ადამიანმა მთელი სიცოცხლე უნდა იზრუნოს იმუნურ სისტემაზე. ევროპელმა
მეცნიერებმა შეადგინეს იმ მცენარეების ტოპათეული, რომლებიც სისტემის
გაძლიერებას უწყობს ხელს.
1. ტყისა და ბაღ-ბოსტნის კენკრა - სასარგებლოა არა მარტო ცოცხალი
ნაყოფი, არამედ წვენი და მურაბაც. ის ზამთარში ორგანიზმს
ვიტამინებისა და უნიკალური მიკროელემენტების ნაზავით კვებავს.
2. წითელი ჭარხალი - ეს ბოსტნეული, იმუნიტეტის მომატებასთან ერთად,
აუმჯობესებს მადას, თავიდან გვაცილებს ანთებითი პროცესების
განვითარებას, დადებითად მოქმედებს სისხლზე და ნერვულ სისტემაზე
3. კოჭა (ჯანჯაფილი) - კოჭას ახალი, დაკონსერვებული თუ დაფქული ფესვის
გამოყენება აძლიერებს იმუნურ სისტემას და ინფექციებით გამოწვეულ
პრობლემებსაც გვაცილებს თავიდან.
4. . სტაფილო - მისი ახალგამოწურული წვენი სასარგებლოა როგორც
ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის. მასში შემავალი ვიტამინები,
მინერალები და ეთერზეთები ორგანიზმზე დადებით ზემოქმედებას
ახდენს.
5. ციტრუსები - ლიმონი, ფორთოხალი და ყველა სხვა ციტრუსი ც ვიტამინის
მთავარი წყაროა და მისი მაღალი კონცენტრაციის წყალობით შესანიშნავად
აძლიერებს იმუნურ სისტემას.
6. მდინარეების, ზღვებისა და ოკეანეების პროდუქტები - ზღვის
კომბოსტო, თევზეული, მოლუსკები უხვად შეიცავს იმ ვიტამინებსა და
მინერალებს, რომლებიც აღადგენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციებს,
ამარაგებს მას იოდითა და თუთიით.
7. რძემჟავა პროდუქტები - მაწონი, კეფირი, იოგურტი, ხაჭო ორგანიზმის
დამცავ და იმუნიტეტის შემანარჩუნებელ სასარგებლო ბაქტერიებს
შეიცავს.
8. ნატურალური თაფლი - შავი ქლიავით, კაკლით თუ ქიშმიშით
შეზავებული, მაღლა სწევს ჰემოგლობინის დონეს, ებრძვის სტრესს,
აძლიერებს იმუნიტეტს და დადებითად მოქმედებს სისხლის
მიმოქცევაზე.
9. ნიორი - ის საუკეთესო პრობიოტიკია, რომელიც ასტიმულირებს იმუნურ
სისტემას და იცავს ორგანიზმს ინფექციური დაავადებებისგან. თუ ადამიანი
ავად გახდა, ეს პროდუქტი აუცილებლად უნდა შეიტანოს რაციონში.
10. მწვანე და შავი ჩაი - უამრავი ვიტამინის, ეთერზეთისა და
მიკროელემენტის შემცველია. ის არა მარტო იმუნიტეტის ამაღლებას უწყობს
ხელს, არამედ ანტიოქსიდანტების უხვი შემცველობის წყალობით დადებითად
მოქმედებს გარეგნობაზეც, ამაღლებს გუნება-განწყობილებას და ხელს
უწყობს ნივთიერებათა ცვლას.
წყარო: მკურნალი.გე
მასალის გამოყენების პირობები