ქათმის კვერცხი ერთადერთი პროდუქტია, რომლის 97-98% ათვისებაც ორგანიზმის მიერ ხდება და ფაქტიურად არ ტოვებს შლაკებს კუჭ-ნაწლავში.
კვერცხი მდიდარია ცილებით, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის განვითარებისათვის და სწორი ფუნქციონირებისათვის.
გასათვალისწინებელია, რომ კვერცხი ამცირებს "კარგი" ქოლესტერინის დონეს და ამაღლებს "ცუდ" ქოლესტერინს. ეს ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. სწორედ ამიტომ ჰარვარდის სკოლის ექიმების განცხადებით, კვირაში 7 ცალი ან მეტი რაოდენობით კვერცხის გამოყენება სახიფათოა ჯანმრთელობისათვის.
რაც შეეხება კვერცხის ნაჭუჭს, ის დიდი რაოდენობით მიკროელემენტებს შეიცავს – ფტორი, სპილენძი, რკინა, მარგანეცი, მოლიბდენი, ფოსფორი, გოგირდი, თუთია, სილიციუმი – სულ 27 ელემენტს. ერთი კვერცხის ნაჭუჭი შეიცავს 2გრ. კალციუმს.
რისთვის და როგორ გამოიყენება ეს უებარი მასალა.
1) ორგანიზმის გაძლიერება და სისხლის გაწმენდა - გარეცხეთ 5 კვერცხი, მოაშორეთ შიგთავსი და გაასუფთავეთ ნაჭუჭი. დაფხვენით ის კარგად და დაასხით 3 ლიტრი ანადუღარი წყალი. შეინახეთ ნარევი მაცივარში 7 დღით. 7 დღის შემდეგ მიიღეთ ორი-სამი ჭიქა ნარევი დღეში, როგორც სასმელი წყალი. სურვილის მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონის წვენი უკეთესი გემოსთვის.
2) ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები - აიღეთ 8 კვერცხი, გამოაცალკევეთ ნაჭუჭი და დაფხვენით წვრილად. დაასხით 2 ლიმონის წვენი და დატოვეთ მაცივარში რამდენიმე დღის განმავლობაში. როდესაც ნაჭუჭი დარბილდება, დაასხით მას ერთი ლიტრი არაყი და 1 კგ თაფლი. შეინახეთ მაცივარში 7 დღით. 7 დღის შემდეგ მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი ორი-ოთხჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.
) გასტრიტი, წყლულოვანი დაავადებები - დაფხვენით კვერცხის ნაჭუჭები. დაყარეთ ცოტაოდენი დანის წვერზე. ამ რაოდენობის საკმარისი იქნება მკურნალობისთვის. შეურიეთ დაფხვნილ მასას 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. როდესაც ნაჭუჭი დარბილდება, დაამატეთ 0.1 ლიტრი ცხელი რძე. მოიხმარეთ ეს ნარევი დღეში 2-ჯერ – უზმოზე დილით და ძილის წინ, საღამოს.
მასალის გამოყენების პირობები