თაფლს ბუნებრივ ანტიბიოტიკს უწოდებენ. რაც უფრო ადრეული ასაკიდან დაიწყებს ადამიანი მის რეგულარულ მიღებას, მით უფრო შეძლებს ჯანმრთელობის შენარჩუნებას და სიბერის დამარცხებას.
თაფლის უნიკალური თვისება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის ორგანიზმში შეუძლია არასრულფასოვანი კვებით გამოწვეული ხარვეზები შეავსოს. ამასთანავე ის გამოდევნის ტოქსიკურ ნივთიერებებს ორგანიზმიდან.
მისი მიღებისას ორგანიზმი უფრო კარგად უმკლავდება სხვადასხვა ინფექციებს, იზრდება ორგანიზმის ტონუსი, შრომისუნარიანობა და ამტანობა. ის 25%–ით ტკბილია შაქარზე, ორგანიზმისთვის ადვილად შეთვისებადი და ნახშირწყლების მარაგის აღსადგენად ყველაზე მისაღები პროდუქტია. შეიძლება ითქვას, რომ თაფლი ორგანიზმისთვის უნივერსალური დამცავი საშუალებაა.
თაფლს მრავალმხრივი სამკურნალო თვისება გააჩნია – იგი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის, ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოწესრიგებას, ფილტვების და სასუნთქი გზების ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს ჰემოგლობინს და ორგანიზმის იმუნურობას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. ადამიანის ორგანიზმისათვის სასარგებლო ეს ნივთიერებების საწყობი არა მარტო ჯანმრთელობის ხელშესაწყობად, არამედ სილამაზისთვისაც ფართოდ გამოიყენება. ის სახის კანისთვის, ცელულიტების საწინააღმდეგოდ და დამამშვიდებელი აბაზანებისთვის საუკეთესოა.
თაფლი თქვენი სხეულის ფორმებს დიეტის გარეშე შეამცირებს. დიეტოლოგი გვარწმუნებს, რომ საკმარისია ქალბატონებმა ძილის წინ ერთი კოვზი თაფლი მიირთვან, მათი სხეული დიეტის გარეშე დაიწყებს ცხიმებისგან გათავისუფლლებას.
მასალის გამოყენების პირობები