შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა არც კი იცის, რომ სხვა გარემო ფაქტორებთან ერთად სიღარიბის მიზეზებს ხშირად არასწორად შერჩეული საფულე განაპირობებს.
ეზოთერიკოსებს მიაჩნიათ, რომ სწორად შერჩეული საფულე კარგი მატერიალური შემოსავლის საწინდარია. ფერი, ფორმა, მასალა და სხვა ნიუანსები რომლის მიხედვითაც საფულეს არჩევთ განაპირობებს იმას, თუ რა ოდენობის თანხას გამოიმეტებს თქვენთვის კოსმოსი...
ფენ-შუის მიხედვით არსებობს ტონალობები, რომელიც ფულსა და სიმდიდრეს იზიდავს. ესენია: ყვითელი და ყვითლის ყველა ელფერი, შავი, ყავისფერი, ზოგადად მიწის და ნებისმიერი მეტალის ფერი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი. ნაკლებად შეაჩერეთ არჩევანი შემდეგ ტონალობებზე: წყლის ფერი (ლურჯი, ღია ცისფერი, მომწვანო-შაბიამნისფერი), წითელი ან ნარინჯისფერი. ამგვარი საფულიდან ფული მომენტალურად "ქრება".
საფულე აუცილებლად უნდა იყოს ტევადი. სასურველია ჰქონდეს რამდენიმე შიდა ჯიბე, მათ შორის ყველა დიდი ჯიბე მსხვილი კუპიურების ჩასადებათ. თუ თქვენ საფულეში მსხვილი კუპიურის მოკეცილად ჩადება გიწევთ, ე.ი. ამგავრ კუპიურებს იშვიათად გამოგიგზავნით კოსმოსი! აუცილებელია ცალ-ცალკე გქონდეთ ხურდის და მსხვილი ფულისთვის განკუთვნილი განყოფილება. ერთმანეთში ნურასოდეს აურევთ ამ ორს! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი შემოსავალი სტაბილურად მზარდი ვერასოდეს იქნება.
სასურველია საფულე ბუნებრივი მასალისგან იყოს დამზადებული. ამისთვის ხავერდი ან სუფთა ტყავი გამოგადგებათ. ამგვარი მასალა ფულს საუკეთესოდ იზიდავს თქვენკენ. ნუ ატარებთ საფულეს ხელოვნური ტყავისგან, იმიტომ რომ მათი ხელოვნურობა სამომავლოდ ფინანსების მხრივ ერთი შეხედვით პერსპექტიულ, მაგრამ საბოლოო ჯამში არაფრის მომცემ შემოთავაზებებს გააქტიურებს თქვენს ცხოვრებაში.
არსებობს ე.წ, "ფულის მომზიდველი" ჩინური ამულეტი, რომელიც ერთმანეთზე გადაბმული სამი მონეტისგან შედგება. მართალია ამგვარი ამულეტის ყიდვა ეზოთერულ მაღაზიებშიც შეიძლება, გამზადებული სახით, მაგრამ აჯობებს, თავად დაამზადოთ იგი და საფულით ატაროთ მუდამ, ფულთან ერთად.
კიდევ ერთი სასარგებლო ამულეტია საფულის ჯიბეში ყურძნის, მწვანე ჩაის ან პიტნის გამოსახულებით ფოტოს ან ნახატის ტარება. ამ მცენარეებს გააჩნიათ უნარი საკმაოდ სოლიდური თანხა მოიზიდონ თქვენკენ.
ასევე კარგია თუკი საფულით ატარებთ სიმბოლურად ერთ დოლარიან კუპიურას, რომელიც არასოდეს არ უნდა დახარჯოთ. ეს კუპიურა იზრუნებს იმაზე, რომ თქვენი საფულისკენ თანამოძმეები აქტიურად მოიზიდოს.
ფული საფულეში იერარქიული პრინციპით უნდა განლაგდეს. ჯერ მსხვილი, შემდგომში კი წვრილი კუპიურები. არასოდეს ამოასუფთავოთ პირწმინდად საფულე! დატოვეთ თუნდაც ხურდა ფული მასში. სასურველია, საფულით ატაროთ ე.წ. "ბედნიერი მონეტა" - პირველი ხელფასიდან, საუკეთესო მეგობრის მიერ ნაჩუქარი ან წარმატებული საქმიანობიდან შემორჩენილი კუპიურა ან ხურდა ფული.
ფული უნდა გიყვარდეთ და მათ პატივისცემით ეპყრობოდეთ. ამიტომ ნებისმიერი კუპიურა კარგად უნდა გაასწოროთ საფულეში მოთავსების წინ. დაჭმუჭნულ-ჩაკუჭულ ფულს ბედნიერება არ მოაქვს.
აუცილებლად გაათავისუფლეთ საფულე სხვადასხვა ტიპის ხარახურისგან - ფული არ მოდის იმ საფულეში, რომელიც სავსეა ძველი ქვითრებით, ქაღალდზე მიწერილი ტელეფონის ნომრებით და სხვა ტიპის უსარგებლო რამე-რუმეებით.
თუკი საფულემ ე.წ. "პეწი" დაკარგა, გაიხა, გაუფუჭდა ელვა-შესაკრავი, გაჩნდა ნახვრეტი რომელიმე ჯიბეში - ეს პირველი ნიშანია იმისა, რომ მალე შესაძლოა თქვენი მატერიალური შემოსავალი განახევრდეს. გახსოვდეთ, ხარვეზებში ფული მიედინება უმისამართოდ და თან მიაქვს თქვენი ბარაქა! უცილებლად შეიძინეთ ახალი საფულე, ხოლო ძველს დაუნანებლად გადაუძახეთ სანაგვე ყუთში.
წყარო. მწვანე.გე
მასალის გამოყენების პირობები