პროთრომბინის მომატება თრომბოზებისა და თრომბოემბოლიური მდგომარეობის(თავის ტვინის სისხლძარღვების შევიწროება) განვითარების საშიშროებას ქმნის.
პროთრომბინის დონის მომატებისას რეკომენდებულია წელიწადში 3-4 სამკურნალო კურსის ჩატარება თეთრი ტირიფისა და ქაფურას ქერქით: აიღეთ ერთი სადილის კოვზი ნედლეული, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 10 წუთს ადუღეთ, შემდეგ 45 წუთს გააჩერეთ, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ 2 სადილის კოვზი. მკურნალობის თითოეული კურსი 10 დღეს მოიცავს.
სისხლის გათხევადებისათვის რეკომენდებულია:
- დიდი ოდენობის სითხე (წყალი, მინერალური წყალი, წვენი, წვნიანი). წყალს უხვად შეიცავს ბოსტნეული (მაგალითად, კიტრი);
- წითელი ყურძნის წვენი (უმჯობესია, შინ დაწურული) – დღეში ნახევარი ჭიქა 75%-ით ამცირებს თრომბოციტების აქტივობას (შედარებისთვის: ასპირინი, რომელსაც უფრო ხშირად იყენებენ, ამ მაჩვენებელს მხოლოდ 45%-ით აქვეითებს);
- შტოშის ნაყენი – ის ასპირინზე არანაკლებ ეფექტურად მოქმედებს სისხლის შედედების ფუნქციაზე (აიღეთ 2 სუფრის კოვზი ნაყოფი, დანაყეთ, დაასხით მდუღარე წყალი, 10-15 წუთს გააჩერეთ და დალიეთ);
- ნიახურის წვენი – მასში არსებული ნატრიუმი ხელს უშლის სისხლისა და ლიმფის გასქელებას;
- უმი ხახვი და ნიორი;
- ალუბალი (5-6 კგ სეზონზე);
* პომიდორი, განსაკუთრებით – თესლის გარშემო არსებული მასა, რადგან სწორედ მასშია თავმოყრილი სისხლის გამათხიერებელი ნივთიერებები;
* იოდით მდიდარი საკვები, მაგალითად, ზღვის კომბოსტო – ამცირებს სისხლის წებოვნებას, ზრდის სისხლძარღვთა ტონუსს, აქვეითებს წნევას, თუმცა სიჭარბე მავნებელია;
* ყვითელი ძიძოს ნაყენი (1 ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალზე) – ამცირებს სისხლის წებოვნებას, ხსნის სპაზმს და აუმჯობესებს სისხლის დინებას. მცენარეს ასხამენ მდუღარე წყალს, 20-25 წუთს აჩერებენ და დღეში 3-ჯერ 1/3-1/2 ჭიქას სვამენ.
* კივი (დღეში 2-3 ნაყოფი მაინც) – სასარგებლოა პროთრომბინის მომატების, ათეროსკლეროზული პროცესების, თრომბოფლებიტის, ასევე – იშემიური ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის დროს.
წყარო: mcvane.ge
მასალის გამოყენების პირობები