სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
კანონიერი ნაგავსაყრელი სოფელს ინფექციის საფრთხეს უქმნის
ინგა ბიტარაშვილი; მარინა ბეროშვილი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში მდინარე კაბლის ხევის ნაპირას ნაგავსაყრელი მოეწყო, რისთვისაც 22 ათას 672.18 ლარი გაიხარჯა. მიუხედავად ამისა, ამჟამად ნაგავსაყრელი ცარიელია, ირგვლივ კი საყოფაცხორებო ნარჩენების გროვა დგას, რომელიც წყალს ისევ სოფელში მიაქვს და ინფექციის გავრცელების საფრთხეს ქმნის.
სოფელ კაბლისა და უზუნთალას შემდეგ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ კიდევ ერთ სოფელს_განჯალას ვეწვიეთ, რომელიც კაბლის ტერიტორიულ ორგანოს ეკუთვნის. 2002 წლის აღწერის მიხედვით აქ 2 ათას 745 ადამიანი ცხოვრობს (ka.vikipedia.org). ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, განჯალაში 2010 წელს "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შემდეგი სახის სამუშაოები ჩატარდა: შიდა სასოფლო გზების მოხრეშვა (გაიხარჯა 9963.14 ლარი), სასაფლაოსთან მისასვლელი ახალი ხიდის მოწყობა (გაიხარჯა 6611.13 ლარი) და უზუნთალა-განჯალას შემაერთებელი გზის მოხრეშვა (გაიხარჯა 3043.88 ლარი). რაც შეეხება 2011 წელს, განჯალას საჯარო სკოლის ჭაბურღილის ტუმბოს შეძენისა და მონტაჟისთვის 4 ათას 908.75 ლარი გაიხარჯა, ასევე სკოლის ეზოში მოეწყო ტროტუარი (5258.91 ლარი). აღსანიშნავია, რომ სხვა სოფლებისგან განსხვავებით "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განჯალაში პრიორიტეტად კანონიერი ნაგავსაყრელის მოწყობა დასახელდა, რისთვისაც 22 ათას 672.18 ლარი გაიხარჯა. წინა ორი სოფლის მსგავსად (ავტ: კაბალი და უზუნთალა) მოსახლეობისთვის აქაც პრიორიტეტად კვლავ კაბლის ხევის დამცავი დამბების მოწყობა რჩება, თუმცა რესპონდენტების თქმით, მათი პრობლემებით არავინ დაინტერესებულა. უფრო მეტიც, წლებია სოფელში გზა არ გაკეთებულა, არადა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2010 წელს ამისთვის 9 ათას 963.14 ლარი გამოიყო. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე" მართლა არაფერი ვიცი. არც კრების შესახებ მსმენია რამე. იმას კი ვხედავ, რომ წლებია გზები არ გაკეთებულა. სოფლის სასაფლაოსთან დაბალი ადგილია და იქ დაყარეს ცოტა ხრეში. არც სარწყავი არხები გვაქვს. კარგი იქნება თუკი რაც გასაკეთებელია, ყველაფერი გაკეთდება," _ გვითხრა ნამაზ ნაბიევმა.
ამავე სოფლის მაცხოვრებლების ბახტიარ და ნამიგ აგამედოვების თქმით, სოფელში ბევრი მოუგვარებელი საკითხია. ყველაზე მეტ პრობლემას კი ადიდებული კაბლის ხევი უქმნით. "როცა მდინარე დიდდება, გზაზე წყალი თითქმის მუხლამდე მოდის. ამ დროს ქუჩაში გავლა შეუძლებელია. სოფლის რწმუნებულიც მაშინ გვაკითხავს. სურათებს გადაიღებენ და მიდიან, გაკეთებით კი არავინ არაფერს აკეთებს. გზას საშინელად დახრამულია, ამასაც მოვარდნილი ღვარი აფუჭებს. ჩვენ თვითონ მოგვაქვს ქვიშა-ხრეში და გზაზე ვყრით ხოლმე. `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ შესახებ გაგვიგია, ვიცით რომ ასეთი რამ არსებობს, მაგრამ გაკეთებულს ვერაფერს ვხედავთ, იმ ფულებს ეტყობა თვითონ ჭამენ," _ გვითხრეს მათ.
განჯალის მოსახლეობაMსოფელში ახლადმოწყობილ ნაგავსაყრელზეც საუბრობს. მათი განმარტებით, ნაგავს ეზოებში წლობით აგროვებენ და შემდეგ გააქვთ, ზოგი კი ორმოს თხრის და იქ ყრის. "ჩვენი კიდევ ერთი პრობლემა ნაგავსაყრელია. ის ძალიან შორს არის და ამიტომ ხალხი ხან ხევში ყრის ნარჩენებს, ხან კიდევ სოფლის გარეთ. მე თვითონ 2-3 წელიწადი ვაქუჩებ ეზოში, შემდეგ მანქანას ვქირაობ და ისე გამაქვს," _ გვითხრა აღამედოვ ვაგი მუსაოღლიმ და აქვე იმ პრობლემის შესახებაც ისაუბრა, რომელიც მოსახლეობას უკვე დიდი ხანია აწუხებს. "რაც კოლექტივი დაიშალა, იმის მერე ჩვენ სოფელში გზა არ გაუკეთებიათ. ყოველ წელიწადს კი ამბობენ, რომ რაღაცას აკეთებენ, მაგრამ თქვენც ხედავთ რა დღეშია აქაურობა. წყალი როცა მოვარდება, მარტო გზაზე კი არ მოდის, ეზოებიც იტბორება. დამბებია საჭირო, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, მაგრამ გამკეთებელი არავინაა. გინდა წადი ქვას უთხარი და გინდა რწმუნებულს, რა აზრი აქვს?! სარწყავი წყალი არ გვაქვს, შარშან 6 სათბური მქონდა და უწყლოობის გამო, მოსავალი გამიფუჭდა," _ გვითხრა მან.
როგორც აღვნიშნეთ, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში კანონიერი ნაგავსაყრელის მოსაწყობად 22 ათას 672.18 ლარი გაიხარჯა. "სპექტრი" დაინტერესდა, თუ რა მანძილითაა ნაგავსაყრელი სოფლიდან დაშორებული და ექვემდებარება თუ არა სტანდარტებს? ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რადგანაც ადგილზე მისულებს შემდეგი სახის სურათი დაგვხვდა: ხრეშით შემოსაზღვრული ადგილი, რომელსაც ორმოსაც ვერ დავარქმევთ, ცარიელი აღმოჩნდა, სამაგიეროდ მის გარშემო უშველებელი ნაგვის გროვები იდგა.
 "ეს ნაგავსაყრელი შარშან შემოდგომით გააკეთეს, ის 4 სოფლისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ აქ არავინ მოდის. ხალხი ნაგავს ისევ ხევში ყრის, რაც, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ექსკავატორი მოიყვანეს და იმით ამოთხარეს, მერე ბოძებიც ჩაყარეს. მანქანა რომ მოვიდა, შიგნით ვერ შევიდა და ამიტომ აქ დაყარა ნაგავი. ხალხიც რომ მოდის, აქ ყრის. წყალი რომ მოვა, ეხლა ამ სუყველაფერს სოფელში ჩაიტანს და შესაძლოა ათასი ინფექციის გავრცელება გამოიწვიოს. შეიძლება საქონელმა პარკები შეჭამოს და მოკვდეს. ეს ყველაფერი ისე ჩვენ გვაწუხებს და გვაზარალებს. როგორც გავიგე, ამის გასაკეთებლად 22 ათასი ლარი გამოიყო, რა ეტყობა ეხლა ამას გაკეთების?!" _ გვითხრა მახმუდ ნიაზოვმა.
ნაგავსაყრელთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ `სპექტრი~ კაბლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს დაუკავშირდა. როგორც ჯემალ ნიაზოვმა გვითხრა, ნაგავსაყრელი გაკეთებულია და ხალხი ვალდებულია ნაგავი იქ თვითონ წაიღოს.
 "ნაგავსაყრელი ჩვენ ისე გავაკეთეთ, როგორც პროექტში იყო გათვალისწინებული. წყალდიდობის დროს მდინარე მოვარდა და ყველაფერი დაანგრია. ნაგვის მანქანას რაც შეეხება, ფიზიკურად ვერ დავნიშნავთ, იმიტომ რომ თვითონ ლაგოდეხშიც არ არის საკმარისი. მოსახლეობამ თავისი საყოფაცხოვრებო ნარჩენები თვითონ უნდა გაიტანოს, თავიანთი ტრანსპორტით და დაყაროს იქ, სადაც საჭიროა. არავის არა აქვს უფლება, ნაგავი ხევში ჩაყაროს და დააბინძუროს," _ გვითხრა ჯემალ ნიაზოვმა.
კაბლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის კომენტარში ნათლად ჩანს, რომ ნაგავსაყრელის მოწყობის შემდეგ ადიდებულმა მდინარემ მისასვლელი გზა დააზიანა. ასევე, ქვიშითაა ამოვსებული თავად ნაგავსაყრელი. ასე რომ, მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს პირდაპირ ხევში ჩაყრის თუ იმ ტერიტორიაზე მიიტანს, რომელსაც აღარც კარი აქვს და აღარც ღობე, შედეგი მაინც ერთია: წყალს ნაგავი მაინც სოფელში მიაქვს და ინფექციის გავრცელების საფრთხეს ქმნის.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 5 / 17 °C
img
საგარეჯო 5 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 12 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 5 / 15 °C
img
ყვარელი 5 / 17 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.