ფეხების ოფლიანობა ბევრი ადამიანის პრობლემა და თამამად შეიძლება ითქვას სერიოზული სატკივარია. ფაქტია, რომ პრობლემასთან დაჟინებით და მუდმივად ბრძოლაა საჭირო.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას პრობლემის მოსაგვარებლად:
1. ფეხების დეზოდორირების საუკეთესო საშუალება მათი საპნით დაბანაა. თუმცა ზოგიერთები ამას არ აქცევენ ყურადღებას და შხაპის მიღების დროსაც კი ავიწყდებათ ტერფების საგანგებოდ გასაპვნა. ამის გამო ფეხების კანზე უამრავი ბაქტერია რჩება. ფეხები დღეში რამდენჯერმე უნდა დაიბანოთ; უმჯობესია ცივი წყლით; თუ ამას წესად დანერგავთ უსიამოვნო სუნს აუცილებლად დაამარცხებთ.
2. დაბანის შემდეგ ფეხები კარგად გაიმშრალეთ. მიაქციეთ ყურადღება თითებს შორის უბნებს. დარჩენილი სისველე ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას.
3. ფეხსაცმლის ჩაცმისა და სახლიდან გასვლის წინ, კარგად დაბანილ და გამშრალებულ ფეხებზე, განსაკუთრებით თითებს შორის, დაიყარეთ სურნელოვანი ტალკი. ეს უკანასკნელი კარგად იწოვს სისველეს და იცავს ფეხების კანს დაზიანებისაგან.
4. ეცადეთ იაროთ ფეხშიშველმა. განსაკუთრებით სასარგებლოა ქვიშაზე, მიწაზე და ქვებზე ფეხშიშველა სიარული. ამ დროს აქტიურდება ტერფებზე მრავლად არსებული ნერვული დაბოლოებები, რაც თავის მხრივ დადებით გავლენას ახდენს ნერვულ ტროფიკაზე.
5. აიღეთ მუხის ქერქი, დაფქვით ფქვილისებრი მასის მიღებამდე. წინდის ჩაცმამდე ტერფებზე მიიყარეთ.
ეს პროცედურა რეგულარულად ორი კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ.
6. კარგად დაიბანეთ ფეხები თბილი წყლითა და საპნით, გადაივლეთ ცივი წყალი, საგულდაგულოდ გაიმშრალეთ. აიღეთ ხორბლის, ქერის, შვრიის ან ჭანგას ჩალა და თითებზე დაიწანით, ისე, როგორც ამას კალათის დაწნისას მიმართავენ. ჩაიცვით სუფთა წინდები და მთელი ღამით გაიჩერეთ. ერთ კვირაში ფეხების ოფლიანობის პრობლემა აღარ გემახსოვრებათ.
მასალის გამოყენების პირობები