სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
"სპექტრი" ეთნიკური უმცირესობებისთვისაც ოჯახის გაზეთად იქცა
ლანა გულოშვილი
რამდენიმე დღის წინ გაზეთ "სპექტრის" რედაქციაში "მრგვალი მაგიდა" მოეწყო თემაზე "ეთნიკური აზერბაიჯანელები კახეთის რეგიონში." 2011 წლის ივლისიდან გაზეთი "სპექტრი" ახორციელებს საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს(IREX) პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტს: "სახელმწიფო პროგრამის ეფექტურობა ეთნიკური აზრებაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში და მათი ინფორმირება". ამ ხნის განმავლობაში ყოველკვირეულ გაზეთთან ერთად გამოდიოდა ჩანართი ქართულ-აზერბაიჯანულ ენაზე, რომელიც მკითხველს ეთნიკური უმცირესობების პრობლემების შესახებ ამცნობდა. ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შეფასება, პროექტის პრეზენტაცია და განხილულ თემებზე დებატები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, მოწვეულ სტუმრებსა და ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შორის _ ასე წარიმართა "მრგვალი მაგიდა". შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო კვლევისა და გავრცელების საბჭოს(IREX) პროგრამის ("ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას") ხელმძღვანელი მეთიუ შილი და ხელმძღვანელის მოადგილე ლია ჩახუნაშვილი. ასევე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვეფხვია ჩერქეზიშვილი და პრეზიდენტის რწმუნებულის, კახეთის მხარეში _ გუბერნატორის ადგილობრივი თვითმართველობისა და სახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით ტატოშვილი. ეთნიკურ უმცირესობას კი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის სოფელ კაზლარში მცხოვრებიAაბას შირინოვი და იბარათ ალიევი წარმოადგენდნენ. შეხვედრას მოდერატორობას უწევდა გაზეთ "სპექტრის" დირექტორი და აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელი მაია ყალაბეგაშვილი. მომხსენებელი იყო "სპექტრის" რედაქტორი ნატალია ბარბაქაძე.
თავდაპირველად, მაია ყალაბეგაშვილმა კახეთში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების შესახებ ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას სტატისტიკური მონაცემებიც გააცნო. "2002 წლის აღწერით, რეგიონში სულ 10 247 (43 072) აზერბაიჯანელი კომლია, რაც კახეთის საერთო მაცხოვრებლების 10%-ს შეადგენს. კახეთში აღნიშნული ეთნიკური უმცირესობები შემდეგნაირად არიან წარმოდგენილები. სააგრეჯოს მუნიციპალიტეტში: სოფლები ლამბალო, დუზაგრამა, თულარი, იორმუღანლო და ქეშელო-სულ 23 503 მცხოვრები, რაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საერთო რაოდენობის 36, 5%-ია. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე: სოფლები ყარაჯალა, განჯალა, უზუნთალა და კაბალი-მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საერთო რაოდენობის 22,1 %-ია. თელავის მუნიციპალიტეტში ერთი აზერბაიჯანული სოფელია-ყარაჯალა, რომლის მცხოვრებთა 8 017, ანუ 11,2% ეთნიკური უმცირესობაა," _ განმარტა მაია ყალაბეგაშვილმა.
მოდერატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ენის ბარიერის გამო, ინფორმაციას მშობლიური ან რუსული მედია საშუალებებიდან იღებს. "სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნავთ, რომ მოსახლეობის 99% ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ქართული ისწავლება, საათების განაწილება უცხო ენის სწავლების შესაბამისია. ისინი ვერ ხედავენ საჭიროებას იცოდნენ ქართული, სკოლის პედაგოგების უმრავლესობაც კი, განსაკუთრებით ქალები საკომუნიკაციო ენაზეც, ვერ ფლობენ ქართულს," _ განაცხადა მაია ყალაბეგაშვილმა.
მან გამოკითხვის შედეგების შესახებაც ისაუბრა, რომელიც ჟურნალისტთა ჯგუფმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩაატარა და ის საგაზეთო თემები განსაზღვრა, რომლის წაკითხვასაც ეთნიკური აზერბაიჯანელები ისურვებდნენ. ესენია: საკანონმდებლო სიახლეები, კვირის საინფორმაციო დაიჯესტი, ასევე ინფორმაცია აზერბაიჯანიდან, ექიმისა და ფსიქოლოგის რჩევები. ირკვევა, რომ მოსახლეობის 41%-ს სოციალურ პრობლემებზე, 38%-ს კი პოლიტიკის თემაზე მომზადებული სტატიები აინტერესებს. `მრგვალ მაგიდაზე~ პროექტის ხელმძღვანელმა ეთნიკური უმცირესობების ტრადიციებსა და მენტალიტეტზეც ისაუბრა. თითოეულ მასალას თან ახლდა ფოტოვერსია.
პროექტის პრეზენტაციისა და შედეგების საზოგადოებისთვის გაცნობის შემდეგ, გაზეთ "სპექტრის" რედაქტორმა ნატალია ბარბაქაძემ იმ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რაც მათ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობისას შეექმნათ. ეს ძირითადად ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულების მიერ კომენტარებისგან თავის არიდებას ეხებოდა.
"ადგილობრივი თვითმართველობის მხრიდან რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა უყურადღებობას და უხეშობას კორესპონდენტების მიმართ. როდესაც ლამბალოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ალახიარ აბდულაევს კომენტარისთვის ტელეფონით დავუკავშირდით, ყვირილით გვიპასუხა: "ჩემს სოფელში უჩემოდ რას დადიხართ და სოფლის უკანასკნელ ხალხს ხვდებით, რატომ მე არ შემეკითხეთო." როდესაც კომენტარისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობას მივმართეთ, მათ ოფიციალური მიმართვა მოგვთხოვეს და ისეთი პასუხები მოგვწერეს, რაც ჩვენს მიერ გაგზავნილ კითხვებს არ შეესაბამებოდა. იყო ფაქტები, როდესაც პასუხი საერთოდ ვერ მივიღეთ," _ განაცხადა ნატალია ბარბაქაძემ.
მომხსენებელმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხრიდან თანამშრომლობის მზაობაზეც ისუბრა, თუმცაღა შეხვედრაზე ლაგოდეხის წარმომადგენლობა არ იმყოფებოდა. "სულ სხვა ვითარება გვქონდა ლაგოდეხში. ყველა სტატიის მომზადებისას ვუკავშირდებოდით კაბლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ჯამალ ნიაზოვს და კომენტარსაც ყოველგვარი პრობლემის გარეშე ვიღებდით," _ აღნიშნა ნატალია ბარბაქაძემ.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა განათლებისა და მეცნიერების, ასვე შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროებთან ურთიერთობებზე. "აღნიშნულ სამინისტროებში ოფიციალური მიმართვები აგვისტოსა და სექტემბრის თვეში გადავაგზავნეთ, თუმცა პასუხები დღემდე არ მიგვიღია. ცუდი ის არის, რომ თვითონ ჟურნალისტებს და რედაქციას გვიჩნდება უკმაყოფილების განცდა, როდესაც მკითხველს ვერ ვაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას. მეორეს მხრივ, თავად ადგილობრივი ხელმძღვანელობაც გვსაყვედურობს, რომ ცალმხრივად ვაშუქებთ მოვლენებს, მაშინ, როცა თავად არ აკეთებს კომენტარს. მოგეხენებათ, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ უწყებას კანონი ავალდებულებს გასცეს საჯარო ინფორმაცია, არადა, როგორც ჩანს, მათ კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებულები, რომელიც სამწუხაროდ, არ არსებობს," _ აღნიშნა ნატალია ბარბაქაძემ.
შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების გამართლებას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვეფხია ჩერქეზიშვილი შეეცადა. მისი თქმით, ისინი ყოველთვის მზად არიან ჟურნალისტებთან ურთიერთობისათვის და არც ერთ კითხვას არ დატოვებენ უპასუხოდ. დამსწრე ჟურნალისტურ კორპუსს კი ღიად განუცხადა თავისი ტელეფონის ნომერი და თანამშრომლობას დაპირდა.
"მრგვალ მაგიდაზე" მოწვეული ეთნიკური აზერბაიჯანელების თქმით, მათ საკუთარ სოფელში განხორციელებული საქმიანობების და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც გაზეთმა აზერბაიჯანულ ენაზე ჩანართი გამოსცა, რომელსაც ისინი უფასოდ იღებენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს იმ პრობლემების შესრულება მოსთხოვეს, რაც სოფლის მოსახლეობას აწუხებს.
ეს არის უწყლოობა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა _ შიდა საუბნო და სავარგულებამდე მისასვლელი გზები, ბუნებრივი აირის არ არსებობა. ვეფხია ჩერქეზიშვილის თქმით კი, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ არამარტო აზერბაიჯანულ, არამედ ქართულ სოფლებშიც პრობლემები მოგვარდეს, თუმცა ამის განხორციელებას დრო სჭირდება. მსგავსი ტიპის დაპირებები გააჟღერა დავით ტატოშვილმაც. ეთნიკური აზერბაიჯანელების თქმით კი, პრობლემის მოგვარებაში მათ მხოლოდ "სპექტრის" დახმარების იმედი აქვთ. შეხვედრისა და დებატების მიწურულს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები როგორც მედიასთან, ასევე მოსახლეობასთან ღია და გახსნილი ურთიერთობებისთვის მზადყოფნას ადასტურებდნენ და ასეთი პროექტების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე საუბრობდნენ. შეკრების დასრულების შემდეგ, ერთწლიანი პროექტისა და `მრგვალი მაგიდის" შესახებ კომენტარი გააკეთა IREX -ის პროგრამის ("ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას") ხელმძღვანელმა მეთიუ შილმა და "სპექტრს" რეკომენდაციებიც მისცა.
მისი თქმით, რეგიონული მედიის მუშაობა ერთნიკურ უმცირესობებთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს პროცესი დასახვეწი და განსავითარებელია, თუმცა საწყის ეტაპზე "სპექტრმა" სერიოზული სამუშაო გასწია. "ასეთი პროექტები აშენებს ხიდებს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ასევე დიდ მნიშვნელობას სძენს ადგილობრივ მედიას, რომელიც თავად მოიძიებს ამ პრობლემებს, არის მედიატორი ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის და ეხმარება ხალხს პრობლემების გადაჭრაში. ამის კარგი და ნათელი მაგალითია "სპექტრის" ეს პროექტი. თუმცაღა დღეს მე ისიც დავინახე, რომ ამ ეფექტური მუშაობის მიუხედავად, გასაკეთებლი კიდევ ბევრია. გამოიკვეთა ზღვარი თვითმმართველობასა და მოქალაქეებს შორის, ასევე შევნიშნე ბარიერი ჟურნალისტებისა და ხელისუფლების ურთიერთობაშიც. თქვენ, ჟურნალისტებმა უნდა მოახერხოთ, რომ მმართველ ძალასა და თქვენს შორის იყო გახსნილი დამოკიდებულება, შესაძლოა, რიგ შემთხვევაში რთული იყოს, თუმცა უნდა მოახერხოთ და დაითანხმოთ ისინი კომენტარების გაკეთებაზე," _ აღნიშნა მეთიუ შილმა.
"სპექტრთან" საუბრისას მან ასევე ყურადღება გაამახვილა ეთნიკური უმცირესობების დამოკიდებულებაზე, რომ ისინი ენდობიან ამ გაზეთს და ჟურნალისტებს. "მნიშვნელოვანია, როდესაც ერთ-ერთმა აზერბაიჯანელმა მამაკაცმა უთხრა ხელისუფლებას, აღარავის გენდობითო, პარალელურად თქვა, რომ სჯერა ჟურნალისტების. ჟურნალისტებისთვის ყველაზე დიდი მონაპოვარი სამიზნე აუდიტორიის მხრიდან გამოცხადებული ნდობაა. როდესაც ვამბობ, რომ IREX ხელს უწყობს საქართველოში მედიის განვითარებას, სწორედ ესაა მთავარი. ამ მიმართულებით უნდა იყოს პრიორიტეტი მიღებული, მედია დიდ როლს თამაშობს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით," _ გვითხრა მეთიუ შილმა.
დამსწრე საზოგადოებასთან სიტყვით გამოვიდა IREX -ის ხელმძღვანელის მოადგილე ლია ჩახუნაშვილიც. მან `სპექტრის~ საქმიანობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ისეთ პატარა ქალაქში, როგორიც გურჯაანია, რამდენიმე პერსპექტიული და განვითარებადი მედიასაშუალებაა წარმოადგენილი. "დიდი ხანია თვალ-ყურს ვადევნებ გაზეთ `სპექტრის~ საქმიანობას. მიხარია, რომ აფართოვებს თავის აუდიტორიას, უფრო მეტ ტერიტორიულ ერთეულებს მოიცავს და ამრავალფეროვნებს საკითხებს, რომლებსაც აშუქებს. საქართველოში გურჯაანი არის გამონაკლისი, სადაც ერთდროულად რამდენიმე ძალიან კარგი მედიასაშუალებაა. იმედი მაქვს, როგორც ხელისუფლება, ასევე მოსახლეობა ამ ფაქტს გამოიყენებს რეგიონის განვითარებისა და კეთილდღეობისთვის," _ განაცხადა ლია ჩახუნაშვილმა.
შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ IREX -ის წარმომადგენლებმა "სპექტრის" ოფისი დაათვალიერეს და გაზეთის დამფუძნებლებსა და თანამშრომლებთან დეტალურად ისაუბრეს ყოველდღიური მუშაობის სტრუქტურაზე და იმ პრინციპებზე, რომლითაც გაზეთი უკვე 9 წელია ხელმძღვანელობს და რის გამოც "სპექტრი" ეთნიკური უმცირესობებისთვისაც ოჯახის გაზეთად იქცა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 7 / 19 °C
img
საგარეჯო 6 / 12 °C
img
დ.წყარო 5 / 14 °C
img
სიღნაღი 5 / 15 °C
img
ლაგოდეხი 6 / 14 °C
img
ყვარელი 7 / 19 °C
img
თელავი 6 / 13 °C
img
ახმეტა 6 / 13 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.