სპექტრი+
კანის მოვლა ორმოცდაათი წლიდან
კანი 25 წლიდან იწყებს დაბერებას, მისი მოვლა უფრო და უფრო რთულდება, ხოლო 50 წლისთვის პრობლემები პიკს აღწევს. ამ დროს კანი ეშვება, ნაოჭდება, პიგმენტური ლაქების დაფარვა მეტად და მეტად ჭირს... თუ ჯეროვნად მოუვლით, კანი 50 წლის ასაკშიც კი მიმზიდველი დარჩება. გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას. თვალების ირგვლივ კანის მოსავლელად გამოიყენეთ კრემები, რომლებიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რეტინის მჟავას და ნეიროპეპტიდებს. ეს ინგრედიენტები მას სიგლუვეს შეუნარჩუნებს და თავიდან აგვაცილებს "ჩამქრალი" მზერის ეფექტს. შეარჩიეთ მკვებავი კომპონენტების შემცველი კოსმეტიკა. საუკეთესოა ნაწარმი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ანტიოქსიდანტები და ანთების საწინააღმდეგო ინგრედიენტები, მაგალითად, E ვიტამინი. იძინეთ მაღალ სასთუმალზე, რათა ძილის დროს თავი აწეული გქონდეთ. ეს თავიდან აგვაცილებს ქუთუთოებში სითხის დაგროვებას, შეშუპებას და თვალების ირგვლივ მუქი ჩრდილების გაჩენას. ღაბაბის მოსაცილებლად დაიზილეთ კისერი და ნიკაპისქვეშა არე სკრაბით, რომელიც შეიცავს ალფაოქსიმჟავას, მაგალითად, გლიკოლის ან რძის მჟავათი. ეს ასტიმულირებს კოლაგენის რეგენერაციას. მასაჟისთვის გამოიყენეთ შრატი, რომლის შემადგენლობაში შედის რეტინოლი და პეპტიდები კოლაგენისა და ელასტიკური ბოჭკოების გასამაგრებლად. სტრუქტურების გაძლიერების შედეგად კანი იჭიმება და სიმკვრივედაკარგული ლოყები აღარ ჩამოეშვება. კანის დასანოტივებლად გამოიყენეთ ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე კრემი, მაგალითად, კოენზიმ Q10-ის, C ვიტამინის, ალფა-ლიპოის მჟავას შემცველი. ეს ნივთიერებები ებრძვის კოლაგენის დამშლელ თავისუფალ რადიკალებს, მატებს კანს სიმკვრივეს, ელასტიკურობას. არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი კრემი, რადგან ულტრაიისფერი სხივები აბერებს, ადუნებს კანს, მოშვებული კანი კი უსიამოვნოდ ჩამოეკიდება. სახის ფერი - პირსაბანი საშუალებები უფრო რბილი უნდა იყოს და ნაკლებად ქაფდებოდეს - რაკი ასაკთან ერთად კანი შრება და თხელდება, მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ მასზე მექანიკური ზემოქმედება, მათ შორის - დაბანის დროს ხახუნი და ზეწოლა. სამი წუთის განმავლობაში დაბანის შემდეგ მსუბუქი დარტყმითი მოძრაობით წაისვით კანზე დამატენიანებელი კრემი, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას. რეტინოიდების შემცველი დამანოტივებელი კრემი კი კანს გაღიზიანებისგან დაიცავს. კვება - 50 წლიდან განსკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ კანის კვებას. მისი სიმშრალე და სისათუთე ლიპიდების ნაკლებობის ბრალია. დეფიციტის შევსებაში დაგვეხმარება კრემის შემადგენლობაში არსებული ცხიმი. ასე რომ, შეარჩიეთ საშუალებები, რომლებსაც უფრო მკვრივი ცხიმოვანი სტრუქტურა აქვს. ნაოჭების გასასწორებლად, კონტურების აღსადგენად კანს ღრმა ზემოქმედება სჭირდება. მრავალი კოსმეტოლოგიური კომპანია უშვებს კოსმეტიკის ხაზს 50+, რომელიც სწორედ ამ ასაკსა და მისთვის დამახასიათებელ პრობლემებზეა ორიენტებული. კრემის შეძენამდე გაეცანით შემადგენლობას და მოხმარების წესს. ყურადღება მიაქციეთ ვადას. სასურველია, კრემის შემადგენლობაში შედიოდეს კოლაგენი, ჰიალურონის მჟავა, გლიცერინი, ელასტინი, ამინმჟავები. თვალებისა და ტუჩების ირგვლივ კანი განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. აქ უნდა წავისვათ ლიფტინგეფექტის მქონე შრატი. თუ შერჩევაში პროფესიონალ კოსმეტოლოგსაც დაიხმარებთ, შედეგი საუკეთესო იქნება. კანის მოვლის კარგი საშუალებებია ნიღბები - მკვებავი და დამანოტივებელი. შინ შეიძლება მოამზადოთ ისინი მცენარეული ზეთისგან, არაჟნისგან, კვერცხის გულისგან, თიხისგან. აუცლებელია კვების რეჟიმის მოწესრიგება, რადგან ჯანსაღი და ახალგაზრდული კანი სწორი კვების შედეგია. ჩართეთ რაციონში ვიტამინებით მდიდარი, ახალი, ნატურალური პროდუქტები. მრავალი კოსმეტოლოგი აღიარებს, რომ ნაოჭებთან ბრძოლის მთავარი იარაღია სახის კანის რეგულარული მასაჟი. ტექნიკა მარტივია: საჩვენებელი და შუა თითების ნაზი, წრიული მოძრაობით "გადაასწორეთ" ნაოჭები. დაიწყეთ შუბლის შუა ხაზიდან, ნაზად და რბილად ჩამოდით საფეთქელსა და ქუთუთოებზე, გადადით ცხვირსა და ლოყებზე. პირის ირგვლივ, სადაც მიმიკური ნაოჭი ყველაზე მეტია, უფრო თავდაჯერებულად იმოქმედეთ. სახის მასაჟი დაასრულეთ ნიკაპზე, მერე კი კისერს მიხედეთ. პროცედურის დასასრულს წაისვით ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი. ყველამ იცის, რომ ტონუსის შესანარჩუნებლად აუცილებელია ყოველდღიური დატვირთვა. ვარჯიში კანსაც სჭირდება. მას ყოველდღიურად 10-15 წუთს თუ დაუთმობთ, ცვლილებებს ერთ თვეში შეამჩნევთ. სახის კანის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ვარჯიშია ჩვეულებრივი მთქნარება. ამ დროს მოქმედებაში მოგვყავს სახის რამდენიმე კუნთი, რის გამოც სისხლის მოდენა ძლიერდება, ჩქარდება ცვლის პროცესები უჯრედულ დონეზე, რაც ხელს უწყობს წვრილი ნაოჭების გადასწორებას.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. 21-ე საუკუნეში ხშირად მიდის
მსჯელობა იმაზე, რომელი ძაღლია უფრო საყვარელი, უფრო ლამაზი ან უფრო
გამოსადეგი ამა თუ იმ საქმიანობისთვის. შესაძლოა, ზოგიერთი ძაღლის
ჯიში კონკრეტული პროფესიის ადამიანისთვის იყოს მისი განუყოფელი
პარტნიორი. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ძაღლების ლამაზი ჯიშების
ათეულს. მეტად საინტერესოა, როგორია 21-ე საუკუნის სილამაზის
სტანდარტები ადამიანის საუკეთესო მეგობრებისთვის.
ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. 21-ე საუკუნეში ხშირად მიდის მსჯელობა იმაზე, რომელი ძაღლია უფრო საყვარელი, უფრო ლამაზი ან უფრო გამოსადეგი ამა თუ იმ საქმიანობისთვის. შესაძლოა, ზოგიერთი ძაღლის ჯიში კონკრეტული პროფესიის ადამიანისთვის იყოს მისი განუყოფელი პარტნიორი. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ძაღლების ლამაზი ჯიშების ათეულს. მეტად საინტერესოა, როგორია 21-ე საუკუნის სილამაზის სტანდარტები ადამიანის საუკეთესო მეგობრებისთვის.
13:31 / 09.08.2022
კარგად დააკვირდით ფოტოს, ეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
არ გეგონოთ.
კარგად დააკვირდით ფოტოს, ეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გეგონოთ.
13:56 / 21.04.2022
პიტნის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი. ძველ რომსა
და საბერძნეთში პიტნას ჰაერის არომატიზატორად იყენებდნენ: მისი წვენით
წმენდნენ იატაკს, იბანდნენ ხელებს, ხოლო კონებს ოთახის კუთხეებში
ჰკიდებდნენ.
პიტნის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდანაა ცნობილი. ძველ რომსა და საბერძნეთში პიტნას ჰაერის არომატიზატორად იყენებდნენ: მისი წვენით წმენდნენ იატაკს, იბანდნენ ხელებს, ხოლო კონებს ოთახის კუთხეებში ჰკიდებდნენ.
11:56 / 13.05.2021
თეთრეულის გაუთოვება ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი რუტინაა
დიასახლისებისთვის. ჩვენ გასწავლით რამდენიმე ხრიკს, რაც ამ პროცესს
გაგიადვილებთ.
თეთრეულის გაუთოვება ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი რუტინაა დიასახლისებისთვის. ჩვენ გასწავლით რამდენიმე ხრიკს, რაც ამ პროცესს გაგიადვილებთ.
12:31 / 19.09.2020
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 3 / 9 °C
img
საგარეჯო 2 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 6 °C
img
სიღნაღი 3 / 9 °C
img
ლაგოდეხი 3 / 8 °C
img
ყვარელი 3 / 9 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 9 °C
img
კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.