სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
მოსახლეობა წყალდიდობის მოლოდინში...
 ინგა ბიტარაშვილი, მარინა ბეროშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 2010-2011 წლებში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში არაერთი სამუშაო შესრულდა, თუმცა მოსახლეობისთვის პრიორიტეტად კვლავ "კაბლის ხევის" დამცავი ჯებირების მოწყობა რჩება. მათი თქმით, ადიდებული ხევი ნათესების გარდა საცხოვრებელ სახლებსაც მნიშვნელოვნად აზიანებს. კაბლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ჯემალ ნიაზოვი კი განმარტავს, რომ აღნიშნული პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა, გაბიონების მოსაწყობად საკმარისი არ არის. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი კაბალი, რომელიც რაიონიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული, მდინარეების: კაბალისა და ბაისუბნის ხევს შორის მდებარეობს. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში 3 ათას 654 ადამიანი ცხოვრობს (წყარო: ka.wikipedia.org). ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოწვდილი ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კაბალში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში 2010 წელს შემდეგი სახის სამუშაოები ჩატარდა: შიდა სასოფლო გზების მოხრეშვა (42559.97 ლარი), #2 საჯარო სკოლასთან გზის მოხრეშვა (2079.87 ლარი), სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია (3138.14 ლარი) და ახალი სანიაღვრე არხის მოწყობა (5648.57 ლარი). რაც შეეხება 2011 წელს, კაბალში ჭაბურღილის მშენებლობისთვის 40823.73 ლარი გაიხარჯა, ხოლო ტრანსფორმატორის შეძენა-მონტაჟისა და ჭაბურღილამდე ტუმბოსთვის ელ.სადენების გასაყვანად 10000.00 ლარი გამოიყო. გარდა ამისა, გასულ წელს აღადგინეს სარწყავი არხი, რომლისთვისაც 8134.37 ლარი გაიხარჯა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე მეოთხე წელია "სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" ხორციელდება, მოსახლეობის დიდი ნაწილი ინფორმაციას მაინც არ ფლობს, რაც განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში შეიმჩნევა (ავტ: გაზეთმა "სპექტრმა" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს სოფლებში განხორციელებული სახელმწიფო პრაგრამების შესახებ ხუთი ჩანართი მოამზადა. აღსანიშნავია, რომ თემში 24 ათასამდე ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს). საგარეჯოს შემდეგ "სპექტრი" ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალს ესტუმრა. მოსახლეობამ სახელმწიფო პროგრამებისა და სოფლის პრობლემებზე ჟურნალისტებთან ღიად ისაუბრა. "სოფლის პროგრამაზე" არაფერი ვიცი, არც კრება ჩატარებულა. ჩემთვის რომ ეკითხათ, დღესდღეობით ყველაზე დიდ პრობლემად კაბლის ხევს დავასახელებდი, დანარჩენი, ასე თუ ისე, ყველაფერი მოგვარდება. აპრილში რომ წვიმები იწყება, იმის შემდეგ ხევი დიდდება და სოფელი იტბორება. გადმოვარდნილი წყალი ნათესებს აფუჭებს, საცხოვრებელი სახლების პირველი სართული სულ წყლით ივსება. ხევი კი იწმინდება, მაგრამ მარტო გაწმენდა არ შველის, დამბა უნდა გაკეთდეს აუცილებლად. მეტს არაფერს ვითხოვთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავისვენოთ. გზა მოხრეშეს, მაგრამ თუ მაგასაც წყალი წაიღებს, რა აზრი აქვს ასეთ გაკეთებას," _ გვითხრა რასიმ მამედოვმა. ადგილობრივი ალი ველიევი ამბობს, რომ `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ შესახებ არასოდეს სმენია. "ეგ რა პროგრამაა, არაფერი ვიცი, არავითარი კრება არ ყოფილა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, გეტყვით, რომ #2 სკოლასთან გზა არც 2010 და არც გასულ წელს არ მოხრეშილა. ისე კი გვპირდებიან, აუცილებლად გავაკეთებთო. სასმელი წყალი არ გვიჭირს ყველას ჭები გვაქვს ეზოებში და ამით ვსარგებლობთ," _ გვითხრა მან. მისგან განსხვავებით, მთავრობის `სიკეთეს~ არ ივიწყებს მანდარ ასკაროვი და აღნიშნავს, რომ პროგრამის შესახებ გარკვეულწილად ინფორმირებულია. "კი, გვეხმარებიან, სახელმწიფომ ორჯერ ვაუჩერი მომცა. სოფელში ჭა გაიჭრა, გამგეობიდან იყვნენ ჩამოსულები და თვითონ გვითხრეს, რაც უნდა გაეკეთებინათ. ალაგ-ალაგ გზებიც გააკეთეს, თუმცა ეს სამუშაოები მთლად კარგად ვერ შესრულდა," _ ამბობს მანდარ ასკაროვი. სოფელ კაბლის მოსახლეობის უმრავლესობა "კაბლის ხევზე" დამბების მოწყობას ითხოვს, რადგან მდინარის ადიდების გამო, მაცხოვრებლების 90 პროცენტი ზარალდება და უკვე წლებია ხელისუფლებისგან დახმარების მოლოდინშია. ადგილობრივების თქმით, გასულ წლებში სარწყავი არხი გააკეთეს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მოსახლეობა ვერ სარგებლობს. "სარწყავი არხი გააკეთეს, მაგრამ ახლა წყალს აღარ უშვებენ და რა აზრი აქვს?! სანამ გააკეთებდნენ, წყალი ჩვეულებრივ მოდიოდა და სარწყავადაც ვიყენებდით. ახლა კი ძალიან ვწვალობთ, რადგან ნათესებს ჭიდან პომპის საშუალებით ვრწყავთ. იციან, რომ ამხელა ნაკვეთებს მორწყვა უნდა და წყალს კიდევ არ უშვებენ. წყალი რომ მოვიდეს, არხი თქვენ უნდა გააკეთოთო და ამას ჩვენი სახსრებით ვერ შევძლებთ. ხელისუფლება აქ უნდა მოვიდეს და ნახოს რა გვიჭირს, ასე შორიდან თქმა ადვილია," _ გვითხრა მადმუდ ისკანდაროვმა. გაზეთი "სპექტრი" კაბალის #2 საჯარო სკოლას ეწვია. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ ეს გზა უკვე წლებია არ მოხრეშილა. "აქ სკოლის გზაა და ბავშვები დადიან. თქვენც ხედავთ, რა მდგომარეობაშია, ეს არის გაკეთება?! ისიც გვითხრეს, რომ ასფალტს დავაგებთო, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანს. გარდა ამისა, ტრაქტორით კედლის ძირას სანიაღვრე არხი გაჭრეს, სადაც სათავსო და ფარდული გვაქვს და ასე ამოთხრილი დატოვეს. რწმუნებულმა გვითხრა, დავაცემენტებთო, მაგრამ საშველი ვერ დაადგა. დროზე თუ არ შეკეთდა, კედელი ინესტება და იშლება," _ ამბობს ახმედ ნაბიევი. აღნიშნულ პრობლემებზე "სპექტრი" კაბლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ესაუბრა. ჯემალ ნიაზოვი განმარტავს, რომ მდინარე "კაბლის ხევთან" დაკავშირებული პრობლემა უკვე წლებია, რაც არსებობს, თუმცა მისი გადაჭრა "სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის" გამოყოფილი თანხით ვერ მოხერხდება. "კაბლის ხევის პრობლემა სოფელს მართლაც აწუხებს. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსაზღვრული თანხით ამ საკითხის გადაჭრა შეუძლებელია. 80-მეტრიანი გაბიონი რომ გაკეთდეს, 80 ათასია საჭირო. სოფელ კაბლისთვის კი 54 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. ამ თანხით ჩვენ მოვახდინეთ გზების მოხრეშვა, ჭაბურღილის ამოთხრა და არხების გაწმენდა. კაბლის მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის კი პრეზიდენტის განკარგულებით ექვსასი ათასი ლარია გამოყოფილი," _ აღნიშნა ჯემალ ნიაზოვმა და იქვე ჭაბურღილების მოწყობაზეც ისაუბრა. "სოფელში სულ სამი ჭაბურღილია: ყოფილ გარაჟთან, პირველ და მე-2 სკოლასთან. მე-4 ჭაბურღილი კი ამ ქუჩაზე კეთდება. ეს ჭაბურღილები არ იყო მოქმედი. 2010 წელს კი გაიწმინდა და აღდგა. სანიაღვრე არხებზე გეტყვით, რომ შარშან ამოვთხარეთ და წელს ბეტონი უნდა ჩაისხას. რაც შეეხება არხებს, ისინი ჩაკეტილი არ არის და თუ ვინმეს წყლით სარგებლობა სურს, თვითონ გამოუშვას, მაგრამ მოსახლეობას ეზარება იქამდე ასვლა და ეს პრობლემაც ამიტომაა. ჯერჯერობით გადასახადი არ არის. რაც შეეხება სკოლის გზას, მისი მოხრეშვა 2010 წელს მოხდა. მანამდე ისე იყო დაზიანებული, რომ ფეხით გავლა შეუძლებელი იყო და ხალხი მხოლოდ ტრაქტორით გადაადგილდებოდა. მოხრეშვა იმიტომ ხდება, რომ ასფალტის დაგება ყველა გზაზე ფიზიკურად შეუძლებელია," _ გვითხრა ჯემალ ნიაზოვმა. როგორც გაირკვა, 2011 წელს ჭაბურღილი თავად რწმუნებულის ეზოში დაიბურღა. ამასთან დაკავშირებით მან ასეთი განმარტება გააკეთა: "ჭაბურღილი მხოლოდ ამ ქუჩაზე არ იყო და უნდა გაკეთებულიყო. რამდენიმე მოსახლეს შევთავაზეთ, რომ მათ ეზოში დაგვეწყო სამუშაოები, მაგრამ უარი მივიღეთ. ამიტომ დავუთმე ჩემი ეზოს ნაწილი. ჭაბურღილი უკვე ამოთხრილია და პომპაც ჩადგმულია. ტრანსფორმატორიღა გვაკლია. 2011 წელს 100 ათასი იყო გამოყოფილი, მაგრამ ჯერ გახარჯული არ არის, რადგან ფული არ გვყოფნის, ამიტომ წლევანდელი თანხაც დაემატება. ტრანსფორმატორის დადგმაზე სამინისტროში მიმართვა უკვე გაგზავნილი გვაქვს, თანხმობას მალე მივიღებთ და დავაყენებთ. ოცტონიან ცისტერნას კი სოფელს მე ვჩუქნი. როცა ყველაფერი გაკეთდება, ამ ქუჩაზე ყოველ 100 მეტრში წყლის ონკანი დამონტაჟდება და მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა მოეხსნება," _ განმარტა სოფლის რწმუნებულმა და იქვე დასძინა: "მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ოჯახს ჭა სახლში აქვს, გახშირებული წვიმების გამო წყალი ბინძურდება და სასმელად ვარგისი მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაშია, დანარჩენ შემთხვევაში ტექნიკური დანიშნულებისთვის გამოიყენება." ჯემალ ნიაზოვი არ ეთანხმება მოსახლეობის აზრს, რომ სოფელში კრება არ ჩატარებულა. "გასული წლის გაზაფხულზე კრება ყველა გზაჯვარედინზე ჩავატარეთ. როდესაც პრიორიტეტები გამოიკვეთა, თითოეულ ოჯახში შევედით ხელმოწერებზე, რომ გამოკვეთილი პრობლემები თავიანთი პრიორიტეტების მიხედვით, ქულებით შეეფასებინათ. მოსაგვარებელი საკითხებიც ამის მიხედვით შეირჩა," _ გვითხრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის რწმუნებულმა ჯემალ ნიაზოვმა. შეგახსენებთ, რომ მდინარე კაბლის ხევთან დაკავშირებული პრობლემების გამო, სოფელი მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. ბოლო ფაქტი გასული წლის აგვისტოს თვეში მოხდა. ადიდებულმა მდინარემ სოფელის ნათესები და საცხოვრებელი სახლები დატბორა. აღნიშნულის შედეგად ზარალმა რამდენიმე მილიონს მიაღწია.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 5 / 17 °C
img
საგარეჯო 5 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 12 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 5 / 15 °C
img
ყვარელი 5 / 17 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.