დღესდღეობით ხშირად ვსარგებლობთ პლასტმასისგან დამზადებული ჭურჭლით.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ამერიკელმა მეცნიერებმა უნიკალური კვლევების შედეგები წარმოადგინეს. ისინი ამტკიცებენ, რომ პლასტმასი არა მარტო მავნეა, არამედ რთულად გამოდის ორგანიზმიდან. ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს მავნე პროდუქციის ჩამონათვალი, სადაც აღნიშნულია პლასტმასის ფანჯრები, ავეჯი და ჭურჭელი. ამ უკანასკნელიდან პლასტმასის მავნე ნაწილაკები საკვებთან კონტაქტით დაუბრკოლებლად ხვდება ორგანიზმში.
როგორ შევამციროთ პლასტმასის ჭურჭლიდან მიღებული ზიანი?
ერთჯერადი ჭიქები შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ წყლისთვის. მჟავე წვენები, გაზიანი, ცხელი და ალკოჰოლური სასმელები სჯობს პლასტმასის ჭიქებით არ დავლიოთ. ყველა ეს პროდუქტი რეაქციაში შედის პლასტმასის შემადგენლობაში არსებულ ქიმიურ ნაერთებთან და წარმოქმნის შხამიან ნივთიერებებს.
არარეკომენდებულია ერთჯერად თეფშებსა და კონტეინერებში მოვათავსოთ ცხელი პროდუქტები. არ მოიმარაგოთ პლასტმასის ჭურჭელი. რაც უფრო დიდი ხნისაა იგი, მით ტოქსიურია. სხვადასხვა მარკის საკვებ პლასტიკს განსხვავებული თვისებები გააჩნია. ერთი მარკა განკუთვნილია წყლის ბოთლების წარმოებისთვის, მეორე გაზიანი სასმელებისთვის. იოგურტის ჭიქები მზადდება ისეთი მარკის პლასტმასისგან, რომელიც რძის ცხიმისა და მჟავისადმი ნეიტრალურია. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოვიყენოთ პლასტმასის შეფუთვა როგორც საკვების შესანახი კონტეინერი, ხოლო ერთჯერადი ჭურჭელი მრავალჯერადად.
წყლის ბოთლში განმეორებით მხოლოდ წყლის ჩასხმა შეიძლება. ერთჯერადი ჭურჭელი გარეცხვას არ ექვემდებარება.
საკვები კონტეინერში მოთავსებამდე გააცივეთ. მიკროტალღური ღუმელისთვის გამოიყენეთ სპეციალური ჭურჭელი.
სწრაფი კვების დამამზადებლები ხშირად იყენებენ პოლისტიროლის ჭიქებს, პაკეტებს, თეფშებს ცხელ წყალთან შეხებისას, ეს მასალა იწყებს მავნე სტიროლების გამოყოფას. ამიტომ ყველაფერი შეეცადეთ გადაიტანოთ კერამიკულ ან ემალირებულ ჭურჭელში და შემდეგ დაასხათ მდუღარე წყალი.
თუ გაყინულ პროდუქტს ყიდულობთ შეფუთვაში, გაითვალისწინეთ, რომ გალღობის შემდეგ შეფუთვა დაკარგავს ყინვამდგრადობას. სიფრთხილით მოეკიდეთ ნახატებიან ჭურჭელს: პლასტმასის საღებავები შეიცავს მძიმე მეტალებს.
პლასტმასის ჭურჭელით ნუ ისარგებლებთ ორსულობის, ლაქტაციის დროს და ბავშვთა კვებაში.
პლასტმასის სათამაშოების შეძენისას უპირატესობა მიანიჭეთ მას, რომელსაც გააჩნია მარკირება "არ შეიცავს ბისფენოლ А-ს".
წყარო: მკურნალი.გე
მასალის გამოყენების პირობები