსენიებინეთ მათი სახელები. წმინდანების სულებისთვის კიდევ ოცდაათი დღე ვილოცებთ. თქვენც ხომ გაქვთ გარდაცვლილზე 40 დღე გლოვის ტრადიცია?!~ _ აღნიშნა მან. ამ საინტერესო ჩვეულების გარდა ეთნიკურ აზერბაიჯანელებს კიდევ ბევრი აღსანიშნავი ტრადიცა აქვთ. მათ შორისაა ყურბან ბაირამობაც, რომლესაც 22 მარტს აღნიშნავენ.
მასალის გამოყენების პირობები