სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
მოსახლეობა ნომერ პირველი პრობლემის მოგვარების მოლოდინში
ინგა ბიტარაშვილი; მარინა ბეროშვილი
2010-11 წლებში `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში~ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მოიხრეშა შიდა სასოფლო გზები, შემოიღობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ მოედანს, მოეწყო და აღდგა არხის სათავე, თუმცა, ადგილობრივების თქმით, არც ერთი სამუშაო სრულყოფილად არ შესრულებულა. უფრო მეტიც, პრიორიტეტულ საკითხებში არ მოხვდა მდინარე კაბალზე გაბიონების მოწყობა, რაც ამ სოფლისთვის ნომერ პირველ პრობლემას წარმოადგენს.
უკვე მეოთხე წელია საქართველოს რეგიონებში `სოფლის მხარდაჭერის პროგრამა~ ხორციელდება, თუმცა ის პრიორიტეტული საკითხები, რაც მოსახლეობისთვის რეალურად მნიშვნელოვანია, კვლავაც მოსაგვარებელი რჩება. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელ ყარაჯალას მოსახლეობის თქმით, მათთვის სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვან პრობლემას სარწყავი არხი წარმოადგენს. მართალია, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ზემოთ ხსენებული პროგრამის ფარგლებში თანხა 2010 წელს (20 678.88 ლარი) და 2011 წელსაც (18 613.45 და 3 662.68 ლარი) გამოიყო, მაგრამ საკითხი კვლავ აქტუალურია. "პრობლემები ბევრია, მაგრამ ჩვენთან არავინ მოდის და არაფერს გვეკითხება. ძალიან მნიშვნელოვანია სარწყავი არხები, რომლებსაც უკვე რამდენი წელია ვითომ აკეთებენ, მაგრამ გაკეთების არაფერი ეტყობა. ამის გამო ნათესები გვიხმება, წვიმა თუ მოვა, ხომ გვეშველება, თუ არადა, მოსავალი გვიფუჭდება," _ გვითხრა ნარიმან მახრამოვმა.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ელექტროგაყვანილობის საყრდენი ბოძების პრობლემაც. "სტოლბებს ძირი გამომპალი აქვს და გადაქცევაზეა. ამას ვინმემ უნდა მიხედოს, თორემ, შესაძლოა, მსხვერპლი მოჰყვეს.~ ელექტროენერგიის პრობლემებზე საუბრობს ორუჯ ქაზუმოვიც, რომელიც ყარაჯალას ახალ დასახლებაში ცხოვრობს. `უკვე 6 წელია 100 ოჯახს დენის პრობლემა გვაქვს. ისეთი სუსტია, რომ საღამოთი წიგნსაც კი ვერ ვკითხულობთ. სარწყავი არხი არ მოდის, ამიტომ სათბურებს ჭიდან პომპის საშუალებით ვრწყავთ, მაგრამ სუსტი დენის გამო ესეც შეუძლებელია და წყალს ხელით ვეზიდებით,"_ გვითხრა ორუჯ ქაზუმოვმა.
მისივე თქმით, ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მთელი მოსახლეობის სახელით გუბერნიასაც მიმართა და კახეთის ენერგოდისტრიბუციასაც, თუმცა, ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. "გუბერნიაში გვითხრეს ვერ დაგეხმარებითო. ენერგოდისტრიბუცია კი დაგვპირდა, რომ 2 წელიწადში ყველაფერი მოგვარდებოდა. ამის შემდეგ ორი წელიც გავიდა და მეტიც, მაგრამ საშველი არ არის," _ გვითხრა ორუჯ ქაზუმოვმა. `სპექტრთან~ საუბარში კაბლის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ჯემალ ნიაზოვმა განმარტა, ამ პრობლემის მოგვარება `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში შეუძლებელია. "სოფლის პროგრამით ტრანსფორმატორის შეძენას ვფიქრობდი, მაგრამ უარი მივიღე, არ შეიძლებაო. გარდა ამისა, 30 წელია ამ სოფელში ელექტროგაყვანილობის არც ერთი ბოძი არ შეცვლილა. ეს საკითხი ლაგოდეხის საკრებულოში დავაყენე, მაგრამ მითხრეს, ენერგოდისტრიბუცია კერძო კომპანიაა და ამ პრობლემების მოგვარება მისი პირდაპირი მოვალეობააო," _ აღნიშნა ჯამალ ნიაზოვმა.
როგორც `სპექტრმა~ გაარკვია, სს `კახეთის ენერგოდიტრიბუცია~ აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსშია, თუმცა, როდის შეძლებს კომპანია ამ პრობლემების მოგვარებას უცნობია. "ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს დასახლება მართლაც ახალია. ტრანსფორმატორი არ აქვთ და მოსახლეობამ საცხოვრებელ სახლამდე სადენები უახლოესი ტრანსფორმატორიდან თვითნებურად გაიყვანა. საერთოდ, შორ მანძილზე ელექტროენერგიის მიწოდებისას ბუნებრივია მისი სიმძლავრე იკლებს და ეს პრობლემაც აქედან არის წარმოქმნილი. ამ ეტაპზე კომპანია გაკოტრების რეჟიმში იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სახსრები არ გააჩნია მოახდინოს ახალი ხაზის მშენებლობა ან რეაბილიტაცია. ამას თან ერთვის ის, რომ ბოლო ხანებში არაერთხელ მომხდარი სტიქიის შედეგად კომპანიამ სერიოზული ზარალი მიიღო და ეს თავისთავად ყველაფერზე აისახება. შემიძლია გითხრათ, რომ კომპანია ამ საკითხს აუცილებლად გაითვალისწინებს და პრობლემას პირველი შესაძლებლობისთანავე გადავჭრით, თუმცა კონკრეტულ დროს ვერ დავასახელებთ," _ გვითხრა სააქციო საზოგადოება კახეთის ენერგოდისტრიბუციის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ჟანა დიდებაშვილმა.
`სპექტრის~ შეკითხვაზე კი, ეს პრობლემა უკვე მრავალი წელია არსებობს, მაშინ კომპანია არ იმყოფებოდა გაკოტრების რეჟიმში და რატომ არ მოხდა აღნიშნული პრობლემის მოგვარება? _ ასეთი პასუხი მივიღეთ. "მაშინ სხვა ხელმძღვანელობა იყო და მათ მაგივრად პასუხს ვერ გაგცემთ. მე შემიძლია დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე გიპასუხოთ. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია გაკოტრების რეჟიმშია (ამ ეტაპზე კომპანიას ხელმძღვანელობს გაკოტრების მმართველი აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი), ვცდილობთ ფატალური შედეგები თავიდან ავიცილოთ. ზოგიერთ ადგილებში, სადაც ძალიან ავარიული სიტუაციაა, მაინც ვახერხებთ საყრდენის შეცვლას. მასიური რეაბილიტაცია კი, როგორც მოგახსენეთ, ფინანსური კრიზისის გამო, შეუძლებელია," _ განმარტა ჟანა დიდებაშვილმა.
ყარაჯალის ახალი დასახლების მაცხოვრებლების თქმით, მათ გზის პრობლემაც აწუხებთ, განსაკუთრებით ზამთარში, როცა ტრანსპორტი გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია. აქვე განვმარტავთ, რომ ამ სოფელში გზების მოხრეშვისთვის 2010 წელს 17 874.07 ლარი გამოიყო, თუმცა ამ მიმართულებით პრობლემები მაინც არსებობს. "ზემოთ სოფელში გზაზე ერთ წელს კი დაყარეს ხრეში, მაგრამ ქვევით ახალი დასახლებაა (6 წელზე მეტია, რაც ეს დასახლება არსებობს, ავტ.) და იქ გზა საერთოდ არ არის. წესით ეს საკითხი მთავრობამ უნდა მოაგვაროს, მაგრამ ამაზე არავინ ფიქრობს," _ აღნიშნა ჩვენთან საუბარში იმრამ ოსმანოვმა, რომელიც აქვე სხვა გადაუჭრელ საკითხებზეც გვესაუბრა.
მისივე თქმით, მართალია, სოფელში სარწყავ არხს რეაბილიდაცია ჩაუტარდა, მაგრამ არხში წყალი მაინც არ მოდის. "სოფლისთვის მთავარი პრობლემა სარწყავი არხია. სათავეში დამბები კი ჩაალაგეს, ვითომ იმის გამო, რომ მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას, მაგრამ ისე ხომ უნდა გააკეთონ, რომ წყალი ხანდახან მაინც გამოუშვან. საქმე იმაშია, რომ იქ გამშვებ-მარეგულირებელი უნდა დაეყენებინათ, რაც მოსავლის მორწყვის პრობლემას არ შექნიდა. ახლა კი, თავადაც ხედავთ, არხი დამშრალია, შლანგებს ვყიდულობთ და ჭიდან იმით ვრწყავთ, მაგრამ ამასაც ხომ ფული უნდა და ხარჯია?!" _ გვითხრა იმრამ ოსმანოვმა. პრობლემებზე საუბრობს ადგილობრივი მცხოვრები ეთერ ალაზოვიც. "ბაზრისკენ მიმავალი გზა არ ვარგა, ძალიან არის დაზიანებული. აქ გასულ წლებში ხრეში დაყარეს, მაგრამ არ არის კარგად გაკეთებული, ტრანსპორტს სიარული უჭირს, არადა, ეს გზა ხალხისთვის აუცილებელია. სარწყავი წყალიც არ მოგვდის. ამ ყველა უბედურებასთან ერთად, შუქიც არ გვაქვს ნორმალური და პომპასაც ვერ ვრთავთ, რომ ბოსტნეული მოვრწყათ, არადა ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სწორედ ესაა," _ გვითხრა ეთერ ალაზოვმა.
მისგან განსხვავებით `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ მუშაობას დადებითად აფასებს ბაშირ იმამალიევი და ამბობს: `სოფელში გზაც გვაქვს და წყალიც. `სოფლის დახმარების პროგრამის შესახებაც ვიცი და კრებაც ჩავატარეთ. შარშან არხის სათავეც გააკეთეს, მაგრამ როცა მაგარი წვიმა მოდის, ისევ აფუჭებს.~ წყლის სათავე რომ გაკეთდა, ამის შესახებ სამირ ალიევიც საუბრობს. "სკოლაში მოვიდნენ და კრება ჩაატარეს, რომელსაც მეც დავესწარი. წყლის სათავე მართლა გააკეთეს, მაგრამ რამდენჯერაც წვიმა მოვიდა, ისევ დაანგრია. პრობლემა ის არის, რომ ცოტა დენის ტრანსფორმატორი არ მუშაობს კარგად, შეგვპირდნენ გავაკეთებთო, და ალბათ გააკეთებენ," _ გვითხრა სამირ ალიევმა.
მაშინ, როცა ყარაჯალაში ასე მწვავედ დგას სარწყავი არხების პრობლემა, `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში 2010 წელს სპორტული სტადიონის შემოღობვა-რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისაც 16 194.12 ლარი გამოიყო. თუმცა, მოსახლეობის თქმით, ახალგაზრდები მოედანს მაინც ვერ იყენებენ. "სტადიონი შემოიღობა, მაგრამ უხარისხოდ. გარედან მხოლოდ სეტკა შემოავლეს და მორჩა. მინდორზე ქვები ყრია და არც განათებაა. შეუძლებელია ბავშვებმა უსაფრთოდ ითამაშონ. ჩემი შვილი რამდენიმე დღის წინ წაიქცა და ფეხები იტკინა. რაში დაიხარჯა 16 ათასი, გაუგებარია?," _ გვითხრა ორუჯ ქაზუმოვმა.
მას მეხმან ხალილოვიც ეთანხმება. "ერთი ორი ტრუბა ჩააგდეს და სეტკა შემოავლეს, სხვა არაფერი გაუკეთებიათ. ხომ უნდა გასუფთავებულიყო კიდეც?! თქვენც ნახეთ, რომ იქაურობა ქვებით არის სავსე. ბავშვებმა როგორ უნდა ითამაშონ? თუკი სტადიონისთვის მართლა 16 ათასი ლარი გაიხარჯა, მაშინ ამ თანხაში უკეთესად უნდა გაკეთებულიყო. რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ სოფელში მოედანი იყოს. ერთი უზუნთალაშია, ერთი _ კაბალში, ჩვენ კი არ გვქონდა. კარგია რომ გააკეთეს, მაგრამ თუ ვერ გამოვიყენებთ, რად გვინდა?!" _ გვითხრა მეხმან ხალილოვმა.
ხარისხის შეფასება იმ ადამიანებსაც უჭირთ, ვინც ამ სამუშაოებზე უშუალოდ იყო დასაქმებული. "სტადიონი შარშან შემოვღობეთ. მეც ვმუშაობდი ამ საქმეზე. მითხრეს, რომ უნდა გააკეთოო და გავაკეთე, რამდენად ხარისხიანია, ვერ გეტყვით. რა მასალაც მოიტანეს, იმით გავაკეთე," _ აღნიშნა ილგარ ალიევმა. მოსახლეობის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სტადიონის საჭიროება მეორეხარისხოვანია, რადგან სოფელში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია. "ამ ორ ქუჩაზე 300-400 სახლია და ეს ხალხი ერთი სარწყავი არხით სარგებლობდა. 4 წელიწადია, რაც არხში წყალი აღარ მოსულა. ხალხი, სათბურებს აკეთებს, ზოგმა 1000 ლარი კრედიტი აიღო და ცელოფანი იყიდა, დაკრეფით კი, ალბათ, წელსაც ვერაფერს დაკრეფავენ, იმიტომ, რომ ყოველ წელიწადს ბოსტნეული უწყლოობით იწვება და მოსავალი არ მოდის. სტადიონი რად გვინდა, რაც საჭირო და საჩქაროა, ჯერ ის გააკეთონ. იქ დასახარჯი ფული ბარემ აქ დაეხარჯათ და არხის პრობლემა მოეგვარებინათ. მთავარია, მუცელი გამძღარი იყოს, თუ გინდა ტანსაცმელი დახეული გქონდეს. ჩვენ ყველაფერში მონაწილეობას ვიღებთ, ჩვენი შვილები ჯარშიც მიდიან, არჩევნებზეც დავდივართ და ხმას ვაძლევთ. ეხლა ხალხს ისე აქვს გული გატეხილი, რომ მე მგონი არჩევნებზე აღარავინ წავა, ვიდრე ეს საქმე არ გაკეთდება," _ გვითხრა მიხაილ ალიევმა.
2002 წლის აღწერის მონაცემებით, ყარაჯალაში 2 576 ადამიანი ცხოვრობს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არამარტო აქ, არამედ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ყველა სოფელში მწვავედ დგას, მდინარე კაბალის ნაპირსამაგრი სამუშაოებია. შეიძლება ითქვას, რომ ამ დასახლებისთვის ეს ნომერ პირველი პრობლემაა. "ეს ხევი, რომელიც მდინარე კაბალის ერთ-ერთი შენაკადია, 3-4 წლის წინ ადიდდა და ქალი და ბავშვი წაიღო. ჩვენმა სოფლელმა, ისმაილმა 500-600 მეტრში ძლივს დაიჭირა ისინი და გადაარჩინა. მდინარიდან გადმოვარდნილმა წყალმა კალაპოტიც მოშალა, იმის მერე ასეა გაუბედურებული. შარშან ვიღაც ინჟინერი რამდენიმე კაცთან ერთად მოვიდა. დაათვალიერეს და გვითხრეს გავაკეთებთო, მაგრამ მას შემდეგ აღარავის მოუკითხავს. მარტო მოსვლა კი არ არის, საქმეს გაკეთებაც უნდა?! ეხლა არჩევნები მოდის და დღეში 10-ჯერ მოდიან, მაგრამ შედეგი რა იქნება, მთავარი ეს არის," _ გვითხრა მიხაილ ალიევმა.
ზაჰიდ ალიევის თქმით, რომელსაც თანასაოფლელებიც ეთანხმებიან, საჭიროა ნაპირები დამბებით გამაგრდეს. "ამ ხევს სინკარები არ შველის. დამბები სათავეშიც უნდა ჩაეწყოს და აქაც. 3 წლის წინ ხალხს წყალი სახლებში შეუვარდა, მდინარის პირას მცხოვრები ოჯახები, ღამე სახლში ვერ ჩერდებოდნენ, წყალმა არ წაგვიღოსო. როცა ამ პრობლემის შესახებ ვთქვით, გვითხრეს 3-4 დღეში გაკეთდებაო, იმის მერე 3-4 წელი გავიდა... პრობლემების მოგვარებას გვპირდებიან და გაკეთებული კი არაფერი გვინახავს," _ გვითხრა ზაჰიდ ალიევმა.
აღნიშნული ფაქტის შესახებ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ჯამალ ნიაზოვმა ჩვენი მეშვეობით შეიტყო და რა თქმა უნდა, ვერც შესაბამისი კომენტარი გააკეთა. თუმცა, სარწყავი არხი რომ დამშრალია, ამას თვითონაც ადასტურებს. "2011 წელს ორი სათავე ნაგებობა გაკეთდა, მაგრამ ერთი ხრეშით არის სავსე და მოსახლეობა ასუფთავებს, ერთი დაზიანებულია და გაკეთება სჭირდება. წელს მესამე სათავის მოწყობაც იგეგმება. მოსახლეობას არანაირი შეზღუდვა არ აქვს, ხევში წყალი არის, თუ უნდათ შეუძლიათ თვითონ გაუშვან. ამას გამშვებ-ჩამკეტი არ სჭირდება," _ აღნიშნა მან და იქვე სტადიონის კეთილმოწყობაზეც გაამახვილა ყურადღება. "ეს ფართი 1998 წელში ჩვენი სოფლის ყრილობით გამოიყო სტადიონისთვის, ბეტონებით და რკინებით იყო სავსე. პირველ ეტაპზე 16 ათასი ლარი იყო განსაზღვრული და შემოვღობეთ. თანხა რაშიც გვეყო ის გავაკეთეთ, თუ იქნება საშუალება, დანარჩენ სამუშაოებსაც შევასრულებთ. რაც შეეხება გზების მოხრეშვას, წელს ამ მიმართულებით 20 ათას 354 ლარია გათვალისწინებული და ახალი დასახლების გზაც მოიხრეშება."
ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც ყარაჯალას (და არა მარტო ყარაჯალას, არამედ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებსაც) აწუხებს მდინარე კაბლის ნაპირსამაგრი სამუშაოებია. ამასთან დაკავშირებით ჯამალ ნიაზოვმა აღნიშნა, რომ ეს სამუშაოები `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში ვერ შესრულდება, თუნცად მთლიანი თემისთვის გამოყოფილი თანხა შეიკრიბოს. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით~ გაბიონების გაკეთება შეუძლებელია, ჩვენ ამ თანხით ერთ გაბიონსაც ვერ გავაკეთებთ. ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან მილიონ ექვსასი ათასი ლარი გამიოყო, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს მთავრობას. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება," _ აღნიშნა ჯამალ ნიაზოვმა.
მისივე თქმით, 2010 წელს `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში სოფელ ყარაჯალაში შესრულებული სამუშაოებიდან ნაშთის სახით მორჩენილი თანხა კაბლის ბაზართან მისასვლელი ყარაჯალა-კაბლის სასაზღვრო გზის მოხრეშვას მოხმარდა. თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ გზაზე გადაადგილება მაინც ჭირს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 5 / 17 °C
img
საგარეჯო 5 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 12 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 5 / 15 °C
img
ყვარელი 5 / 17 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.