წყალი ორგანიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. მისი სწორად
დალევის რეჟიმი წონის დაკარგვას უწყობს ხელს.
ექსპერტები ადამიანებს ურჩევენ დღის განმავლობაში მინიმუმ 2 ლიტრი
წყლის დალევას. ეს რაოდენობა ადამიანს ტენიანობას უნარჩუნებს,
გამოიყოფა ოფლი და ორგანიზმის გაწმენდას უწყობს ხელს. პროდუქტების
აქტიური გადამუშავება ხელს უწყობს წონის შენარჩუნებას, გახდომას,
ცელულიტის დაშლას და ბევრ დაავადებას გვაცილებს თავიდან. თამამად
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ჯანმრთელობა და სილამაზე უმეტესწილად
წყალზეა დამოკიდებული. ასეთი მარტივი ჩვევების გამომუშავებით კი
საკუთარ თავს ძალიან დაეხმარებით.
1. წყალი უნდა მიიღოთ დილიდან. ძილის დროს ადამიანი ოფლიანობს,
სუნთქავს. ამიტომ ნუ დაგავიწყდებათ დილით 1-2 ჭიქის დალევა.
2 . არ შეიძლება მისი დალევა ჭამის დროს. უმჯობესია, თბილი წყალი
ჭამამდე 20 წუთით ადრე მიიღოთ. ასე საჭმელიც მარტივად გადამუშავდება
და ნაკლებ კალორიასაც მიიღებთ.
3. ნუ დალევთ მას ჭამის დასრულებისთანავე. ამან შეიძლება თქვენი კუჭი
გადატვირთოს.
4. აუცილებლად მიიღეთ წყალი საკვების მიღებებს შორის. ჭამიდან 30-40
წუთის შემდეგ შეგიძლიათ დალიოთ ჩაი ან ყავა. შემდეგ კი აუცილებლად
დალიეთ წყალი.
5. არ შეიძლება მისი მიღება, გვიან ღამით. სასმელი წყალი არა უგვიანეს
6-7 საათამდე მიიღეთ. ეს ღამით აუცილებლად დაგიფრთხობთ ძილს და დილით
შეიძლება თვალის უპეები შეგისივდეთ.
6. ნუ დალევთ ერთიანად ფიზიკური აქტივობის შემდეგ. თუ წყლის დალევა
გსურთ, მიიღეთ ის მცირე ულუფებით. ასე თავიდან აიცილებთ დაღლილობას,
დეჰიდრატაციას, გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს.
7 . წყალი ორგანიზმს ზამთარშიც ისევე სჭირდება, როგორც ზაფხულში. ასე
რომ, ნურასდროს დატოვებთ ამ საკითს უყურადღებოდ. წყლის მარაგი
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი კანის, თმის და შინაგანი
ორგანოებისთვის.
წყარო: mediamall.ge
მასალის გამოყენების პირობები