სიბერე ყველასთვის გარდაუვალია. მეცნიერების აზრით, ქვემოთ ჩამოთვლილი სასმელები ადამიანის ორგანიზმს ამ პროცესის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება.
1. წყალი - იმისათვის, რომ კანი ჯანსაღად გამოიყურებოდეს, საჭიროა მისი დატენიანება, რაშიც წყალი შეგვიწყობს ხელს. სასურველია, თუ წყლის დღიური ნორმა არანაკლებ 8 ჭიქისა იქნება. წყალი ასევე საჭიროა ტვინის სწორი ფუნქციონირებისთვის.
2. ყავა - ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი მიირთმევს ყავას, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ იგი კიბოს საწინააღმდეგო საშუალებად მიიჩნევა. European Journal of Cancer Prezentation–ში გამოქვეყნებული მეცნიერული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, დღეში 1 ფინჯანი ყავა 10%–ით ამცირებს კიბოს დაავადებათა რისკს.
3. ალკოჰოლი- მისი ზომიერი დოზით მიღება დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე, კერძოდ გონებასისუსტესა და ალცჰეიმერის დაავადებაზე. მეცნიერები ქალბატონებს 1 ჭიქას, ხოლო მამაკაცებს 2 ჭიქა წითელი ღვინის ყოველდღიურ მიღებას ურჩევენ.
4. მწვანე ჩაი - ეს სასმელი სახელგანთქმულია იმით, რომ გულ–სისხლძარღვთა დაავადებათა რისკს ამცირებს. მასში შემავალი ფტორი კბილებს ამაგრებს და დაბლა სწევს კარიესების მაჩვენებელს. მეცნიერები ასევე ამტკიცებენ, რომ მწვანე ჩაი უჯრედოვან დაბერებასაც უშლის ხელს, რასაც მასში შემავალ ანტიოქსიდანტებს აწერენ.
5. კაკაო - ეს ერთგვარი ბეღელია ფლავონოიდებისა, რომელიც სისხლძარღვებს ელასტიურობას ანიჭებს, რითაც ამცირებს ჰიპერტონიულ, შაქრიანი დიაბეტის, ათეროსკლეროზის, თირკმლის დაავადებათა და მეხსიერიების პრობლემათა რისკებს.
6. სოიოს რძე - მასში შემავალი იზოფლავინის რეკორდული რაოდენობა შესანიშნავად მოქმედებს კანზე. ეს ნატურალური კომპონენტები კანს ეხმარებიან კოლაგენის გამომუშავებაში, რაც მისი სიმკვრივისა და ელასტიურობისთვისაა საჭირო.
7. წითელი გრეიფრუტის წვენი - სწორედ მასში შემავალი ლიკოპინის დიდი რაოდენობა აძლევს ამ ხილს ინტენსიურ წითელ შეფერილობას. ლიკოპინი ამცირებს კანის სიბერის პროცესებს, იცავს მას მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან.
8. სტაფილოს წვენი - შესანიშნავი საშუალებაა მეხსიერების გასაუმჯობესებლად, რაშიც მასში შემავალი ლუტეოლინი თამაშობს წამყვან როლს. ბოლო კვლევებმა ცხადყვეს, რომ ლუტეოლინი შესანიშნავი საშუალებაა სიბერის, ალცჰეიმერის დაავადების და გაფანტული სკლეროზის წინააღმდეგ საბრძოლველად.
9. ფორთოხლის წვენი - უხვად შეიცავს ლუტეინს, რაც ძალზედ დადებითად მოქმედებს მხედველობის ფიზიოლოგიაზე. რაციონში შეტანილი დიდი რაოდენობის ფორთოხლის წვენი, ეფექტურად დაიცავს თვალის ბადურას დეგენერაციისგან და შეგვინარჩუნებს მხედველობას.
10. ჭარხლის წვენი - მდიდარია აზოტმჟავას ბუნებრივი მარილებითა და ანტიოქსიდანტებით. შესაბამისად, მას მეცნიერებმა სიცოცხლის ელიქსირი უწოდეს. კვლევებმა დაამტკიცეს, რომ ჭარხლის წვენი დადებითად ზემოქმედებს ტვინის აქტიურობაზე და ეფექტურია ჰიპერტონიულ დავადებათა წინააღმდეგ საბრძოლველად.
მასალის გამოყენების პირობები