მსხალი გაჯერებულია შაქრით, ორგანული მჟავებით, ფერმენტებით, უჯრედისით, C, B1, P, PP ვიტამინებით, A პროვიტამინით, მიკროელემენტებით (მათ შორის - იოდითაც), ნახშირწყლებით.
მსხალი ხშირად უნდა მივირთვათ, მაგრამ სწორად. არ გირჩევთ მის ჭამას უზმოზე. არავითარ შემთხვევაში არ დააყოლოთ წყალი. ასევე არ არის სასურველი მისი მიღება ხორცთან ერთად და მარხვის დროს.
ახლა ამ საოცარი ხილის თვისებებს გავეცნოთ:
1. მსხლის წვენი გამაჯანსაღებელი, ვიტამინებით გაჯერებული სითხეა. ის განსაკუთრებით სასურველია მათთვის, ვისაც მუცლის ღრუს სერიოზული პრობლემები აქვს.
2. მოხარშული და შემწვარი მსხალი უძველესი დროიდან ხველების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებად არის მიჩნეული.
3. ექიმბაშები მსხალს მაღალი სიცხის დროს აჭმევდნენ ავადმყოფებს.
4. ძველად ამ ნაყოფს ჩეჩქვავდნენ, ნაჭერზე ათავსებდნენ და ჭრილობებზე იდებდნენ - მიაჩნდათ, რომ მსხალი იარებს აშუშებდა.
5. ძველარაბულ ნაშრომებში მითითებულია, რომ მსხალი ფილტვების საუკეთესო წამალია. იგი შეიცავს ბუნებრივ ანტიბიოტიკს - არბუტინს, რომელიც მსხლის წვენსა და კომპოტს ანტიბაქტერიულ თვისებებს ანიჭებს.
6. მსხალი კარგია მათთვისაც, ვისაც გახდომა სურს. ის ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, არ შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს და ამიტომაც მრავალ დიეტაში რთავენ.
7. მნიშვნელოვანია მის როლი საჭმლის მომნელებელი სისტემის გაჯანსაღებაში. ის აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, თუმცა მის შემადგენლობაში შემავალმა უჯრედისმა შესაძლოა კუჭ-ნაწლავი ცოტათი კიდეც გააღიზიანოს.
8. მის შემადგენლობაში შემავალი მჟავები განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულთათვის და მათთვის, ვისაც სისხლის მიმოქცევის, სისხლძარღვების პრობლემა აქვს.
9. მსხალი სასარგებლოა არითმიის დროს, ის არეგულირებს გულისცემას, რადგან მასში დიდი რაოდენობით კალიუმია.
ექიმებმა, დიეტოლოგებმა და ფსიქოლოგებმა ისიც დაამტკიცეს, რომ ეს საოცარი ხილი დაავადებების დაძლევასთან ერთად განწყობილების გაუმჯობესებაშიც გვეხმარება.
მასალის გამოყენების პირობები