ლანა გულოშვილი
ცხელი კაკაო, კაპუჩინო, ყავა, ამ სასმელებზე უარს არც აზერბაიჯანელები ამბობენ. თუმცა მათთვის ნომერ პირველი გამამხნევებელი და დამამშვიდებელი სასმელი მაინც ბუნებრივი, ხასხასა, მწვანე ფოთლებისგან მიღებული ნაყენია. ამ ნაყენის სამოვარიდან ჭიქებამდე გავლილ გზას თან ახლავს საოცარი, ღვთაებრივი სურნელი, რომელიც ჭიქაში ცხელი ჩაის სახით გვევლინება. იორმუღანლოს თემის სოფლებში სტუმრობისას, მხიარული მასპინძლები ხშირად გვეპატიჟებიან ცხელ ჩაისა და შაქრის კუბიკებზე. იციან, რომ საოცრად გემრიელს და არომატულს ადუღებენ.
ამიტომ დღის განმავლობაში თავადაც ბევრს სვამენ და არც სხვისთვის ენანებათ.
`სტუმარს ყოველთვის ხალისიანად ვხვდებით, სხვანაირად არ შეიძლება. როდესაც ოჯახში ვინმე გვეწვევა, პირველ რიგში ჩაის ვთავაზობთ. სამოვარში ყოველთვის გვაქვს ადუღებული წყალი. ჩვენთვის, აზერბაიჯანელებისთვის ეს არ არის ჩვეულებრივი სასმელი, რომელსაც უბრალოდ ჩამოასხამ და სტუმარს დაუდგამ. არა, ეს ღვთაებრივი სასმელის სტუმრისთვის მირთმევის მთელი რიტუალია. დღის განმავლობაში ჩვენც ხშირად ვსვამთ. Oორჯერ, სამჯერ, ზოგი-უფრო მეტჯერაც. ჩვენი ხალხი ბევრს შრომობს, მუშაობს. დაღლილობის მოსახსნელად ცხელ-ცხელი ჩაი მისწრებაა. ძალასა და ენერგიას აღადგენს. ვფიქრობ, ეს სასმელი კიდევ მრავალი წელი იქნება აზერბაიჯანელების სავიზიტო ბარათი,~ _ გვითხრა იმნისა კორბანოვამ. IV-V საუკუნეებში ჩრდილოეთ ჩინეთში აღმოაჩინეს, რომ ყველაზე კარგი ჩაი ამ მცენარის ნორჩი, ქორფა ფოთლებისგან მზადდებოდა. ამიტომ ეწოდა სასმელს `ჩა“, რაც ჩრდილო ჩინურ დიალექტზე `ნორჩ ფოთოლს~ ნიშნავდა. სიტყვა `ჩაი~ სახმელეთო, კონტინენტური გზით უამრავ ქვეყანაში გავრცელდა, მათ შორის აზერბაიჯანშიც. სწორედ ამ დღიდან ასოცირდება ჩაი აზერბაიჯანთან.
მასალის გამოყენების პირობები