დამტკიცებულია, რომ კლიმატურ ფაქტორებს დიდი მნიშვნელობა აქვს
ადამიანის ჯანმრთლობისთვის. ამიტომ გაჯანსაღების მიზნით კურორტზე
გამგზავრების წინ უნდა შეარჩიოთ გარკვეული კლიმატური პირობები,
რომელიც მოგიხდებათ.
სწორად შერჩეულ კლიმატს ადამიანზე დროის მცირე მონაკვეთის
განმავლობაში საოცრებების მოხდენა შეუძლია. იგი ხსნის:
დაღლილობას,დეპრესიას,სტრესს,ნერვოზს,ამსუბუქებს ქრონიკული
დაავადებების მიმდინარეობას და აფერხებს ახალი დაავადებების
განვითარებას. იმისათვის, რომ შვებულება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ
გავატაროთ, სწორად უნდა შევარჩიოთ დასვენების ადგილი და გავარკვიოთ,
რომელი კლიმატი იქნება ჩვენთვის ყველაზე კარგი.
სანატორულ-კურორტული მკურნალობა არ არის რეკომენდებული შემდეგი
დაავადებების დროს:
ვენერიული პათოლოგიები,ინფექციური დაავადებები,ფსიქიკური აშლილობა,
ასევე იმ მდგომარეობების დროს, როცა კურორტზე მკურნალობა შეიძლება
საზიანო აღმოჩნდეს: დაავადების მწვავე მიმდინარეობისას,სისხლდენების
დროს,ავთვისებიანი წარმონაქმნების დროს,ორსულობის მეორე და მესამე
ტრიმესტრში.
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ქრონიკული ბრონქიტის,
ტრაქეიტის დროს ნაჩვენებია მკურნალობა ზღვისპირა კლიმატურ, ტყიან,
მთიან კურორტებზე, ისეთებზე, როგორიც არის ბორჯომი, აბასთუმანი,
ქობულეთი.
პლევროპნევმონიის ნარჩენი მოვლენებისას რეკომენდებულია სანატორული
მკურნალობა ბაკურიანში, სურამში, ბორჯომში.
ჰიპერტონული დაავადების მძიმე მიმდინარეობის დროს, თავის ტვინის
სისხლძარღვების გამოხატული სკლეროზის შემთხვევაში სანატორულ-კურორტული
მკურნალობა უკუნაჩვენებია.
სანატორულ-კურორტული მკურნლობის პირობებში წარმატებით მკურნალობენ
კუჭის წყლულს, გასტრიტს, ენტერიტს, სანაღვლე გზებისა და ღვიძლის,
ნაღველ-კენჭოვან დაავადებებს. საჭმლის მომნელებელი ორგანოების
დაავადებების მკურნალობისას რეკომენდებულია უპირატესობა მივანიჭოთ იმ
კურორტებსა და სანატორიუმებს, სადაც კომპლექსში შედის მინერალური
წყლის მიღება, ბალნეოთერაპია გოგირდწყალბადის, რადონის წყლებით, ასევე
ტალახით მკურნალობა.
რაც შეეხება ზღვის კლიმატს, ქრონიკული დაავადებების დროს
რეკომენდებულია ხავერდოვანი სეზონი, როდესაც კლიმატი რბილი და
დამზოგველია გულისა და სისხლძარღვებისთვის.
წყარო: მკურნალი.გე
მასალის გამოყენების პირობები