მარიხუანასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი ასოციაცია ჩნდება – მოწევა. მას ნარკოტიკად მიიჩნევენ და ამიტომ ასოციალურ პროდუქტად ითვლება.
კანაფი ბევრ დაავადებას კურნავს. სწორედ ამის გამო ზოგიერთ ქვეყანაში იგი ლეგალურია და მეტიც, მისი ყიდვა აფთიაქში არის შესაძლებელი. გთავაზობთ იმ დაავადებების ჩამონათვალს, რომელსაც ეს მცენარე კურნავს.
1. ალცჰეიმერი - ეს თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით ხასიათდება და საბოლოოდ ჭკუასუსტობას იწვევს. მის სიმპტომებად მეხსიერების დაკარგვა და კოგნიტური დისფუნქცია ითვლება. სამწუხაროდ, მისი წამალი ჯერ-ჯერობით არ გამოუგონიათ. სწავლულები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კანაფი ამ დაავადების პროგრესს უშლის ხელს და აჩერებს.
2. ეპილეფსია - ეს დაავადება ხასიათდება კრუნჩხვებითა და გულყრებით, რაც თავის ტვინის ნეირონული ჯგუფების პროქსიმალური სინქრონული განტვირთვის შედეგია.კანაბიდიოლი, რომელსაც გაუსუფთავებელ მარიხუანასთან შედარებით ნაკლებად გამოხატული თვისებები აქვს, 54 %-ით ამცირებს შეტევების რიცხვს.
3. გაფანტული სკლეროზი - მას მეორენაირად ენცეფალომიელიტს უწოდებენ. ეს ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული არაპროგნოზირებადი დაავადებაა, რომლის დროსაც თავის და ზურგის ტვინის ნერვული უჯრედები კვდება და იწყება ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემები. კვლევებმა აჩვენეს რომ კანაბინოიდი ექიმებს ეხმარება აკონტროლონ პაციენტის სპაზმები.
4. სიმსივნე - ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის პროცესში კანაბინოიდი ყოველდღიურად უფრო და უფრო აქტიურად ერთვება. აშშ-ს ზოგიერთ შტატში მას ოფიციალურად იყენებენ სიმსივნით დაავადებულების სამკურნალოდ პროცესის შესაჩერებლად, მადის გასაუმჯობესებლად და უძილობისგან თავის დასაღწევად.
5. შიზოფრენია - მარიხუანა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება თავად იწვევს შიზოფრენიის მსგავს ეფექტს, შიზოფრენიას კურნავს. ამაზე კვლევები და ექსპერიმენტები წლებია უკე მიმდინარეობს და შედეგები დადებითია.
6. II ტიპის შაქრიანი დიაბეტი - ეს პირველი ტიპის დიაბეტისგან იმით განსხვავდება, რომ ინსულინზე დამოკიდებული არ არის. მეცნიერები აქაც წლებია ატარებენ კვლევებს და მივიდნენ დასკვნებამდე, რომ მარიხუანა ორგანიზმში შაქრის დონეზე დადებითად მოქმედებს. მარიხუანისგან დამზადებული წამლების ოფიციალურმა მწარმოებელმა – ლიცენზირებულმა ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ, ამ ტიპის დიაბეტიკებისთვის წამალიც კი შექმნა – GW42004
7. ასთმა - ტრადიციულად მიიჩნევა, რომ მარიხუანას მოწევა ფილტვების პათოლოგიებს იწვევს. New England Journal-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად სულ სხვა რამე გაირკვა – კანაფი ასთმატიკებზე დადებითად მოქმედებს და ხშირ შემთხვევაში სრულიად კურნავს ამ დაავადებას.
8. ართრიტი და ძვლის მოტეხილობები - ძვლოვანი დაავადებებისა და მოტეხილობების მკურნალობა მარიხუანას ერთ-ერთი უმთავრესი დადებითი თვისებაა. კვლევებმა აჩვენა, რომ მარიხუანაში არის კომპონენტი, რომელიც ძვლების აღდგენის პროცესს აჩქარებს და ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზებას ახდენს, რაც მას მომავალი დაზიანებისგან იცავს. მას ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც აქვს.
9. C ჰეპატიტი - ვაიომინგსის ინსტიტუტში (აშშ), სადაც მარიხუანას სამკურნალო თვისებებს სწავლობენ შეიმუშავეს c ჰეპატიტის განკურნების სქემა. კლინიკური კვლევების შედეგად გაირკვა, რომ პაციენტების 99.8 % სრულიად განიკურნა.
არავინ ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ მარიხუანას მოწევა ძალიან სასარგებლო და ჯანსაღი ჩვევაა. იგი წამალია და ყველა წამალს აქვს გვერდითი ეფექტები. მაგალითად, მისი ხშირი მოხმარება უარყოფითად მოქმედებს რესპირატორულ ორგანოებზე, ნერვულ სისტემაზე და იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, თუმცა შედარებისთვის რომ ავიღოთ ნაკლებად მავნეა ვიდრე ალკოჰოლური სასმელი.
წყარო: Mental.ge
მასალის გამოყენების პირობები