ფული და კეთილდღეობა ადამიანისთვის აუცილებელია. გთავაზობთ რამდენიმე
რჩევას, რომელიც ამისთვის აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
1.თუ გინდათ, რომ ცუდმა ადამიანებმა, ბოროტებამ არ შემოაბიჯოს თქვენს
სახლში და მხოლოდ წარმატება გახდეს თქვენი სტუმარი – კარების თავზე
ჩამოკიდეთ გადაჯვარედინებული ანწლის ტოტები.
2. დილას ლოგინიდან ამდგრებმა ჯერ მარჯვენა ფეხი შემოსეთ და არასოდეს
დაიწყოთ მეორე ფეხსაცმლის ძებნა, ჯერ ორივე იპოვეთ და შემდეგ
ჩაიცვით.
3. თუ გინდათ, რომ სახლში წარმატება შემოვიდეს, ოჯახში იქონიეთ სხვა
ქვეყნების მონეტები, უმჯობესია ვერცხლის.
4. იმისათვის, რომ თქვენს ცხოვრებაში ახალი კარგი პერიოდი დაიწყოს,
დაელოდეთ ახალ მთვარეს და სახლში ავეჯი გადაადგილეთ.
5. არასდროს დატოვოთ მაგიდაზე შეუჭმელი პურის ნაჭერი. პურის, თუნდაც
გაფუჭებული ნაჭრების გადაგდება არ შეიძლება. უკეთესი ჩიტებს ან
ცხოველებს აჭამოთ.
6. თუ წარმატებამ ზურგი შეგაქციათ, სახლის ყველა ფანჯარაზე მარილი
დაყარეთ. მარილი იქამდე ეყაროს, სანამ წარმატება არ დაგიბრუნდებათ.
შემდეგ კი აკურატულად მოაგროვეთ მარილი ისე, რომ ხელით არ შეეხოთ,
მოათავსეთ რაიმე პაკეტში და გარეთ გაიტანეთ, შემდეგ კი სადმე
ჩამარხეთ.
7. თუ გინდათ, ფული მთელი წლის განმავლობაში გქონდეთ, ახალი წლის
ღამეს დიდი კუპიურები გადათვალეთ.
8. ფულის დათვლა, ან გასესხება მხოლოდ დღის საათებში შეიძლება. თუ
ამას საღამოს გააკეთებთ ფული დაგტოვებთ.
9. მზის ჩასვლის შემდეგ ფულის ხელიდან ხელში გადაცემა არ შეიძლება.
უკეთესია თუ ფულს მაგიდაზე დადებთ, ან იატაკზე დააგდებთ.
10. როდესაც სახლში ცომეულს აცხობენ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება
რაიმე ცუდზე საუბარი და ფიქრიც კი. ცომეული კარგად არ გამოცხვება და
ოჯახში უბედურება შემოვა.
11. იმისათვის, რომ ფული შემოგივიდეთ, დაელოდეთ ახალ მთავრეს, გადით
გარეთ და მთვარეს ფული დაანახეთ. ფული ამოიღეთ ან საფულედან ან
ჯიბიდან.
12. თუ გინდათ, რომ სიღარიბეს თავი დააღწიოთ საფულეში მწვანე კვარცის
ქვა ატარეთ.
13. ასევე ფულის მოსაზიდათ, საფულეში ფირუზიც შეიძლება ჩადოთ. უბრალოდ
დროდადრო ამოიღეთ და ხელებში გაათბეთ.
წყარო: მედიამალლ.გე
მასალის გამოყენების პირობები