კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაასკვნა, რომ დაბადების
თარიღი ადამიანის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას.
მეცნიერებმა შეიმუშავეს მათემატიკური მეთოდი, რომელიც ადამიანის
დაბადების თვესა და მომავალში ავადმყოფობის რისკს შორის კავშირის
დადგენის საშუალებას იძლევა. მრავალრიცხოვანი მონაცემის დამუშავების
შედეგად მათ 55 დაავადებასა და დაბადების თარიღს შორის სტატისტიკური
კავშირის დამადასტურებელი “ვარსკვლავური” ალგორითმი გამოიყვანეს.
გაზაფხულზე დაბადებულები გაცილებით ჯანმრთელნი არიან, ვიდრე ისინი,
ვინც ქვეყნიერებას შემოდგომაზე მოევლინა;
ყველაზე შესაშური ჯანმრთელობით მაისში დაბადებული ბავშვები
გამოირჩევიან;
ავადმყოფობის ყველაზე მაღალი რისკი ოქტომბერში დაბადებულებს აქვთ;
იმუნური სისტემის დაავადებები ყველაზე მეტად ნოემბერში დაბადებულებს
ემუქრებათ;
ბრონქული ასთმა ყველაზე ხშირად ივლისსა და ოქტომბერში დაბადებულების
პრობლემაა;
მარტში დაბადებულთათვის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია
დამახასიათებელი.
მოსალოდნელ დაავადებათა ნუსხა თვეების მიხედვით:
იანვარი - ჰიპერტონია, კარდიომიოპათია;
თებერვალი - ფილტვებისა და ბრონქების დაავადებები;
მარტი - გულის უკმარისობა, მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება,
არითმია;
აპრილი - სტენოკარდია;
მაისი - ყველაზე იღბლიანი თვეა, ამ თვეში დაბადებულებს შეუძლიათ,
მთელი სიცოცხლე შესაშური ჯანმრთელობით დატკბნენ;
ივნისი - წინარეინფარქტული სინდრომი, ძლიერი სტენოკარდია;
ივლისი - ასთმა;
აგვისტო - ისეთივე ბედნიერი თვეა, როგორიც მაისი;
სექტემბერი - საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები;
ოქტომბერი - ალერგია, სასუნთქი გზების ინფექციები;
ნოემბერი - არითმია,
ფილტვის პათოლოგიები;
დეკემბერი - თრომბების წარმოქმნისა და სისხლჩაქცევებისადმი
მიდრეკილება.
მეცნიერთა დასკვნა, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს,
რომელიც ამა თუ იმ თვეში დაიბადა, აუცილებლად რომელიმე კონკრეტული
ავადმყოფობა დაემართება - ეს მონაცემები მხოლოდ დაავადების
აღმოცენების მაღალ ალბათობაზე მიუთითებს
წყარო: მკურნალი.გე
მასალის გამოყენების პირობები