ინფარქტი, ინსულტი, თრომბოფლებიტი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება,
ჰემოროი... მათი წარმოქმნის ერთ-ერთი საერთო მიზეზი გახლავთ -
გასქელებული სისხლი.
ასეთ მდგომარეობაში სისხლი თავისუფლად ვერ გადაადგილდება. შენელებული
სისხლის მოძრაობა შინაგანი ორგანოების ჟანგბადით შიმშილს იწვევს.
ბევრს მიაჩნია, რომ გამოსავალი სპეციალური პრეპარატებია , თუმცა ამ
პრობლემისგან თავის დაცვას მარტივად შეძლებთ, თუ ოდნავ შეცვლით
საკუთარ რაციონს.
რა უნდა გავაკეთოთ სისხლის უკეთესი მიმოქცევისთვის.
დალიეთ რაც შეიძლება მეტი წყალი. ზრდასრულმა ადამიანმა დღეში 1,5-2
ლიტრი წყალი უნდა დალიოს. სუფთა, ნატურალური სასმელი წყალი თრომბების
წარმოქმნისგან თავის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალებაა.
სისხლის გასათხიერებლად უნდა მიიღოთ შემდეგი პროდუქტები:
ზეითუნისა და სელის ზეთი; ნიორი; ხახვი; მზესუმზირა; ლიმონი;
თევზის ქონი; ტომატი და ტომატის წვენი; შვრიის ფაფა; ჟოლო,
მოცვი, შტოში, მარწყვი, ბალი; კოჭა.
სისხლის შემადედებელი პროდუქტებია: ხორცის ბულიონი; ძეხვეული;
შებოლილი პროდუქტები; თეთრი პური; ნაღები; ოსპი;
ცირცელი; ბანანი და მანგო.
სისხლის შედედებას მნიშვნელოვნად აძლიერებს ესევ : მოწევა; ალკოჰოლი;
ბევრი მარილი; შარდმდენი, ჰორმონალური და ჩასახვის საწინააღმდეგო
პრეპარატები.
თრომბისგან თავის დასაზღვევად რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ, იარეთ
ფეხით, ივარჯიშეთ და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
წყარო: reitingi.ge
მასალის გამოყენების პირობები