ლანა გულოშვილი
ბოლო ერთი წელია, რაც გაზეთი `სპექტრი~ გამოსცემს აზერბაიჯანულენოვან დამატებას `სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის.~ შესაბამისად, ჩვენ ხშირად გვიწევს იორმუღანლოს თემის სოფლებში სტუმრობა. ვიზუალურად ქართულ და აზერბაიჯნაულ სოფლებს შორის მკვეთრი განსხვავება არაა. თუმცა არის ერთი დეტალი, რომელსაც ქართულ დასახლებებში ვერ შეხვდებით. ეს ქუჩის ჭიშკარზე შებმული წითელი ლენტები და ბაფთებია.
ადვილი მისახვედრია, რომ ეს დეტალი ოჯახისთვის სასიხარულო მოვლენის გამომხატველი, ქორწილის მანიშნებელია. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ქუჩაზე შებმულ წითელ ბაფთებსა თუ ლენტს ხშირად ვხედავთ. სოფლებში სტუმრობისას ქორწილებში დაფნა-ზურნით მიმავალი მანქანები, მაყრიონი, არაერთხელ შეგვინშნავს. სწორედ ამიტომ გაგვიჩნდა სურვილი ახალდაქორწინებულებისთვის გაბედნიერება გაზეთის ფურცლებიდანაც მიგველოცა და საკუთარი განცდები მათ ჩვენთვისაც გაენდოთ. როდესაც სოფლის ბირჟაზე მდგარ მამაკაცებს სურვილი ვაუწყეთ, პასუხმა გული დამწყვიტა.
"ძალიან ძნელია ახალდაქორწინებულების ნახვა და მათთან გასაუბრება. დაოჯახდებიან თუ არა, ორი დღის შემდეგ ბიჭი მინდორში მიდის საქონელში, რადგან ხაზეინი მეტ ხანს არ გამოუშვებს. ცოლიც თან მიჰყავს. ახალგაზრდებს იმის საშუალება არ აქვთ, რომ თაფლობის თვე საზღვარგარეთ გაატარონ. მინდორში, პალატკებში ცხოვრობენ. რა ქნან აბა? სხვაგვარად არ გამოდის, ჭირს ცხოვრება და ამ ბიჭებმა ოჯახები როგორ არჩინონ? Aამიტომ გაგიძნელდებათ მათი მონახვა,~ _ გვითხრა ირზა მუსტაფაევმა.
თუკი მშობლებს, გაზეთის წაკითხვის შემდეგ, სურვილი გაგიჩნდებათ, თქვენი შვილების ბედნიერების შესახებ სხვებმაც გაიგონ და საკუთარი ოჯახის მხიარულება გაზეთის ფურცელზე გადმოიტანოთ, შეგვატყობინეთ, ჩვენ აუცილებლად მოგაკითხავთ.
მასალის გამოყენების პირობები