ქალაქ გურჯაანის ქუჩებში მყარი ნარჩენების მართვის პრობლემა დღემდე
მოუგვარებელია. მოქალაქეების ნაწილი, სანაგვე ურნების გაუმართაობასა
და დაზიანებაზე საუბრობს.
მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის 15 იანვრიდან გარემოს დაბინძურებაზე
ძალაში შევიდა ახალი სანქციები, მოქალაქეებს ხშირად არასასურველი
ნარჩენის გადაყრა კვლავ ქუჩაში უწევთ. როგორც ისინი ამბობენ, ურნების
უმრავლესობას ძირი არ აქვს. ქალაქ გურჯაანში გამგებლის
წარმომადგენელმა დიმა არევაძემ მედიაკლუბის წევრებს განუცხადა, რომ
გურჯაანის ქუჩების სისუფთავესა და სანაგვე ურნების მოვლა-პატრონობაზე
პასუხისმგებელი ქალაქის ტერიტორიული ორგანოა.
,,ეს ტენდერზე გასატანი თემაა, ერთსა და ორ დღეში ვერ გადაიჭრება.
მოსაძიებელია ფინანსები, ამიტომ დაზიანებული ურნების საკითხი
ზაფხულამდე ვერ გადაწყდება." -აღნიშნა დიმა არევაძემ.
შეგახსენებთ, რომ ნარჩენების გადაყრაზე კონტროლი სამ სახელმწიფო
სტრუქტურას ევალება. ადგილობრივ თვითმმართველობას, შინაგან საქმეთა
სამინისრტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.
თუკი კანონდარღვევის შეთხვევაში მოქალაქე, ოქმის შემდგენელს არ
დაემორჩილება, 5 000 ლარით დაჯარიმდება.
მასალის გამოყენების პირობები