იმისთვის, რომ ოჯახი მატერიალური გაჭირვების წინაშე არასდროს დადგეს, აუცილებელია საცხოვრებელი ბინის კუთხეებში ხურდა ფული დავაწყოთ.
უმჯობესია, თუ ეს ხურდა ოჯახის რომელიმე წევრის პირველი ხელფასიდან იქნება და მას არასდროს დახარჯავთ.
პირველი ხელფასით აუცილებლად შეიძინეთ სარკე და ატარეთ ჩანთით, ოღონდ, მასში ყოველ დილას და საღამოს ჩაიხედეთ. ცნობილია, რომ საფულეში ჩალაგებული ერთნაირი კუპიურები ერთმანეთის ენერგეტიკას აძლიერებს. ხშირად ამოიღეთ ფული საფულიდან, დათვალეთ, თავზე შემოიტარეთ და ისევ თავის ადგილას დააბრუნეთ – ამით მას თქვენს ენერგეტიკას გადასცემთ. ეს ხერხი უფრო მეტი ფინანსების მოპოვებაში დაგეხმარებათ. როცა ხელფასს აიღებთ, სახლში მისულმა, საღამოს აანთეთ წითელი სანთელი, მის ალზე შემოატარეთ ფული და გონებაში გაიფიქრეთ, რომ ხართ ბედნიერი, არასოდეს შეგაწუხებთ უფულობა და სიდუხჭირე. შემდეგ ფულის კუპიურები ისევ საფულეში ჩადეთ და ის უფრო მეტ სახსრებს მოიძიებს.
ნურასდროს ისესხებთ ფულს სხვისთვის, არ გაასესხოთ თანხა ორშაბათს, არ დააბრუნოთ ვალი შაბათსა და ორშაბათს და არც ისეთ ადგილას დადოთ ფული, რომ მას სხვა ადამიანის მზერა მოხვდეს. გაცემული თანხა არასდროს დაიბრუნოთ ნაწილ-ნაწილ, რადგან ასევე ნაწილ-ნაწილ გაგივათ ხელიდან, ისე, რომ ვერაფერს იხეირებთ. თუ მაინცდამაინც ფულის სესხება დაგჭირდათ, ისესხეთ ის ხუთშაბათ დღეს, რათა მალევე შეძლოთ მისი მევალისთვის დაბრუნება.
თუ გსურთ, ოჯახში ბარაქა გააორმაგოთ, მინის ლარნაკში ჩაასხით ახალ მთვარეზე ონკანიდან აღებული სუფთა წყალი და ჩაყარეთ მასში ორი 20-თეთრიანი და ორი 50-თეთრიანი. ყოველ დილით კი ამ წყლის რამდენიმე წვეთი დალიეთ და ისე გადით სახლიდან. ბარაქის მოსაზიდად კარგია სახლის კართან, ფეხსაწმენდის ქვეშ ხურდა ფულის დადება, რომელიც დროდადრო უნდა ცვალოთ და ხარჯოთ. სასურველია, ამ ფულის ხარჯვა პარასკევ ან შაბათ დღეს დაამთხვიოთ. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ არ შეიძინოთ ამ ფულით სანთებელა, ასანთი, სიგარეტი და ცეცხლთან დაკავშირებული ნივთები. საღამოს არც გაასესხოთ ფული და არც ისესხოთ, არც მარცხენა ხელით გამოართვათ ის ვინმეს და არც თავად მისცეთ.
მასალის გამოყენების პირობები