სპეციალისტების აზრით, თუ ბროწეულს რეგულარულად მივიღებთ, გული
საათივით იმუშავებს და სიბერეც დიდხანს არ მოგვიკაკუნებს კარს.
პირველ რიგში ბროწეული უზრუნველყოფს ორგანიზმს სასარგებლო
ნივთიერებებით. მასში შედის 15 ამინომჟავა, რომელთაგან 5 შეუცვლელია,
იგი ასევე მდიდარია К, С, В9, В6 ვიტამინებით და მინერალებით
(კალიუმი, სპილენძი, ფოსფორი).
ამაგრებს გულს. მასში უხვადაა პუნიკალაგინი. ეს ნივთიერება
ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და ზრდის ანტიოქსიდანტურ
სტატუსს. ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და აქვეითებს სისხლში
ცუდი ქოლესტერინის დონეს. ხელს უშლის ართროზის განვითარებას. იგი
მდიდარია К ვიტამინით, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლებისა
და შემაერთებელი ქსოვილის ნივთიერებათა ცვლაში, კალციუმის
ათვისებაში.
ბროწეული აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დეფორმაციას, ხსნის ანთებასა
და ამცირებს შეშუპებას. კარგია კბილებისთვის. მისი წვენი ხელს
უწყობს კბილის ნადების მოცილებას, გააჩნია ანტიმიკრობული და
ანტივირუსული თვისებები, ასუფთავებს პირის ღრუს ბაქტერიებისგან, რის
გამოც მცირდება ღრძილების დაავადებების განვითარების რისკი.
ის იცავს ორგანიზმს კიბოსგან, მისი რეგულარული მიღება რამდენადმე
ამცირებს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს. ს წვენი
აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას. აძლიერებს იმუნიტეტს, С ვიტამინის
შემცველობის ხარჯზე. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ხელს უწყობს
ჭრილობების შეხორცებას. აუმჯობესებს ეპიდერმისის უჯრედების
რეგენერაციას.
ბროწეული ამაღლებს სისხლში ჰემოგლობინს. კარგია შაქრიანი
დიაბეტის დროს. თუმცა სჯობს ამ შემთხვევაში მივიღოთ წყლით გაზავებული
ბროწეულის ახლად გამოწურული წვენი.
და ბოლოს ბროწეული გვინარჩუნებს ახალგაზრდობას. მისი ექსტრაქტი
მედიცინაში ხშირად გამოიყენება როგორც ანტი-აგე დანამატი. იგი
აფერხებს კანის დაბერების პროცესს და ხელს უშლის ასაკობრივი
პიგმენტური ლაქების წარმოქმნას.
წყარო: მკურნალი.გე
მასალის გამოყენების პირობები