სოდა უნივერსალური საშუალებაა, რომელიც კულინარიაშიც და კოსმეტოლოგიაშიც გამოიყენება.
გთავაზობთ სოდის გამოყენების რამდენიმე საშუალებას, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგადგებათ.
1. კანის გასაახალგაზრდავებლად და დასარბილებლად შეურიეთ ერთმანეთში წყალი და სოდა,ისე, რომ სქელი ფაფისებური მასა მიიღოთ. წაისვით სახის, ხელებისა და იდაყვების გაუხეშებულ ადგილებზე წრიული მოძრაობით. კანი დაგირბილდებათ და გაუხეშებული ნაწილები მოგცილდებათ.
2. ფეხების მოსავლელად ერთმანეთს შეურიეთ2 ჩაის კოვზი მარილი და 1 ჩ/კ სოდა. დაასხით ცხელი წყალი, როგორსაც გაუძლებთ და ჩაყავით ფეხები. ამგვარად ფეხიდან მოიშრებთ ჭუჭყსა და გაუხეშებულ კანს.
3. აავსეთ სააბაზანო თბილი წყლით და დაუმატეთ ნახევარი ჭიქა სოდა. იგი გაგისუფთავებთ კანს და აბრეშუმისნაირს გაგიხდით. მაგრამ გახსოვდეთ, სოდიანი წყალი კარგად უნდა ჩამოიბანოთ კანიდან.
4. სოდისა და თბილი წყლის სუსტი ნაყენი იდეალური საშუალებაა სახიდან კოსმეტიკისა და კანის გაუხეშებული ნაწილების მოსაშორებლად.
5. თმის დასაბანად 1/2 ჩ/კ სოდა შამპუნის იმ რაოდენობაში დაუმატეთ, რაც ერთ დაბანაზე გჭირდებათ. იგი გაგისუფთავებთ თმას. არ დაგავიწყდეთ, თმის საფუძვლიანი დაბანა, რათა სოდა თმაზე არ დაგრჩეთ.
6.თუ თმა გაგიცხიმიანდათ, მაგრამ მის დასაბანად დრო არ გაქვთ, დააყარეთ სოდა სავარცხელს და დაივარცხნეთ თმა. სოდა ადვილად მოგაშორებთ ცხიმს და გაგიხალისებთ თმას.
7. მზის აბაზანის შემდეგ კანი რომ დაამშვიდოთ და გააგრილოთ, კანზე სოდისა და წყლის (პროპორციით 3:1) ფაფისებური მასა წაისვით.
8. თმის სავარცხლისა და ჯაგრისის გასაახლებლად ჯამში ჩაასხით 1 ლიტრი წყალი და დაუმატეთ 4 ჩ/კ სოდა, კარგად მოურიეთ და მასში ჩააწყვეთ თმის სავარცხელი და ჯაგრისი. ამგვარად მათ ლაკს, საღებავის ნარჩენებსა და სხვა კოსმეტკურ საშუალებებს მოაშორებთ.
9. კბილების გასათეთრებლად ერთმანეთში შეურიეთ თანაბარი რაოდენობით მარილი და სოდა. მიღებული ნარევით გაიხეხეთ კბილები (ნამიანი ჯაგრისი ნარევში უნდა ჩააწოთ). ეს მეთოდი კბილებსაც გაგითეთრებთ, უსიამოვნო სუნსაც მოგაშორებთ და პირში არსებულ მიკროიარებსაც მოგიშუშებთ.
10. სოდა დაგეხმარებათ გაისუფთავოთ ფრჩხილები და დაირბილოთ ნუნები. ამისათვის სოდა მანიკიურის ჯაგრისზე დაიყარეთ და ფრჩხილები საგულდაგულოდ გაიწმინდეთ.
11. ნებისმიერი მწერის ნაკბენის შემდეგ კანზე ცოტა სოდა დაიყარეთ. იგი კანის სწრაფ შეხორცებასაც უწყობს ხელს.
მასალის გამოყენების პირობები