ბევრს სჯერა, რომ ქვები ზემოქმედებენ აურაზე და შეუძლიათ გადასცენ
თავისი ძალა ადამიანებს. ამიტომ, საჭიროა ზუსტად ის ქვა
იპოვოთ, რომელიც თქვენი თილისმა გახდება.
გაიგე, დაბადების თვის მიხედვით, რომელი ქვა შეიძლება იყოს შენი
თილისმა.
იანვარი - ძოწი
იანვარში დაბადებულები ითავსებენ ხასიათის უნიკალურ თვისებებს: უნარს
იაზროვნონ ანალიტიკურად და გამოიჩინონ სიბრალული ყველა ცოცხალისადმი.
ნებისმიერი ქაოსიდან მათ შეუძლიათ უცბად შექმნან წესრიგი.
თებერვალი - ამეთვისტო
თებერვალში დაბადებულებს კეთილი ზრახვები აქვთ, ისინი ქადაგებენ
მშვიდობას მთელ მსოფლიოში.
მარტი - აქვამარინი
ეს ქვა ოკეანის ასოციაციას იწვევს. ოკეანის მსგავსად, მათაც შეუძლიათ
ყველაფერი მოასუფთაონ ირგვლივ, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი
მნიშვნელობით. მარტში დაბადებულებს ყოველთვის შეუძლიათ მიაღწიონ
პრობლემის ფესვამდე, მათი საკომუნიკაციო უნარები კი ყოველთვის
მოწოდების სიმაღლეზეა!
აპრილი - ბრილიანტი
ეს ადამიანები პრაქტიკულად დაუმარცხებლები არიან და სწრაფად იკრებენ
ძალებს პრობლემების შემდეგ. აპრილში დაბადებულები ჯიუტები არიან. თუ
რაღაცას მოინდომებენ, აუცილებლად მიაღწევენ.
მაისი - ზურმუხტი
ზურმუხტის თილისმის ქვეშ დაბადებულები განსხვავდებიან სიმამაცითა და
სიბრძნით გამოირჩევიან. ზურმუხტი ანიჭებს ადამიანს სიბრძნეს, ეხმარება
განავითაროს ღვთისმოსაობა და გულკეთილობა. მაისში დაბადებული -
ჰარმონიული პიროვნებაა, შესანიშნავი მეგობარი, მეუღლე და მშობელი.
ივნისი - მარგალიტი
მარგალიტის თილისმის ქვეშ დაბადებული - უნიკალური ქმნილებაა.
ოდითგანვე მარგალიტი ასოცირდებოდა უმანკოებასთან და მაგიურ
შესაძლებლობებთან, ამიტომ ივნისში დაბადებულები, ერთის მხრივ,
გულუბრყვილოები არიან, მეორე მხრივ - თითქოს ცხოვრობენ სრულ
ჰარმონიაში გარშემომყოფ სამყაროსთან.
ივლისი - ლალი
თავისი თილისმის მსგავსად, ივლისში დაბადებულები - ბრწყინვალე,
ეფექტური და დრამატული პიროვნებები არიან. ისინი საკუთარ თავში
დარწმუნებულები არიან და ადვილად არ თმობენ პოზიციებს.
აგვისტო - პერიდოტი
ბევრ ადამიანს უყვარს ლაპარაკი, მაგრამ აგვისტოში დაბადებულებს
გააჩნიათ ურთიერთობის ბუნებრივი ნიჭი. მათ შეუძლიათ დაიმეგობრონ
ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ვითარებაში.
სექტემბერი -საფირონი
სექტემბერში დაბადებულები გამოირჩევიან სიმშვიდით და განსაკუთრებული
ჭკუით. ისინი ხშირად აკეთებენ თავის კარიერას სახელმძღვანელო
თანამდებობებზე.
ოქტომბერი- ოპალი
ოქტომბერში დაბადებულები განსხვავდებიან სამყაროზე იდეალისტური
შეხედულებით. უყვართ, როცა ყურადღების ცენტრში არიან. მათ
შესანიშნავად აქვთ განვითარებული ინტუიცია.
ნოემბერი - ციტრინი
ადამიანები, ვისი თილისმაც ციტრინია, ურთიერთობაში სასიამოვნო
პიროვნებები არიან. თითქოს იღბალი ყველგან დასდევთ, განსაკუთრებით
როცა საუბარი ფინანსებს ეხება.
დეკემბერი - ლურჯი ტოპაზი
დეკემბერში დაბადებულები გამოირჩევიან კონსერვატულობით. ძლიერი
პიროვნებები არიან, როცა საჭიროა ყოველთვის მხარში ამოუდგებიან
ადამიანს და დაეხმარებიან დაუფასებელი რჩევით.
წყარო: news.vitube.ge/
მასალის გამოყენების პირობები