სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის
წინასაარჩევნო ფუჭი დაპირება და გადაუჭრელი პრობლემები
ინგა ბიტარაშვილი; მარინა ბეროშვილი  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ კაზლარში ათეული წლებია, არ აქვთ გზა, წყალი, სკოლა, ამბულატორია და სოფლის ექიმიც კი არ ჰყავთ. მოსახლეობის განმარტებით, ადგილობრივი ხელმძღვანელობა და დეპუტატი წინასაარჩევნოდ ხმების სანაცვლოდ პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ, მაგრამ ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა. `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში პრიორიტეტად შერჩეული სკოლის მშენებლობა, იმ მიზეზით გადაიდო, რომ განსაზღვრული თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა. თუმცა, ადგილობრივებმა არც ის იციან ამის სანაცვლოდ სოფელში რა გაკეთდა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ კაზლარში ათეული წლებია, არ აქვთ გზა, წყალი, სკოლა, ამბულატორია და სოფლის ექიმიც კი არ ჰყავთ. მოსახლეობის განმარტებით, ადგილობრივი ხელმძღვანელობა და დეპუტატი წინასაარჩევნოდ ხმების სანაცვლოდ პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ, მაგრამ ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა.`სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში პრიორიტეტად შერჩეული სკოლის მშენებლობა, იმ მიზეზით გადაიდო, რომ განსაზღვრული თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა. თუმცა, ადგილობრივებმა არც ის იციან ამის სანაცვლოდ სოფელში რა გაკეთდა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის თულარის თემში (სოფლები: თულარი, კაზლარი) 4997 ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს (sagarejo.ge). `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში ოფიციალური მონაცემებით 2010 წელს კაზლარში ჭაბურღილის ბურღვის სამუშაოებისთვის 29 ათას 477 ლარი განისაზღვრა. 2011 წელს კი სკოლის მშენებლობისთვის 21 ათას 198 ლარი გამოიყო. ადგილობრივმა ხელმძღვანელობის ინფორმაციით (პასუხის #რ-109; 22 ნოემბერი 2011) საპროექტო სამუშაოები აგვისტოს თვეში მიმდინარეობდა, თუმცა, აღნიშნული თანხა სკოლის მშენებლობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. `სოფლის მოსახლეობა სათემო შეხვედრების შედეგად მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ შერჩეული პრიორიტეტი შეეცვალა და ზემოაღნიშნული თანხით ორი ერთეული ტრაქტორი-ექსკავატორი შეეძინათ", _ ვკითხულობთ მიმართვის პასუხში. თუმცა, ამ ფაქტს არ ადასტურებენ ადგილობრივი მაცხოვრებლები. უფრო მეტიც, მათი მტკიცებით, ამის შესახებ მხოლოდ გაზეთ `სპექტრის~ სტუმრობისას შეიტყვეს. მათივე განმარტებით, მიმდინარე წელს კრება არ ჩატარებულა და შესაბამისად, პრიორიტეტებიც არავის შეურჩევია. "ტრაქტორი თვალითაც არ გვინახავს. რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენს სოფელში ყველაზე მნიშვნელოვანი სკოლის პრობლემაა. უკვე წლებია გვპირდებიან საკუთარი შენობა გექნებათო, მაგრამ თავადაც ნახეთ ჩვენი შვილები სად და რა პირობებში სწავლობენ," _ გვითხრა ალავერდ გასუმოვმა. `სპექტრმა~ მოინახულა შენობა, სადაც ბავშვებს განათლების მიღება უწევთ. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სკოლა, რომელშიც 140 ბავშვი მხოლოდ I დან VI კლასის ჩათვლით სწავლობს, ნაქირავები საცხოვრებელი სახლის სამ ოთახშია განთავსებული. აღნიშნული ფართის მეპატრონეები, მასწავლებლები არიან და როგორც განმარტავენ, უკვე წლებია მათი სახლი სკოლის ფუნქციას ასრულებს. "35 წელია კაზლარში სკოლა არ გვაქვს. ჩემს სახლში ოთახები 25 წელია გაქირავებული მაქვს, რაშიც თვეში 260 ლარს მიხდიან. მოსწავლეები ორ სმენად, დილით და შუადღით სწავლობენ. ექვსი კლასის შემდეგ ვინც ახერხებს, ლამბალოს სკოლაში დადის. უმეტესობას ამის შესაძლებლობაც არ გააჩნია. ლამბალომდე საკმაოდ დიდი მანძილია გასავლელი, ამიტომ ბავშვებისთვის მარტო სიარული სახიფათოც კია. მოგეხსენებათ, სკოლა არც ლამბალოშია, იქაც ნაქირავებ სახლში სწავლობენ. (თუმცა, იქ სამი სახლია ნაქირავები ავტ.) ადგილობრივ ხელმძღვანელობას არაერთხელ მივმართეთ მაგრამ უშედეგოდ," _ გვითხრა სახლის მეპატრონემ და მათემატიკის მასწავლებელმა სარდარ ალიევმა. მისი მეუღლე, რომელიც ისტორიას ასწავლის `სპექტრთან~ საუბარში განმარტავს, რომ მათთვის უცნობია რაში გაიხარჯა 21 ათას 198 ლარი, რომელიც სკოლის მშენებლობისთვს იყო გამოყოფილი. "სოფელში არაფერი არ არის, მაგრამ ყველაზე მეტად სკოლა გვაინტერესებს. როგორც უკვე გითხარით, ექვსი კლასის შემდეგ ბავშვები ლამბალოში დადიან, რომელიც ჩვენი სოფლიდან 4-5 კილომეტრითაა დაშორებული. მხოლოდ 21 ათასი ლარი რომ გამოიყო, არ იცოდნენ, რომ ამ თანხით სკოლის მშენებლობა შეუძლებელია?! ახლა მის სანაცვლოდ რა კეთდება ამის შესახებ სოფელში არავინ არაფერი იცის," _ გვითხრა აიაც ისმაილოვა-ალიევამ. საცხოვრებელ სახლში განთავსებულ სკოლას ერთ-ერთი მშობელი საძროხეს უწოდებს. იგი განმარტავს, რომ ექვსი კლასის შემდეგ ბავშვები მინდორში მწყემსებად მიდიან. "პატრონი არ გვყავს, რომ სკოლა აგვიშენოს. სადაც ეხლა სწავლობენ, საძროხეს უფრო ჰგავს. ხვალ იმ ოჯახმა საკუთარ სახლში სკოლის არსებობა რომ აღარ მოისურვოს, ბავშვები სად უნდა წავიდნენ?" _ ამბობს ურშან გულიევი. გარდა ამისა, მოსახლეობის თქმით, სოფელში არაერთი საკითხია მოსაგვარებელი. ადგილობრივი ზაითხან ისმაილოვი `სპექტრთან~ საუბარში კაზლარის პრობლემებზე საუბრობს. იგი განმარტავს, რომ მოსახლეობა `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. "რა პროგრამაზე მელაპარაკებით, როცა არაფერი გაკეთებულა. არც გზა გვაქვს, არც წყალი, არც სკოლა და რომ ვკვდებოდეთ, ვერავინ გვიშველის, რადგანაც სოფელში ექიმიც არ არის. უკვე წლებია თურქეთის თანამშრომლობისა და აღორძინების ადმინისტრაციამ წყალი გაგვიკეთა, რომელიც აღარ ფუნქციონირებს. შარშან კი გამგეობამ ვითომ წყალი დაგვიბურღა, მაგრამ ისეთი უხარისხოდ გააკეთეს, რომ მალევე გაფუჭდა. ამჟამად სასმელ და სახმარ წყალს 4 კილომეტრიდან ვირით ან ხელით ვეზიდებით. სკოლის, გზისა და წყლის შესახებ გამგებელს და რწმუნებულს ასჯერ ვუთხარით, თუმცა უშედეგოდ. სოფლის პრობლემების მოსაგვარებლად ერთი კაპიკი არავის გაუხარჯია. ჩვენს ამბავს არავინ კითხულობს. თქვენ პირველები ხართ, ვინც ამ პრობლემით დაინტერესდა," _ გვითხრა ზიათხან ისმაილოვმა. მოსახლეობის თქმით, წლების წინ კაზლარში სოფლის ექიმი იყო, თუმცა ხელფასს არ უხდიდნენ, რის გამოც სამსახური მიატოვა. "ამბულატორია არ გვაქვს, მაგრამ წლების წინ სოფლის ექიმი მაინც გვყავდა. მთავრობა ფულს არ უხდიდა და წავიდა. ახლა ბავშვს სიცხეც რომ ჰქონდეს, გასასინჯად 8 კილომეტრის იქით _ იორმუღანლოში, ან უფრო შორს, საგარეჯოში მიგვყავს. ჩვენს სოფელში 3 ათასი 500 ადამიანი ცხოვრობს და არ შეიძლება, რომ ერთი ექიმი მაინც გვყავდეს?!" _ გვეკითხება მახმად მამედოვი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაზლარის მოსახლეობა იმ დაპირებებზეც საუბრობს, რომელიც `ნაციონალური მოძრაობის~ წევრებმა წინასაარჩევნოდ ხმების სანაცვლოდ აღუთქვეს. "გამგებელი გია ჩალათაშვილი ერთხელ მხოლოდ არჩევნების წინ იყო მოსული. მაშინ პირველად ნახა კაზლარის სკოლა და თქვა, მართლა ძროხის გომურიაო. დაგვპირდა, რომ ამ საკითხს მოაგვარებდა, მაგრამ მას შემდეგ აქეთ აღარ მოუხედავს. მაინტერესებს, კიდევ თუ ახსოვს კაზლარის გზა და იცის თუ არა, რომ აქაც ხალხი ცხოვრობს?!" _ ამბობს ზიათხან ისმაილოვი. ადგილობრივი მცხოვრები აფლათუმ ქარიმოვი განმარტავს, რომ გია ჩალათაშვილის მსგავსად, სწორედ წინასაარჩევნოდ ჩამოვიდა ვექილ ვექილოვიც, რომელიც თულარის თემის დეპუტატობისთვის იყრიდა კენჭს. "არჩევნებზე ლამის ყველას თითო მერსედესს შეგვპირდნენ, მაგრამ რა გინდა, არაფერიც არ გააკეთეს. ამჟამად ვექილა ჩვენი დეპუტატია, რომელმაც ეს თანამდებობა მოსახლეობის მხარდაჭერით დაიკავა. იგი ხმების სანაცვლოდ წყლის გაკეთებას დაგვპირდა. ჩვენს თვალწინ გეგმაც შეადგინა და გვითხრა, რომ `კაცი არ ვიყო, თუ ეს საქმე არ მოგიგვაროთო." მაგრამ მას შემდეგ აღარც მოსულა," _ გვითხრა აფლათუმ ქარიმოვმა. თულარის თემის დეპუტატი ვექილ ვექილოვი `სპექტრთან~ სატელეფონო საუბარში ადასტურებს, რომ სოფელ კაზლარის მოსახლეობას წინასაარჩევნოდ ნამდვილად შეხვდა და წყლის პრობლემის მოგვარებასაც დაჰპირდა. "მე ვიყავი ამ სოფელში და რაც მოსახლეობას შევპირდი ავასრულე. დავპირდი წყალი გექნებათ-მეთქი და ორ ადგილას არის კიდეც. ერთი თურქეთის მიერაა გაკეთებული, ხოლო მეორე ჩემი დაპირებისამებრ, შარშან დავბურღეთ. ცოტა ხნის წინ ჩამრთველი იყო გადამწვარი, რომელიც ამჟამად უკვე შეკეთებულია და წყალი უპრობლემოდ მოდის," _ გვითხრა ვექილ ვექილოვმა. აღნიშნულ პრობლემების თაობაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის თულარის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს ადამ ადიგაროვს დავუკავშირდით. მან სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ გამგეობას პრესსამსახური ჰყავს და ყველა ინფორმაციაზე მათთვის მიგვემართა. ჩვენს მიერ გადაგზავნილი ოფიციალური მიმართვის პასუხად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ გვაცნობა, რომ `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში განსაზღვრულ პრიორიტეტებს მოსახლეობა ირჩევს და შესაბამისად, არსებობს კრების ოქმები მათი ხელმოწერით. რაც შეეხება წყლის პრობლემას, ამაზე შემდეგი სახის პასუხი მივიღეთ: `2010 წელს ჭაბურღილის ბურღვის სამუშაოების ჩატარების შედეგად, სოფელ კაზლარში დაიდგა 3 ცალი წყლის რეზერვუარი. 1 _ 16-ტონიანი და 2 _ 12-ტონიანი, საიდანაც სოფელს საათში 4-5 ტონა წყალი მიეწოდება. მოსახლეობიდან საუბნო ონკანის მაქსიმალური დაშორება არის 100-150 მეტრი~. ჩვენ მოვინახულეთ ჭაბურღილი, რომლის ბურღვის სამუშაოებიც 2010 წელს `სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ~ ფარგლებში შესრულდა. რეზერვუარი ცარიელი აღმოჩნდა და შესაბამისად, შეუძლებელია, სოფელმა საათში 4-5 ტონა კი არა, წყალი საერთოდ მიიღოს. ოფიციალურ პასუხში ასევე აღნიშნულია, რომ "ბატონი გია ჩალათაშვილი ხშირად სტუმრობს მუნიციპალიტეტის სოფლებს მათ შორის არაქართულენოვან მოსახლეობას, ადგილზე ეცნობა იქ არსებულ პრობლემებს. რაც შეეხება წინასაარჩევნო დაპირებებს შეძლებისდაგვარად შესრულებულია." რაც შეეხება სკოლის პრობლემას, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსშია. გაზეთმა `სპექტრმა~ აღნიშნულ უწყებას ოფიციალური მიმართვა ელექტრონული ფოსტით გადაუგზავნა ( This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ) თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია. სატელეფონო საუბარში ოპერატორმა განგვიმარტა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დღეში ათასობით წერილს იღებს, პასუხსაც კი რიგის მიხედვით აგზავნის. თან დაგვიკონკრეტა."ერთი ან ორი თვის შემდეგ, როცა რიგი მოგიწევთ, პასუხსაც მაშინ მიიღებთ." ჩვენს შენიშვნაზე, რომ დღემდე არ მიგვიღია პასუხი იმ მიმართვაზე, რომელიც 6 სექტემბერს აღნიშნულ უწყებას გადავუგზავნეთ, გვიპასუხა: "ალბათ ჯერ თქვენი რიგი არ მოსულა". სამწუხაროდ, სტატიის დასკვნით ნაწილში ხშირად აღვნიშნავთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჩვენს მიერ გადაგზავნილ კითხვებზე პასუხი არ გაგვცა. გაზეთი `სპექტრი~ მოტივირებულია, ეთიკური ნორმების დაცვით სრულყოფილი, დაბალანსებული სტატია მოამზადოს და მოსახლეობაში გაჩენილ კითხვებს კომპეტენტურმა პირებმა უპასუხონ. თუმცა, სახელმწიფო სტრუქტურების უმრავლესობა იგნორირებას ახდენს და თავს ვალდებულად არ თვლის, საზოგადოებას მათთვის საინტერესო და ამავე დროს საჯარო ინფორმაცია მიაწოდოს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 5 / 17 °C
img
საგარეჯო 5 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 12 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 5 / 15 °C
img
ყვარელი 5 / 17 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.