ძვირფასი ქვების გავლენის შესახებ ადამიანის ბედსა და ჯანმრთელობაზე, ალბათ არაერთგზის გსმენიათ.
გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ, როგორია ძვირფასი ქვებისა და თითების შესაბამისობა. აუცილებელია სწორად შეარჩით ხელის თითი და კონკრეტული ძვირფასი ქვა, შესაბამისი ბეჭდის სატარებლად.
მაგალითად: ცერი თითი პლანეტა მარსს შეესაბამება. ამ თითზე მასიური ბეჭდის ტარებაა სასურველი, რომელიც მოლურჯო-მომწვანო ფერის ქვით იქნება გაწყობილი (მაგ. საფირონი ან ლაზურიტი). ბეჭედი ამ თითზე ხელს უწყობს თაყვანისმცემლების სიმრავლეს, თუმცა რაკიღა მარსი ანატომიურად თავთან ასოცირდება ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ სავსებით შესაძლოა არცთუ გაწონასწორებული ფსიქიკის მქონე პარტნიორები მოიზიდოს თქვენკენ ბეჭედმა.
საჩვენებელი თითი იუპიტერის ენერგეტიკასაა - ამიტომ ამ თითზე აჯობებს ბეჭედი ატაროს ხალხმა, ვისაც საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება სურს. სასურველია, ბეჭედი საჩვენებელ თითზე იყოს გაწყობილი საფირონით ან აქვამარინით. ამასთან ერთად ჯობია იგი ოქროსგან იყოს დამზადებული.
შუა თითი სატურნის ენერგეტიკას ემთხვევა - ამიტომ ამ თითზე ბეჭედის ტარება ხელს უწყობს გენეტიკური ვალების გადამუშავებას და ზოგადად, საკუთარი ბედის შეცვლას. შესაბამისად, ბეჭედი რომელსაც შუა თითზე ვიკეთებთ მაქსიმალური სიფრთხილით უნდა იყოს შერჩეული. საუკეთესო ვარიანტი ამ მხრივ არის ვერცხლის ბეჭედი, რომელიც გაწყობილი იქნება ე.წ. მთვარის ქვით.
უსახელო თითზე რომელიც ენერგეტიკულად მზეს შეესაბამება და კავშირშია გულთან და ზოგადად ემოციურ სამყაროსთან, ატარებენ საქორწინო ბეჭედს. სასურველია გარდა ქორწინების ბეჭდისა ამ თითზე ატაროთ წითელი თვლებით - ლალით, ძოწით და ტურმალინით გაწყობილი სამკაული.
დაბოლოს ნეკი მერკურის ენერგეტიკას იმეორებს. შესაბამისად, ამ თითზე ბეჭდის ტარება სასურველია მაშინ, როცა გიწევთ საჯაროდ სიტყვით გამოსვლა ან თქვენი საქმიანობა მასმედიას, ტელევიზიას უკავშირდება. კარგი იქნება თუ ნეკისთვის შერჩეულ ბეჭედს ზურმუხტის ან ქრიზოლიტის თვლიანს აარჩევთ.
მასალის გამოყენების პირობები