სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
დავა ჭაბურღილის თაობაზე და უპასუხოდ დარჩენილი კითხვები

 ინგა ბიტარაშვილი; მარინა ბეროშვილი

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში", თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, 2010-2011 წლებში 2 ჭაბურღილი მოეწყო. მიმდინრე წელს კიდევ ერთის ბურღვითი სამუშაოები ხორციელდება, თუმცა ადგილობრივები ერთმანეთს სწორედ მისი მდებარეობის გამო უპირისპირდებიან. ნაწილს მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება კონკრეტული პიროვნების ინტერესებსაა მორგებული. ამ გაურკვევლობის შესახებ სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული კომენტარს არ აკეთებს.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალა, ზღვის დონიდან 3,5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. 2002 წლის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მესამე სოფელია და 8 270 ადამიანი ცხოვრობს. კახეთის რეგიონის სხვა ეთნიკურ დასახლებებთან შედარებით, ადგილზე ჩასულებს მკვეთრად განსხვავებული სიტუაცია დაგვხვდა, როგორც ეკონომიკური ისე კომუნიკაციის თვალსაზრისით. ყარაჯალაში მოსახლეობის ძირითადი ნაწილი `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ შესახებ კარგად ინფორმირებულია თუმცა, უმრავლესობამ `სპექტრთან~ საუბრისას ვინაობის დასახელება არ ისურვა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2010 წელს 76 830 ლარი გამოიყო, ხოლო 2011-ში _ 76 362 ლარი.

აღნიშნული თანხა ორივე წელს ჭაბურღილის მოწყობისთვის გაიხარჯა. ყარაჯალაში მცხოვრები ალასკარ სარდაროვის თქმით, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ შესახებ ინფორმირებულია და კრებასაც დაესწრო, მაგრამ მიმდინარე წელს მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. როგორც თავად აღნიშნავს, მართალია, ჭაბურღილი წელსაც კეთდება, მაგრამ სჯობდა, სხვა ადგილი შეერჩიათ."სოფელში ძირითადად წყლის პრობლემა გვაქვს. ჭაბურღილი შარშანაც გააკეთეს და სოფლის მოთხოვნით, ეხლაც აკეთებენ. ცოტა ქვემოთ რომ მოეწყოთ უკეთესი იქნებოდა, გვინდოდა უფრო სოფლის შუაში ყოფილიყო, რომ ორივე უბანს გამოეყენებინა, მაგრამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ეხლა 200 ოჯახზე მეტი ვერ ისარგებლებს, სხვა შემთხვევაში კი 600-700 ოჯახი დაკმაყოფილდებოდა. გუბერნატორიც შეგვხვდა და გვითხრა, თქვენ სადაც გადაწყვეტთ, სამუშაოები იქ დაიწყებაო. ეგ ადგილი რომ შეარჩიეს, შუქური ისაევის ბრალია, მაგ უბანში ცხოვრობს და თავის მეზობლებს მოაწერინა ხელი," _ გვითხრა ალასკარ სარდაროვმა და იქვე დასძინა, რომ სოფელში არც გაზი აქვთ და არც ნორმალური გზა, თუმცა ხელისუფლება ამ უკანასკნელი პრობლემის მოგვარებას უახლოეს მომავალში პირდებათ.

როგორც შუქური ისაევმა აღნიშნა, მართალია, მისი თანასოფლელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, მაგრამ ჭაბურღილისთვის აღნიშნული ადგილის შერჩევა მარტო მისი ინიციატივა არ ყოფილა, ის გადაწყვეტილება განცხადების საფუძველზე მიიღეს, რომელსაც მოსახლეობა აწერს ხელს. "იქითა უბანში ჭაბურღილის დაბურღვა, მარტო ჩემი ინიციატივა არ ყოფილა. განცხადებას 350 კაცი აწერს ხელს. ხალხმა მოითხოვა და იმ ადგილას იმიტომ კეთდება. ჩვენ სოფელში ცუდი არაფერი არ ხდება," _ გვითხრა შუქური ისაევმა.

ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სხვა სოფლების მსგავსად, ყარაჯალას მოსახლეობისთვისაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას სარწყავი არხების უქონლობა წარმოადგენს. "წყალი არ გვაქვს, რომ ბოსტნეული მოვრწყოთ, ყველაფერი დაიწვა. მართალია, ჭაბურღილი გაკეთდა, მაგრამ ამ წყალს მოსარწყავად ხომ ვერ გამოვიყენებთ, მაშინ როცა სასმელადაც რომ აიღო, მაგისთვისაც დიდი რიგები დგას. არხები კი არის ზევით გაკეთებული, მაგრამ წვეთი წყალი არ მოდის და რა აზრი აქვს?! ყველაფერი გაფუჭდა თუ რამ გვეთესა. დასალევ წყალს კიდევ მოვიტანთ მანქანით, მაგრამ სარწყავზე რა უნდა ვქნათ? გზაც არ ვარგა, მეზობელ უბნებში იმხელა ორმოებია, კაცი ჩავარდება. მოკლედ, პირველი პრობლემა გზა და წყალია," _ გვითხრა ამავე სოფლის მაცხოვრებელმა, რომელმაც გვარისა და სახელის დასახელბისგან თავი შეიკავა.

თავაქულ არიფოღლი, მართალია, `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ შესახებ ინფორმაციას ფლობს და კრების შესახებაც სმენია, მაგრამ ამბობს, რომ მათ იქ არავინ ეპატიჟება და არც აზრს ეკითხებათ. "ამ პროგრამის შესახებ გამიგია. ვიცი, რომ ჩვენს სოფელში კრებაც ტარდება, მაგრამ იქ ვინ გიშვებს, რომ რამე თქვა?" _ ამბობს თავაქულ არიფოღლი.

სოფელ ყარაჯალას მოსახლეობა მოსაცდელის მშენებლობაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ეს საკითხი მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანია. "დიდი სოფელი გვაქვს. ყოველდღიურად ჩვენთან, სკოლაში და ბაღში რაიონიდან მასწავლებლები მოდიან და ტრანსპორტის ლოდინი წვიმასა და მზეში უწევთ. გვინდა მოსაცდელი გააკეთონ," _ ამბობს ედიგან ნარდიევი.

თუმცა, მისივე თქმით, პირველ რიგში მაინც სარწყავი წყლისა და გზის პრობლემაა მოსაგვარებელი. "ცენტრალური არხი კი არის, მაგრამ წყალს არ უშვებენ, რომ ხალხმა ნათესები მორწყოს.~ მის აზრს იზიარებს აზიზ ბახტიაროვიც, რომელიც იმის გამო წუხს, რომ დათესილი ბოსტნეული უწყლოობით ხმება და ამდენი წვალება წყალში ეყრება. `საყიდელი არაფერი გვაქვს, ყველანაირი ბოსტნეული გვითესია, მაგრამ რად გინდა, ფიჩხის ლობიო უკვე გადამწვარია და სხვებიც ასე ფუჭდება, იმიტომ, რომ ვერ ვრწყავთ. ეს ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემაა," _ გვითხრა აზიზა ბახტიაროვმა.

ანსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამს ამავე სოფლის მაცხოვრებელი, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა. "ყარაჯალას მოსახლეობა მშრომელი ხალხია, მეზობელ სოფლებთან შედარებით უკეთესად ვცხოვრობთ. ხელისფლების უკმაყოფილო არ ვარ. წყალს ბურღავენ, ეხლა გზაც უნდა გაგვიკეთონ. სოფელში წყალი მოსახლეობის 90%-ს აქვს. 4 ჭაბურღილი უკვე დაბურღულია და ეხლა მეხუთეს აკეთებენ. სადაც ძალიან უჭირს მოსახლეობას წყალი იქ იბურღება. ხელისუფლება მომავალ წელსაც ორი ჭაბურღილის მოწყობას გვპირდება. ხალხი წყვეტს რა უნდა და მთავრობა აკეთებს. პირველ რიგში ადამიანს წყალი სჭირდება და შემდეგ სხვა რამე. გზებიც გასაკეთებელია და ალბათ ამასაც მალე გააკეთებენ,"_ გვითხრა სოფელ ყარაჯალის მაცხოვრებელმა.

`სპექტრმა~ ამ სოფელში 2011 წელში დაბურღული ჭაბურღილი ადგილზე მოინახულა, და იქ მცხოვრებ მოსახლეობას გაესაუბრა. მამუკა ასტანოვის თქმით, წლების მანძილზე წყალი არ ჰქონდათ და ამ ჭაბურღილით ეს პრობლემა გადაიჭრა. "ცოტა ღრმად რომ ყოფილიყო დაბურღული უკეთესი იქნებოდა. რაც საჭირო იყო ყველაფერი გააკეთეს, ჩვენი კიდევ ერთი მთავარი პრობლემა გზებია. კრების შესახებ კი არაფერი ვიცი," _ გვითხრა მამუკა ასტანოვმა.

მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალბატონები `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ შესახებ ნაკლებად ინფორმირებულები არიან. მათი თქმით, ამის თაობაზე არაფერი სმენიათ თუმცა, ამბობენ, რომ სოფელში პირველი პრობლემა წყალია. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ არაფერი ვიცით და არც კრების შესახებ გვსმენია. ყველაფერის გაკეთება გვინდა, მაგრამ აბა ვინ რას გააკეთებს? წყალი არ არის, შორი მანძილიდან მანქანით ვეზიდებით, ან ფეხით მოგვაქვს. ჩვენ გვინდოდა, რომ ჭაბურღილი ცოტა ზემოთ ყოფილიყო, მაგრამ წელს სხვაგან დაიწყეს დაბურღვა. კიდევ გზა გვინდა, რომ გაკეთდეს," _ გვითხრეს მათ.

ყარაჯალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულთან ამირან სულეიმანოვთან გასაუბრება `სპექტრის~ ჟურნალისტთა ჯგუფმა სოფელში ყოფნისასვე სცადა, თუმცა, უშედეგოდ. მანქანაში მჯდომმა რწმუნებულმა განგვიმარტა, რომ საქმეზე ეჩქარებოდა და ერთ საათში გვნახავდა. ამის შემდეგ მთელი დღის განმავლობაში ტელეფონით რამდენჯერმე შევეხმიანეთ, ბოლოს დაგვპირდა, რომ როცა მოიცლიდა, თვითონვე დაგვირეკავდა. სოფელი ისე დავტოვეთ, რომ ბატონი ამირანი არ დაგვკავშირებია.

კომენტარის მიღებას ასევე უშედეგოდ ვცდილობდით სტატიის წერის პროცესშიც. ყოველი სატელეფონო საუბრისას ხან თათბირზე იმყოფებოდა, ხან მოსახლეობას ხვდებოდა, ხან საჭესთან იჯდა, საბოლოოდ კი საკუთარი მობილური რამდენიმე საათის განმავლობაში სხვას გადააბარა. როგორც მათ განგვიმარტეს, ტელეფონი ბატონ ამირანს მანქანაში დარჩა (ყველა სატელეფონო საუბარი ჩაწერილია და რედაქციაში ინახება). მიუხედავად იმისა, რომ სოფლის ძირითადი ნაწილი რწმუნებულს არ ემდურება, თავად ამირან სულეიმანოვი როგორც ჩანს, საერთოდ არ თვლის საჭიროდ თანასოფლელებთან ანგარიშვალდებული იყოს და არსებულ კითხვებზე კომპეტენტური პასუხი გასცეს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 7 / 19 °C
img
საგარეჯო 6 / 12 °C
img
დ.წყარო 5 / 14 °C
img
სიღნაღი 5 / 15 °C
img
ლაგოდეხი 6 / 14 °C
img
ყვარელი 7 / 19 °C
img
თელავი 6 / 13 °C
img
ახმეტა 6 / 13 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.