ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად ყველას აინტერესებს თუ როგორ უნდა
შევხვდეთ ახალ წელს, რა უნდა გავითვალისწინოთ 31 დეკემბრის ღამეს.
მომავალი წლის სიმბოლო ცეცხლისფერი მამალია. 2017 წლის მფარველი
უპირატესობას ოჯახურ ტრადიციებს ანიჭებს. რეკომენდირებულია ახალ წელს
სახლში, ოჯახურ წრეში შეხვდეთ. 2017 წლის შესახვედრად საუკეთესო
ფერების გამა მოოქროსფრო წითელია. არ ჩაიცვათ დეკოლტე და გამჭირვალე
ქსოვილი. ქალის იმიჯი უნდა შედგებოდეს კოქტეილის კაბით წითელი,
ყვითელი ან პასტელური ოქროსფერი ფერებით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით.
ასევე აქსესუარები ძირითად ფერებში. საუკეთესო დამატება იქნება ოქროს
სამკაული ან მარგალიტი. მამაკაცებს შეუძლიათ, არც ისე ფორმალური
ჩაცმულობით შეხვდნენ. მკაცრი კოსტუმი კომფორტის დონეს შეამცირებს,
მაგრამ ახალი წლის შეხვედრა ყოველდღიურ ან სახლის ტანსაცმლით შეხვედრა
მამლის თვალში ამორალურად გამოჩნდება.
სახლის მოსართავად დაშვებულია მხოლოდ მწვანე და ლურჯი ფერები, რომელიც
წითელ ფერთან ერთად სადღესასწაულო განწყობას შექმნის. გამოიყენეთ
ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული ორნამენტები. ცეცხლისფერი მამალი
ხელოვნური ხის მომხრეა. განწყობის შესაქმნელად გამოიყენეთ რბილი
მოსაცმელები, რომელიც ზამთრის ცივი დღეების კარგი კომბინაცია იქნება.
საუკეთესო დეტალი საღამოს გასაფორმებლად იქნება მწიფე წითელი ვაშლები.
საშობაო ვარსკვლავის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მამლის ფიგურა.
2017 წელს თავი შეიკავეთ ქათმისგან მომზადებული კერძებისგან.
უმჯობესია ცხვრის, ძროხის ან ღორის ხორცისგან მოამზადოთ კერძები.
მენიუდან გამორიცხეთ: იხვი, ინდაური, მწყერი. საახალწლო სუფრის
მოსართავად კვერცხის გამოყენება რეკომენდირებული არაა. 2017 წელს
სუფრას უნდა ამშვენებდეს რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული. არ უნდა
დაივიწყოთ არც ხილი. გამოიყენეთ ღია ფერის საახალწლო ჭურჭელი.
სინთეტიკისა და პლასტმასისგან თავი შეიკავეთ.
წყარო: news.vitube.ge
მასალის გამოყენების პირობები