სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
უმიზნოდ გახარჯული თანხები და სკოლის გარეშე დარჩენილი სოფელი
ინგა ბიტარაშვილი, მარინა ბეროშვილი  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მიმდინარე წელს `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში 43 ათას 212 ლარი ჭაბურღილის მოწყობისთვის გამოიყო, თუმცა მოსახლეობას ამ დრომდე წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივები აღნიშნული პროგრამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. მათი თქმით, სოფელში კრება რომ ჩატარებულიყო, პრიორიტეტად გზის გარდა, სკოლის პრობლემასაც დაასახელებდნენ, რომელიც უკვე 8 წელია კერძო მოსახლეობისგან ნაქირავებ სახლებშია განთავსებული. ერთ-ერთ `შენობაში~ კი კლასებსა და ბოსელს საერთო შესასვლელი აქვს. აღნიშნულის შესახებ კახეთის გუბერნატორი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქმის კურსშია. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ კი ჩვენს მიერ გაგზავნილ ოფიციალურ მიმართვაზე არ გვიპასუხა. გაფლანგული თანხები და უწყლოთ დარჩენილი სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის თულარის თემში (სოფლები: თულარი, კაზლარი) 4997 ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს (საგარეჯო.გე). `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში ოფიციალური მონაცემებით, 2010 წელს თულარში ჭაბუღილის ბურღვის სამუშაოებისთვის 35 ათასი ლარი განისაზღვრა, ხოლო მოწყობისთვის 2011 წელს _43 ათას 212 ლარი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოწვდილი ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის 20 ივლისს დასრულდა. როგორც მოსახლეობა განმარტავს, ჭაბურღილი დაბურღეს, მილებიც ჩაყარეს თუმცა სოფელს წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება. `ტრუბები კი ჩაყრილია, მაგრამ წყალი მაინც არ მოდის. გარდა ამისა, ხომ ხედავთ, გზაც რა დღეშია. ისიც არ ვიცი ეს ყველაფერი ვინ უნდა გააკეთოს. რა პროგრამაზე და კრებაზე მეკითხებით? ამ ხნის კაცი ვარ და მაგის მსგავსი არაფერი გამიგია,~ _ გვითხრა იასან შარიფოვმა. სოფელ თულარში მცხოვრები რუსული ენის პედაგოგი ნიზამ შარიფოვი `სპექტრთან~ საუბარში აღნიშნავს, რომ ამჟამად თურქეთის მიერ დაბურღული წყლით სარგებლობენ. `რამდენიმე წლის წინ თურქეთმა (ავტ: თურქეთის თანამშრომლობისა და აღორძინების ადმინისტრაცია) წყალი დაგვიბურღა, რომლითაც დღემდე ვსარგებლობთ. რაც შეეხება, ადგილობრივი გამგეობის მიერ გაკეთებულ ჭაბურღილს, შარშან ნამდვილად დაბურღეს, წყალი ჯერ არ არის, მაგრამ აუცილებლად მოვა,~ _ ამბობს ნაზიმ შარიფოვი. ნაილა ქაზიმოვი ჩვენთან საუბარში თულარში არსებულ არაერთ პრობლემაზე საუბრობს და განმარტავს, რომ `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ შესახებ თანასოფლელების მსგავსად ინფორმაციას არც ის ფლობს. `თულარში არაფერია. გზა, წყალი, გაზი, სკოლა და კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო, ამაზე მეტი პრობლემა რაღა გინდათ?! როგორც თქვენ მეუბნებით, თუ სოფელზე რამე თანხაა გამოყოფილი, აქ არაფერი გაკეთებულა და ალბათ, თვითონ შეჭამეს,~ _ გვითხრა ნაილა ქაზიმოვმა. თულარში კრება რომ არ ჩატარებულა, ამას ადგილობრივი აბდულა ალიევიც აღნიშნავს. მისი თქმით, სოფელს ყველაზე მეტად გზის პრობლემა აწუხებს, რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევს. `გზა არ გვაქვს. ვიღაც ავად რომ გახდეს, ექიმამდე ვერ მივიყვანთ. წვიმის დროს ხომ ისეთი ტალახია, მანქანით მოძრაობა შეუძლებელია. რწმუნებულს ასჯერ ვუთხარით, მაგრამ გინდ გითქვია გინდ არა. მასთან მხოლოდ ცნობებზე მივდივართ და მაგასაც არ გვაძლევს. რა პროგრამაზე მელაპარაკებით, არავითარი კრება არ ჩატარებულა, ვინ რაში გვეხმარება?! უფრო მეტიც მოსახლეობას უთხრეს, ფული ააგროვეთ და გზა თავად მოხრეშეთო. სად გვაქვს ამის საშუალება. საერთოდაც სოფელს პატრონი არ ჰყავს,~ _ გვითხრა აბდულა ალიევმა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თულარში, ისევე როგორც ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ყველა სოფელში, არის მეჩეთი, სადაც შუადღით სალოცავად სოფლის ხანდაზმული მამაკაცები იყრიან თავს. მესამდე სწორედ აქ მყოფი მოსახლეობა, გაზეთ `სპექტრის~ ჟურნალისტებს სოფლის პრობლემებზე ესაუბა. მათი თქმით, ზაფხულში წყალგაყვანილობის მაგისტრალი გააკეთეს, თუმცა ვის მიერ შესრულდა ეს სამუშაოები, ამის შესახებ არაფერი იციან. `როგორც ხედავთ, კრანი მეჩეთის ეზოს წინაცაა, თუმცა აქ მოსული წყალი ჯერ არავის უნახავს. ვიღაც ქართველმა კაცებმა გააკეთეს, სახელი და გვარი არ მახსოვს,~ _გვითხრა ჰამზა ჯამალოვ ალიოღლიმ. `სპექტრმა~ თავად დაათვალიერა ის ჭაბურღილი, რომლის მოწყობისთვისაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკმაოდ სოლიდური თანხა გაიხარჯა. აღმოჩნდა, რომ წყალი არ მოდიოდა. სოფლის ერთ-ერთმა მოსახლემ ამის მიზეზად გაყინული მილები დაასახელა. როგორც გავარკვიეთ, სოფლის საუბნო ქსელში კი არა, ავზიდან გამდინარე წყალი მხოლოდ მის წინ მდებარე ონკანზე მოდის და მოსახლეობაც სწორედ აქედან ეზიდება. თუმცა `სპექტრისთვის~ გაურკვეველი დარჩა რა დანიშნულება აქვს, თულარის თითქმის ყველა უბანში გაკეთებულ იმ ონკანებს, სადაც წყალი არასოდეს მოსულა. აღნიშნულ საკითხებზე, თულარის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს, ადამ ადიგაროვს იმ მიზეზით აღარ დავუკავშირდით, რომ წინა ჩანართის მზადებისას, (გაზეთი `სპექტრი~ #4, ნოემბრის ჩანართში: `სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის~) როდესაც თულარის თემის სოფელ კაზლარზე ვწერდით და მსგავსი ტიპის პრობლემები გამოიკვეთა, მან სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას პრესსამსახური ჰყავს და ყველა ინფორმაციაზე პასუხს ისინი გაგვცემდნენ. აქედან გამომდინარე, თავიდანვე ადგილობრივ ხელმძღვანელობას მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე პასუხი არც მათგან მიგვიღია. სწავლა სკოლის ნაცვლად ბოსელში წლების წინ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოსა და თულარს საერთო საჯარო სკოლა ჰქონდა, თუმცა შენობა უკვე 8 წელია ავარიულ მდგომარეობაშია, რის გამოც მოზარდები კერძო მოსახლეობისგან ნაქირავებ სათავსოებში დადიან. სოფელში სკოლის ფუნქციას სამი კერძო სახლი ასრულებს, რომლის მფლობელებსაც გარკვეულ ქირას უხდიან. აღნიშნული პრობლემის ირგვლივ ინფორმირებულია, როგორც კახეთის გუბერნატორი, ისე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თუმცა ბავშვები დღემდე ისეთ პირობებში სწავლობენ, სადაც კლასებსა და ბოსელს საერთო შესასვლელი აქვს. სკოლის მოსწავლეები ჰასანფაშა დეირხანოვი და მაქსუმ აშიროვი ჩვენთან საუბარში განმარტავენ, რომ ისინი განათლებას არასათანადო პირობებში იღებენ. `სახლებში დავდივართ, სკოლა არ არის, თუმცა ძალიან გვინდა რომ გვქონდეს. ასეთი ადგილას სიარული ცუდია,~ _ ამბობენ სკოლის მოსწავლეები. თულარის მაცხოვრებლები სკოლის აშენებას ითხოვენ. ადგილობრივი ნაილა ქაზიმოვი `სპექტრთან~ საუბარში განმარტავს, რომ მოზარდებს სწავლისთვის ელემენტარული პირობებიც კი არ აქვთ. `სკოლაში ჩემი ორი შვილიშვილი დადის, ამასაც თუ სკოლა ჰქვია. ბავშვები აქა-იქ, სხვადასხვა სახლებში სწავლობენ, სადაც არანაირი პირობა არ აქვთ შექმნილი. რა თქმა უნდა, გვინდა ნორმალური სასწავლო დაწესებულება გვქონდეს,~ _ გვეუბნება ნაილა ქაზიმოვი. სოფლის მოსახლეობა იმასაც აღნიშნავს, რომ განათლების მისაღებად ბავშვებს საკმაოდ შორ მანძილზე უხდებათ სიარული. `სკოლაში მისასვლელად ჩემს შვილიშვილს ყოველდღიურად კილომეტრ-ნახევარის გავლა უწევს. თანაც მეორე სმენაა და სახლში ღამე ბრუნდება. თვითონ ხომ წვალობს, მაგრამ ჩვენც დავიტანჯეთ. გზაზე ქვეყნის მაწანწალა ძაღლია და ბავშვს მარტო ხომ ვერ გავუშვებთ. ნორმალური შენობა რომ იყოს, სადაც ყველა დაეტევა, მეორე სმენა აღარ იქნება საჭირო და პრობლემაც მოგვარდება,~ _ გვითხრა აბდულა ალიევმა. თულარის მოსახლეობის თქმით, სკოლის პრობლემა ცნობილია, როგორც ადგილობრივი ხელმძღვანელობისთვის, ისე კახეთის გუბერნატორისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ერთ-ერთ პრიორიტეტად განათლების სფეროს ასახელებს, სოფელ თულარისა და ლამბალოს სკოლის 800-ზე მეტი მოსწავლე ამ დრომდე `ბოსელში~ სწავლობს. დირექტორის, არაბალ ხეირბახალოვის თქმით, არასათანადო სანიტარული ნორმების გამო, მოსწავლეებს სხვადასხვა დაავადებების და მათ შორის ტუბერკულოზის საფრთხეც ემუქრებათ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებ. გვერდზე წწწ.ესიდა.გე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სკოლის საერთო ფართობი 2698 კვ.მ შეადგენს, სადაც 853 მოსწავლე ირიცხება. სკოლას გააჩნია 20 კომპიუტერი, 1 ლეპტოპი და 1 პროექტორი. `სპექტრს~ თამამად შეუძლია იმის თქმა, რომ აღნიშნული ჩამონათვალი სიმართლეს არ შეესაბამება, რადგანაც ადგილზე მისულებს რადიკალურად განსხვავებული სურათი დაგვხვდა და ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. `სპექტრი~ შეეცადა აღნიშნულის თაობაზე პასუხი კომპეტენტური პირებისგან მიეღო, თუმცა როგორც უკვე განვმარტეთ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ჩვენს მიერ გაგზავნილ ოფიციალურ მიმართვაზე პასუხი არ გაგვცა. რაც შეეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აღნიშნული პრობლემის შესახებ, გაზეთი პასუხს უკვე შვიდი თვეა, უშედეგოდ ელოდება. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული სტრუქტურა `სპექტრის~ კითხვებს უპასუხოდ ტოვებს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 5 / 17 °C
img
საგარეჯო 5 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 12 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 5 / 15 °C
img
ყვარელი 5 / 17 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.