კიბო ისეთი დაავადებაა, რომელსაც თითქმის ყველანაირი სიმპტომი შეიძლება ჰქონდეს.
ნიშნები და სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული თუ სხეულის რა ნაწილშია დაავადება, რამდენად დიდია მისი ზომა და რამდენად ძლიერ ეფექტს ახდენს ორგანოებსა თუ ქსოვილებზე. როდესაც კიბო იზრდება, დარტყმა ახლომდებარე ორგანოებს, სისხლძარღვებსა და ნერვულ სისტემას აქვს. თუ კიბო კრიტიკულ არეშია, მაგალითად ტვინის გარკვეულ ნაწილზე, ყველაზე პატარა ზომის სიმსივნეც კი სიმპტომებს გამოიწვევს. თუმცა, ზოგჯერ პროცესი ისე მიმდინარეობს, რომ პაციენტი სიმპტომებს ვერ გრძნობს. მაგალითად, პანკრეასის ჯირკვლის კიბო.
აუცილებლად უნდა იცოდეთ კიბოს ძირითადი სიმპტომები. თუმცა, თუ რომელიმე მათგანი აღმოგაჩნდათ, არ ნიშნავს, რომ კიბო გჭირთ. თუ მსგავსი სიმპტომები დიდხანს გრძელდება, ექიმთან ვიზიტია საჭირო.
1. წონაში დაკლება: ბევრი ადამიანი, ვინც კიბოთია დაავადებული, წონაში იკლებს. როდესაც კილოგრამებს სრულიად უმიზეზოდ კარგავთ, ამას ვერ ხსნიან. თუ სრულიად მოულოდნელად 5 კილოზე მეტი დაიკელით, ექიმთან ვიზიტია საჭირო. ძირითადად წონაში საგრძნობლად იკლებენ პაციენტები, რომელთაც პანკრეასის, კუჭის, საყლაპავი მილის, ან ფილტვების კიბო აქვს.
2. ციებ-ცხელება: ეს სიმპტომი ძირითადად მაშინ ჩნდება, როდესაც კიბო ორგანიზმში ვრცელდება. კიბოთი დაავადებული პაციენტების დიდ ნაწილს აღენიშნება ციებ-ცხელება, განსაკუთრებით მაშინ, თუ კიბო, ან მისი მკურნალობა გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე. არც თუ ისე ხშირად ციებ-ცხელება შესაძლოა, ლეიკემიის, ან ლიმფომას საწყისი ნიშანი იყოს.
3. დაღლა: თუ თავს სუსტად გრძნობთ და ადვილად იღლებით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
4. ტკივილი: ტკივილი შესაძლოა, ადრეული სიმპტომები იყოს ისეთი ტიპის კიბოსი, როგორიცაა ძვლის ან სათესლე ჯირკვლების. ძლიერი თავის ტკივილი, შესაძლოა ტვინის სიმსივნის ნიშანი იყოს.ზურგის ტკივილი შესაძლოა, მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის, ან საკვერცხეების კიბოს სიმპტომი იყოს. ამასთან, ტკივილი ხშირად იმას ნიშნავს, რომ კიბოს ორგანიზმში მეტასტაზები აქვს.
5. კანის ცვლილება: კიბოს შემთხვევაში ზოგჯერ კანი ფერს იცვლის. მუქი ფერის კანი (ჰიპერპიგმენტაცია), მოყვითალო კანი და თვალები (სიყვითლე), გაწითლებული კანი (ერითომატოზული), ქავილი, ჭარბი დოზით თმის ზრდა.
მასალის გამოყენების პირობები