სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
პირუკუ შესრულებული პრეზიდენტის პროგრამა _ "არც გზა, არც წყალი, არც გაზი"
ინგა ბიტარაშვილი; მარინა ბეროშვილი; 2010-2011 წლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში სხვადასხვა სახის სამუშაოები შესრულდა, თუმცა როგორც ადგილობრივები განმარტავენ, _ არც ისე ხარისხიანად. მოსახლეობის თქმით, სოფელში ჭაბურღილი მოეწყო, რომელიც დღემდე არ მუშაობს; სანახევროდ გარემონტდა სტადიონი, მოხრეშილი გზები წყალმა წალეკა, გასასუფთავებელია სარწყავი არხები. ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ჯემალ ნიაზოვი მოსახლეობის აზრს არ ეთანხმება და საპირისპიროს ამტკიცებს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი უზუნთალა კაბლის ტერიტორიულ ორგანოში შედის და რაიონიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელი ალაზნის ვაკეზე, მდინარე კაბლის მარცხენა ნაპირას მდებარეობს, სადაც 2002 წლის აღწერის მონაცემებით, 2 ათას 333 ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს. (ka.vikipedia.org). უზუნთალაში ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში 2010 წელს შემდეგი სახის სამუშაოები ჩატარდა: უზუნთალა-მსახლგორის შემაერთებელი გზის მოხრეშვა (2861.04), შიდა სასოფლო გზების მოხრეშვა (3239.25), სარწყავ არხში მილხიდის მოწყობა (3075.89), განჯალა-უზუნთალის სტადიონის რეაბილიტაცია და საჭიდაო მოედნის მოწყობა (4184.4). რაც შეეხება 2011 წელს, სოფელში სარწყავი არხის აღდგენისთვის 20154.04 ლარი გაიხარჯა, ხოლო სასაფლაოსთან დამცავი გაბიონის მშენებლობისთვის _ 11 ათას 973.27. ადგილობრივები "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" შესახებ ინფორმაციას მეტ-ნაკლებად ფლობენ. როგორც ისინი განმარტავენ, სოფელში ჭაბურღილი გაკეთდა, თუმცა მოსახლეობა ამ დრომდე საკუთარ ეზოებში არსებული ჭებით სარგებლობს. "სოფლის დახმარების პროგრამის შესახებ არაფერი ვიცი. ჩვენ ვინ რას გვეკითხება?! ერთხელ იყვნენ მარტო, როდესაც ხიდი უნდა გაეკეთებინათ, მაშინ თელავიდანაც იყვნენ ჩამოსულები, კრება გამართეს. მარტო 4 მასწავლებელი ესწრებოდა, იმათაც ქართული არ იცოდნენ და რასაც ეუბნებოდნენ, ყველაფერზე თავს უქნევდნენ. ჭაბურღილი შარშანწინ გააკეთეს, მაგრამ რა?! სულ რაღაც ორი დღე იმუშავა და გათიშეს. სოჩიკზეა და გვითხრეს დენის ფულია გადასახდელი და დავალიანება სოფელმა უნდა გადაიხადოსო. ჭები გვაქვს სახლებში და დასალევად იმ წყალს ვიყენებთ," _ გვითხრა მახმად მახრამოვმა და აქვე უზუნთალაში არსებულ სხვა პრობლემებზეც გვესაუბრა: "გარდა ამისა, მაშინ სტადიონიც გააკეთეს, მაგრამ სამუშაოები ძალიან სწრაფად მოამთავრეს, ნორმალური სტადიონი კი ასე მცირე დროში არ კეთდება. არც მატრასები გვიყიდეს და არც სპორტული `ზალა~ მოაწყეს, არადა, ჩვენს გარდა ყველგან არის. რადგანაც ჩვენთან ჭიდაობის ტრადიციაა, ყოველ ბაირამობაზე ოთხივე სოფელი აქ მოდის (ავტ: კაბალი, უზუნთალა, განჯალა, ყარაჯალა) და ჭიდაობა ჩვენს სტადიონზე იმართება. მარტო სკამები შეაკეთეს და ორი ოთახი ააშენეს ტანსაცმლის გამოსაცვლელად. ბავშვებს საჭიდაოდ მატრასები არ აქვთ, ნახერხს ვყრით ხოლმე. იყო შემთხვევები, როდესაც მოზარდები წაიქცნენ და რამდენჯერმე ხელიც მოიტეხეს. თავიდან გვითხრეს, რომ აბანოსაც გააკეთებდნენ, მაგრამ არ შეასრულეს," _ განმარტა `სპექტრთან~ საუბარში ადგილობრივმა მახმად მახრამოვმა. უზუნთალაში მცხოვრები ჯაფარ ანაგიევი კი მდინარე "კაბალის" შენაკადის ყოველი ადიდებისას ზარალდება. "კაბლის ხევის განშტოების ნაპირზე ვცხოვრობ. მდინარის ადიდების დროს, წყალი სახლში შემოდის და ეზო მთლიანად იტბორება, რის გამოც ნათესები და სათბურები მინადგურდება. შარშანწინ შემოდგომის პამიდორი და სხვა ბოსტნეული მეთესა, მოვარდნილმა მდინარემ ყველაფერი წალეკა, ზარალს კი არავინაც არ გვინაზღაურებს! შარშან ტრუბები ჩაყარეს და ხრეშიც დაყარეს, მაგრამ წყალი რომ მოვარდა ტრუბები დაანგრია და ხრეში კი ქვევით ჩაიტანა. გვითხრეს ტუმბო უნდა გავაკეთოთ, სამუშაოებს 2 თებერვლიდან დავიწყებთო, მაგრამ სათავეზე დღემდე არც ტრაქტორი წასულა და არც არაფერი გაუკეთებიათ," _ გვითხრა ჯაფარ ანაგიევმა. საწინააღმდეგოს ამტკიცებს ამავე სოფლის მკვიდრი რაშიდ სოინოვი. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება სოფლის საკეთილდღეოდ ყველაფერს აკეთებს. "მთავრობის მადლობელი ვარ. სასაფლაოზე გაბიონები მოაწყეს, ხიდი და გზები გააკეთეს. მართალია, არ ვიცი ეს ყველაფერი რა პროგრამით გაკეთდა, მაგრამ ის ვიცი, რომ კრება ჩატარდა და იქ თქვეს რამდენი ათასი ლარი იყო გამოყოფილი. ეტყობა ყველაფერი იმ თანხით გააკეთეს," _ გვითხრა რაშიდ სოინოვმა. სოფელ უზუნთალაში ისეთ ადამიანებსაც შევხვდით, რომლებმაც სოფლის პრობლემებზე ილაპარაკეს, მაგრამ სახელის და გვარის დასახელებისგან გარკვეული მიზეზეის გამო, თავი შეიკავეს. "სოფლის დახმარების პროგრამის" შესახებ არაფერი ვიცი. რომ ამბობენ გზა გააკეთესო, თქვენ თითონაც ხედავთ რა მდგომარეობაშია. მარტო კაბალის ტრასაა გაკეთებული. სხვა პრობლემებთან ერთად სოფელში გაზიც არ გვაქვს. 500 ლარი უნდა გადაიხადოთო და იმას არ ფიქრობენ, გაჭირვებულ გლეხს შეუძლია თუ არა ამ თანხის გადახდა. ამიტომ არც გზა გვაქვს, არც წყალი, არც გაზი. ამაზე მეტი პრობლემა რაღა უნდა ვთქვა?!"_ გვითხრა სოფელ უზუნთალას მაცხოვრებელმა. თოფიკა მახრამოვის თქმით კი ახლადაშენებული ხიდის დაზიანების საშიშროება მუდმივად არსებობს. ფაქტია, რომ მისი შერემონტება თითქმის ყოველ წელს უწევთ. "ზემოთ ხიდი რომ დაინგრა, მართალია გააკეთეს, მაგრამ შეიძლება მოვარდნილმა წყალმა ისევ დააზიანოს. კიდევ ერთი დიდი პრობლემა სარწყავი არხებია, რომელიც ფაქტიურად არ გვაქვს. ეს საკითხი უკვე დიდი ხანია გვაწუხებს. ნათესებს პომპით ვრწყავთ და ხარჯიც, რა თქმა უნდა, დიდია, დენიც ხომ გასათვალისწინებელია? თქმით ბევრჯერ ვთქვით, მაგრამ არაფერი არ გააკეთეს," _ გვითხრა თოფიკა მახრამოვმა. აღნიშნულ პრობლემებზე გაზეთი "სპექტრი" კაბლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს (თემში შედის კაბალი, უზუნთალა, განჯალა და ყარაჯალა) დაუკავშირდა. სატელეფონო საუბრისას ჯემალ ნიაზოვმა განმარტა, რომ სოფელში ჭაბურღილი ამ დრომდე მუშაობს. "უზუნთალას სკოლასთან ჭაბურღილის გაწმენდა მოხდა. დენის ფულს კი სკოლა იხდის. ადრე სოფელში წყალი რომ არ იყო, "კრუგლასუტკა" მუშაობდა. სწავლა რომ არის, ჭაბურღილსაც მაშინ რთავენ," _ განმარტა რწმუნებულმა და იქვე სტადიონის რეაბილიტაციაზეც ისაუბრა: "უზუნთალას სტადიონის რემონტი სოფლის მოსახლეობამ მოითხოვა. სკამები სულ განადგურებული იყო, დავასვარკავეთ და გავკრასკეთ. გარდა ამისა, ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები ავაშენეთ. რაც შეეხება მატრასებს, ამისთვის ფული აღარ გვეყო და ასე დაგვრჩა. მიმდინარე წელს კი, საჭიდაო ტატამის შეძენისთვის 16 ათასი ლარია გათვალისწინებული," _ აღნიშნა რწმუნებულმა. ჯემალ ნიაზოვმა ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ კაბლის ხევის შენაკადთან მცხოვრები ერთი ოჯახის მდგომარეობა მისთვის ნაცნობია, თუმცა ამ პრობლემის გადაჭრას "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით~ ვერ შეძლებენ. "ამ საკითხს სოფლის პროგრამის ფარგლებში იმ შემთხვევაში გადავჭრით, თუ წელს სოფელი თანხმობას მისცემს," _ ასეთია მისი პასუხი, თუმცა აქვე იმასაც განმარტავს, რომ მიმდინარე წელს პრიორიტეტები უკვე შერჩეულია და აღნიშნული პრობლემა მეოთხე ადგილზე დგას.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 5 / 17 °C
img
საგარეჯო 5 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 12 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 5 / 15 °C
img
ყვარელი 5 / 17 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.